პარასკევი, 2024-04-26, 1:39 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » აპრილი » 18 » უცნაურვარცხნილობიანი არბიტრი და ლაზერ–შოუ მადრიდულად
0:30 AM
უცნაურვარცხნილობიანი არბიტრი და ლაზერ–შოუ მადრიდულად

გუშინ, "ელ კლასიკომ" თავისი 18 დღიანი ტურნე დაიწყო. ამ 18 დღეში მას "სანტიაგო ბერნაბეუს" 2–ჯერ, ხოლო "ნოუ კამპისა" და "მესტალიას" თითო–თითოჯერ მონახულება აქვს ჩაფიქრებული. ამ ჩამონათვალს გუშინ ერთი მოსანახულებლად განწირული და ახლა უკვე მონახულებული ადგილი ჩამოშორდა – "ელ კლასიკომ" "სანტიაგო ბერნაბეუს" თავი შეახსენა და ახლა გეზი ვალენსიისკენ აქვს აღებული, სადაც "მესტალიას" პუბლიკასთან დამეგობრებას შეეცდება...

 

16 აპრილის საღამოს, კატოლონიის "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუს" ესტუმრა, სადაც შეხვედრის "ცოცხლადმომცქირავი" პუბლიკის სიმპათიის დამსახურება ვერა და ვერ მოახერხა. თუმცა, თბილად დახვედრას, "კაი პურის ჭამას", "ჩახუტებასა" და "ამბავს" არც ერთი კატალონიელი არ ელოდა და როგორც მათ მასპინძლები გაუმასპინძლდნენ, სწორედ ისევე "გაუსტუმრდნენ" გუშინდელი "ბერნაბეუს" სტუმრებიც გუშინდელი "ბერნაბეუს" მასპინძლებს. ამაზე კი ნათელზე ნათლად ისიც მეტყველებს, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ყველამ კარგად დაიანხა ცისფერ, თუ შავ–თეთრ ეკრანებზე თავმდაბლურად წარწერილი წარწერა: 22% – 78%

 

მართალია წარწერა "22% – 78%" თავმდაბლურად იწონებდა თავს ეკრანებზე, მაგრამ მის მაღლა კიდევ ორი ციფრი იდგა, რომლებიც ძალზედ ამაყად გადაჰყურებდნენ ეკრანთან მჯდომ მაყურებელს. საამაყოა აბა რა არის ... მათ ხომ შეძლეს და კატალონიის "ბარსელონას" კარის დარაჯ ვიქტორ ვალდესს გოლი გაუტანეს ... და თან ისე, რომ მხოლოდ ერთი გაუშვეს ... ნამდვილად საამაყოა ... შეიძლება ზოგისთვის გუშინ დაფიქსირებული ანგარიში საამაყოა, მაგრამ ზოგს ეს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს. ვინც ანგარიშით ვერ დავრჩით ნასიამოვნები, შეგვიძლია კიდევ 3–ჯერ შევეცადოთ ანგარიშით სიამოვნების მიღება. "ელ კლასიკო" გაჩერებას არ აპირებს და ჯერ "მესტალიას", შემდეგ ისევ "ბერნაბეუს", ხოლო ტურნეს ბოლოს, "ნოუ კამპის" მონახულებას აპირებს.

 

მატჩი, როგორც თითქმის ყველა "კლასიკო", ძალიან დაძაბულად წარიმართა. პირველი წუთებიდანვე, ჟოზე მაურინიოს გუნდმა ბურთი უბრძოლველად სტუმართა ფეხბურთელებს დაუთმო და თამაში კონტრ–შეტევებზე არჩია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პეპ გვარდიოლამ სასტარტო შემადგენლობაში 33 წლის გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი დააყენა, რომელსაც თითქმის სამი თვე მოედანზე ბურთი არ ჰქონდა გაგორებული. ყველა ხელის შემშლელი ფაქტორის მიუხედავად, კარლესმა მოახერხა და შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. კარლესის კარგი თამაშით მასპინძელთა 7 ნომრიანი მაისურის ბატონ–პატრონი მთლად ნასიამოვნები ვერ დარჩა და მთელი თავისი ბრაზი იმით გამოხატა, რომ სტუმართა 5 ნომრიანი მაისურისა და კაპიტნის სამკლაურის ბატონ–პატრონს არც ისე უნებლიედ დაეჯახა. ახლა მას შეუძლია იამაყოს ... შეუძლია იამაყოს იმით, რომ მან მოახერხა და კატალონიელთა ორ ლეგენდას, პეპ გვარდიოლას და კარლეს პუიოლის ხელი ჰკრა...

