გუშინ დასრულდა ”კლასიკოთა” სერია. მიმდინარე სეზონში ”ბარსელონა” და ”რეალი” ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ - ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის და ერთხელ ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების ფარგლებში. ხუთი მატჩიდან ”ბარსელონამ” ორჯერ იმარჯვა, ორჯერ ითამაშა ფრე და ერთი თამაში დათმო.
სტატისკიტა შთამბეჭდავია. კატალონიელებმა მეტოქის კარი ცხრაჯერ აიღეს და მხოლოდ სამი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. ”ბარსელონას” ფეხბურთელებმა 2,485-ით მეტი გადაცემა განახორციელეს, ვიდრე ”თეთრებმა”. სულ ”ბარსამ” 3,817 პასი გააკეთა, მაშინ როდესაც ”რეალის” ფეხბურთელების ანგარიშზე 1,332 გადაცემაა.
”თეთრებმა” ოთხჯერ მიიღეს წითელი ბარათი. პირველად ეს მოხდა 29 ნოემბერს, ”კამპ ნოუზე”. მაშინ მოედნიდან სერხიო რამოსი გააძევეს. მეორე წითელი ბარათი მსაჯმა დავიდ ვილიაზე წესების დარღვევის გამო აჩვენა ”ბერნაბეუზე”. მესამედ მოედნიდან ანხელ დი მარია იქნა გაძევებული. ეს მოხდა ”მესტალიაზე”, ესპანეთი თასის ფინალში. ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამართულ პირველ ნახევარ-ფინალურ მატჩში, რომელიც ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, მსაჯმა მოედნიდან კლეპერ პეპე გააძევა. ”ბრნაბეუზე” მოედანი დაატოვებინეს ჟოზე მოურინიოსაც.
”ბარსელონას” მხრიდან მსაჯმა წითელი ბარათი პინტოს უჩვენა.