”უემბლის” სტადიონი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია. ის დაახლოაბით 90,000 მაყურებელს იტევს. აღნიშნულ სტადიონზე გაიმართება მიმდინარე წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომლის ერთი მონაწილის ვინაობა გუშინ გახდა ცნობილი.
მოსალოდნელია, რომ ”უეფა” ”ბარსელონას” 24,000 ბილეთს გადასცემს. ბილეთების ღირებულება დაყოფილი იქნება შემდეგი კატეგორიით: უმაღლესი კატეგორიის ბილეთის ღირებულება 333 ევრო (300 ფუნტი სტერლინგი) იქნება. მეორე კატეგორის ბილეთები 250 ევრო (225 ფუნტი სტერლინგი) ეღირება, ხოლო მესამე და მეოთხე კატეგორიის ბილეთების ყიდვა შესაძლებელი იქნება 166 ევროდ (150 ფუნტი სტერლინგი) და 89 ევროდ (80 ფუნტი სტერლინგი) შესაბამისად. უაღლოეს დღეებში შესაძლებელია, რომ ბილეთების ფასები შეიცვალოს. ბილეთების ყიდვის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ”უეფას” წესების მიხედვით, ბავშვები, რომელთა ასაკი 4 წელზე მცირეა, ვერ დაესწრებიან მატჩს.
მეორე ფინალისტის ვინაობის გარკვევის შემდეგ, კლუბების წარმომადგენლები გამართავენ შემაჯამებელ შეხვედრას, სადაც გადაწყდება კლუბებისთვის განკუთვნილი ბილეთების ზუსტი რაოდენობა და ფასი.
ბილეთების შეძენისას უპირატესობა მიენიჭებათ ”ბარსელონას” კლუბის წევრებს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ ერთი ბილეთი.