შაბათი, 2024-12-21, 4:57 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მაისი » 24 » აგუერო: "მადრიდის ატლეტიკოს დატოვება მსურს"
8:06 PM
აგუერო: "მადრიდის ატლეტიკოს დატოვება მსურს"


სერხიო "კუნ" აგუერომ თავისი ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით სახალხოდ განაცხადა, რომ მადრიდის ატლეტიკოს დატოვება სურს. გთავაზობთ მის განცხადებას.

"დიდი ხნის წინ განვაცხადე, რომ ოდესმე ატლეტიკოს დატოვება მომიწევდა და ვფიქრობ კლუბის გამოცვლის დრო მოვიდა. ძალიან რთული გადაწყვეტილება უნდა მივიღო, რადგან ატლეტიკოდან წასვლა ძალიან მიჭირს, ხოლო თუ რატომ ვდგამ ამ ნაბიჯს ძალიან ძნელი ასახსნელია."

"დიდხაანს ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ჩემ თავთან მართალი უნდა ვიყო. პროგრესი რომ განვაგრძო აუცილებელია სხვა გუნდში მოვსინჯო ძალები. აქ ჩემი ცხოვრების შესანიშნავი ხუთი წელი გავატარე, მაგრამ ახლა დამშვიდობების დრო მოვიდა. მალე 23 წლის გავხდები და ვფიქრობ გარემოება უნდა შევცვალო, ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული ფინანსურ საკითხთან, რადგან ატლეტიკოში საკმაოდ მაღალი ხელფასი მაქვს და ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი ხელმძღვანელობას, ჩემი ტრანსფერი სპორტულ ამბიციებიდან გამომდინარეობს."

"ამ გადაწყვეტილებას დიდხანს განვიხილავდით, შარშან კლუბთან შევთანხმდი, რომ კონტრაქტს გავახანგრძლივებდი და ასე გადავუხდიდი მას მადლობას იმისათვის, რომ მაღალი დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბებაში შემიწყო ხელი, სწორედ ასეც მოვიქეცით, წინააღმდეგ შემთხვევაში 2011 წელს მე თავისუფალი აგენტის სტატუსით მომიწევდა ატლეტიკოს დატოვება. საპასუხოდ ხელმძღვანელობისაგან მივიღე თანხმობა, რომ 2011 წელს ჩემს ტრანსფერს ისინი წინ არ აღუდგებოდნენ. აქედან გამომდინარე მათ ვთხოვე განეხილათ ნებისმიერი კლუბის შემოთავაზება."

"რაც შეეხება გულშემატკივრებს, არ დავიწყებ ორიგინალური სიტყვების მოძებნას, უბრალოდ ვეტყვი მათ რასაც გული მკარნახობს. რადგან ვიცი, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც მათგან პატიებას და შენდობას დავიმსახურებ გულწრფელი საუბარია. სწორედ ასე ვსაუბრობდი მათთან ამ წლების განმავლობაში. თქვენ უკვე ჩემი იდენტობის და ფეხბურთის გაგების ნაწილი ხართ, რადგან თქვენ მოგიძღვენით 101 გოლი, რომეიც ამ კლუბის მაისურით გავიტნე, სწორედ თქვენთან ერთად გადავიტანე ყველა მარცხი და წარმატება და ის ბედნიერება, რომელიც 2 ტიტულის მოპოვების შემდეგ შევიგრძენი. არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, როდესაც ბარსელონაში კოპა დელ რეის თასი მოვიგეთ, მაშინდელი ემოციები დღემდე მიჩუყებენ გულს. სწორედ მაშინ ვიგრძენი ჩემი ხასიათის მნიშვნელობა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამომიყალიბდა, ბოლომდე ბრძოლა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვა, ხოლო ერთადერთი იარაღი რაც მე გამაჩნდა ამის მისაღწევად იყო: თამაშის სტილი და ფეხბურთისადმი სიყვარული."

"ბანალური იქნებოდა იმის თქმა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მე არ გემშვიდობებით, თუმცა იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. მე მივდივარ, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრებით. ამ მდგომარეობისათვის ზედგამოჭრილია ცნობილი არგენტინელი ტანგოს შემსრულებლის ანიბალ ტროილოს სიტყვები: "ვინ თქვა რომ მე მივდივარ? ნეტავ ოდესმე მივდიოდე..." (ბოლო ფრაზა რამდენად სწორედ გაადავთარგმნე არ ვიცი, ბოდიშს ვიხდი თუ არასწორი თარგმანია ავტ.)

გეხვევით სიყვარულით, 
კუნ აგუერო.

შეგახსენებთ მადრიდის რეალი სერიოზულად არის დაინტერესებული არგენტინელი ფეხბურთელის შეძენით და ამ განცხადების შემდეგ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს და რეალში გადმობარგდეს. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სერხიო რამოსმა თავისი Facebook-ის გვერდის საშუალებით გაავრცელა ის ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ თეთრები კუნს ერთ კვირაში გაიფორმებენ, ხოლო ეს გვერდი ცრუ ინფორმაციას იშვიათად გვაწვდის, ასე რომ შეგვიძლია აგუერო მადრიდის რეალის ფეხბურთელად მივიჩნიოთ, თუ მანჩესტერ სიტიმ რამე სასწაული არ ჩაიდინა.
ნანახია: 849 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz