პუიოლს არ სურს სურპრიზები და ურჩევნია ლა ლიგა რაც შეიძლება სწრაფად მოიგოს, მაგალითად ამ კვირას ”ესპანიოლის” წინააღმდეგ. პრეს-კონფერენციაზე პუიოლმა ასევე ისაუბრა ”უემბლის” ფინალზე და ”მანჩესტერ იუნაიტედზე”.
არ გადადო ხვალისთვის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება. სწორედ ამ სიზუსტეს მიუყვება პუიოლი, რომელსაც კვირას სურს გადაწყდეს ლა ლიგის ბედი, რათა გუნდს ”უემბლის” ფინალისთვის მოსამზადებალად მეტი დრო დარჩეს. ”ტიტულის მოგება კვირას გვსურს, რადგან ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს ტიტული უკვე განაღდებული გვაქვს” - განაცხადა კარლესმა.
კვირას ”ნოუ კამპზე” ბარსელონური დერბი გაიმართება. ”ესპანიოლს” სჭირდება სამი ქულა, რათა ევროტურნირზე გასასვლელად იბრძოლოს. პუიოლი თვლის, რომ ეს მათ უფრო მეტად საშიშებს არ ხდის: ”დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოედანზე გამარჯვების დიდი სურვილით გამოვლენ, როგორც ხდება ხოლმე. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ისინი ყოველთვის გვირთულებენ ცხოვრებას. არ ვფიქრობ, რომ ეს მატჩი წინა სეზონში გამართული მატჩებისგან განსხვავებული იქნება”.
ფინალი ”უემბლიზე”
პუიოლი ”ბარსას” პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ: ”ფინალში ორი ძალიან კარგი გუნდი ითამაშებს, რომლებმაც ეს დაიმსახურეს. ორივე გუნდი კარგად თამაშობს ფეხბურთს და ეს იქნება დიდებული ფინალი” - გაანცხადა კაპიტანმა. მეტოქეზე საუბრისას პუილმა ორი ფეხბურთელი გამოყო, რომლებიც შეტევაში ყველაზე სახიფათონი არია: უეინ რუნი და ხავიერ ”ჩიჩარიტო” ერნანდესი: ”რუნი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ის იტანს გოლებს, მუშაობს გუნდზე და შეუძლია პირადი ინტერესების გვერდზე გადადება. ის მრავალმხრივი ფეხბურთელია. მექსიკელი ამხააგური მატჩიდან ვიცი. ის ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, ჯიუტი და ძალიან სახიფათო”.
ოთხი ”კლასიკოს” შემდეგ
კაპიტანი 4 კლასიკოს ისტორიას დაუბრუნდა, რომელიც ”ბარსელონამ” და მადრიდის ”რელმა” 18 დღეში გამართეს. პუიოლი მოხარულია ფინალში გასვლით და არ სურს მადრიდელებთან დისკუსიებში ჩართვა: ”ვფიქრობ, რომ ”კლასიკობი” კარგად ჩატარდა. ერთი ”კლასიკო” როცა იმართება როგორი დაძაბულობაა და წარმოიდგინეთ ოთხის შემთხვევაში რა იქნებოდა. მადრიდელების პოლემიკა მე არ მეხება”.
პუიოლს იმედი აქვს, რომ ესპანეთის ნაკრებში ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა არ გაფუჭდება: ”მოედანზე ყველა ფეხბურთელი თავისი გუნდის, კლუბის ინტერესებს იცავს და ამას ვაკეთებდით ჩვენ. ნაკრებშიც ზუსტად იგივეს ვაკეთებთ. ვნახოთ, იმოქმედებს თუ არა ეს ჩვენს ურთიერთობაზე. მჯერა, რომ ყველაფერი მოედნის ფარგლებში დარჩება”.
აბიდალი და პიკე
პუიოლმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავისი თანაგუნდელების, კერძოდ კი ერიკ აბიდალის და ხერარდ პიკეს მიმართ. ფრანგზე მან თქვა: ”მისი გამოჯანმრთელება საუკეთესო ტიტულია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ის რაც მან გააკეთა შთამბეჭდავია და დარწმუნებული ვარ, რომ ”უემბლიზე” გასამართი მატჩისთვის 100%-ით მზად იქნება”. პიკეზე საუბრისას პუიოლმა განაცხადა, რომ ”ის მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველია. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, თითქმის არ ჰქონია დასვენება დავცაში შექმნილი პრობლემების გამო”.
|