amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 4 » ჟოზე მოურინიო: “კრიშტიანუს ტრავმა ჩემი ბრალი არაა”
11:28 AM ჟოზე მოურინიო: “კრიშტიანუს ტრავმა ჩემი ბრალი არაა” |
მოურინიოს რონალდუს გარეშე მოუწევს შემადგენლობის დაკომპლექტება.
მადრიდის "რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ "მალაგასთან” გუშინდელი მატჩის დროს ფეხი იტკინა და მინდვრიდან გაყვანა მწვრთნელს თავად სთხოვა. ამ დილით პორტუგალიელის ტრავმის თაობაზე კომენტარი კასტილიელთა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა. "ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რამდენად სერიოზულია რონალდუს ტრავმა. მან მუხლის მყესები დაიზიანა და მკურნალობის ვადას ექიმები დაადგენენ. მე კი, ჩემი გამოცდილებით, მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ კრიშტიანუს ტრავმა სერიოზული სჩანს. ცხადია, ეს არასასიამოვნოა, მაგრამ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ბევრი ამბობს, რომ რონალდუს ზომაზე მეტი დატვირთვა მივეცი და რამდენიმე მატჩში იგი უნდა დამესვენებინა. ზოგს ტრავმის მიზეზიც ეს ჰგონია. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ამგვარ მიდგომას. კრიშტიანუს მიერ ტრავმის მიღება ჩემი ბრალი იოტიოსდენადაც არაა. მოთამაშემ ფეხი შეიძლება როგორც თამაშის მსვლელობისას, ასევე საკუთარ საძინებელშიც კი დაიზიანოს”, - იმართლა თავი სეუ ჟოზემ. კრიშტიანუ რონალდუს მუხლის მყესების დაზიანება "რეალის” სამწვრთნელო შტაბშიც დაადასტურეს. ამასთან მადრიდელთა კლუბის დასტაქრებმა განაცხადეს, მკურნალობისა და აღდგენითი პროცესის ხანგრძლივობის თაობაზე მხოლოდ სკურპულოზური გამოკვლევის შემდეგ ვისაუბრებთო.
|
ნანახია: 1106 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|