 

პირველ ტაიმში, შეხვედრის უცნაურვარცხნილობიან მსაჯ მუნის ფერნანდესს კასილასის კარში პენალტის დანიშვნა შეეძლო, როდესაც "ბარსელონას" ფორვარდი, დავიდ ვილია მასპინძელთა მეკარის საჯარიმოში იქნა წაქცეული. თუმცა, ის ხომ ესპანელია – პენალტი არ დაინიშნა. პირველი ტაიმის მიწურულს, ძალზედ დიდი ხიფათი შეიქმნა ვიქტორ ვალდესის კარის სიახლოვეს. ცარიელი კარიდან ბურთის თავით გამოტანა ადრიანო კორეიამ მოახერხა. მართალია მან კატალონიელთა კარი გადაარჩინა, თუმცა ტრავმამ საბოლოოდ მაინც შეახსენა მას თავი, რის გამოც იგი მატჩის მეორე ნახევარში მაქსველმა შეცვალა. პირველი ტაიმი უგოლო ფრით დაკმაყოფილდა...

 

მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოდგა. მეორე ნახევრის დაწყებიდან 7 წუთში იკერ კასილიასის კარში თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლების მოპოვება დავიდ ვილიამ მოახერხა. მისი წაქცევის გამო ზემოდ ხსენებულმა ორიგინალურ ვარცხნილობიანმა ესპანელმა მსაჯმა მოედნიდან ალბიოლი გააძევა. აქვე გეტყვით, რომ ალბიოლი 20 აპრილს გასამართ ფინალში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს. 53–ე წუთზე პენალტის დასარტყმელად ლეო მესიმ ჩაისუნთქა–ამოისუნთქა და გოლიც გაიტანა. ანგარიში გაიხსნა, 0–1...

 

შეტევებზე ფიქრი ახლა ჟოზემაც დაიწყო. უჩვეულოდ ფეხზე მდგომმა (რასაც არ ვართ მიჩვეულნი [ყოველშემთხვევაში "ნოუ კამპზე" მაინც] )ჟოზემ მოედანზე კარიმ ბენზემას ნაცვლად, მესუთ იოზილი შემოიყვანა. ამ ცვლილებიდან რამდენიმე წამის წინ კი კარლეს პუიოლმა მცირე ტრავმის მიღებაც მოასწრო და მის ნაცვლად მოედანზე მალელმა სეიდუ კეიტამ შემოაბიჯა, რის გამოც ბუსკეტსმა გეზი დაცვისკენ აიღო. მოკლედ, დაიწყო ორმხრივი შეტევებიც, მადრიდელები ბურთს ისე მარტივადაც აღარ თმობდნენ. თუმცა, ძირითადად ხიფათის შექმნას ისინი მაინც სტანდარტების შესრულებისას ახერხებდნენ. საბოლოოდ იმდენჯერ ჩააწოდეს კუთხურიდან ბურთი და იმდენჯერ მოიპოვა კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება, რომ ამით შეწუხებლმა დანი ალვეშმა, არბიტრების დახმარებით, პენალტი მოიგონა და საჯარიმოში მარსელო წააქცია. 11 მეტრიდან პორტუგალიელმა აღარ ააცილა და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1.

 

გუნდები მატჩის ბოლომდე უტევდნენ, მაგრამ მეტი პენალტი აღარ დანიშნულა – შესაბამისად მეტი გოლი აღარ გასულა. დასრულდა შეხვედრაც, 1:1 და დაასრულა "ბერნაბეუს" პირველად მონახულება "კლასიკომაც". მართალია "ელ კლასიკოს" მატჩის შემდეგ არ აღუნიშნია ის "შოუ", რომელიც მადრიდელებმა დადგეს, მაგრამ მე მივხვდი ... მის თვალებში ნათლად ჩანდა ის, რომ მატჩის წინ, გულშემატკივარდა მიერ ტრიბუნებზე გამოსახული "მადრიდის" გერბით და ლაზერ–შოუთი ის კმაყოფილი დარჩა. "ელ კლასიკოსთან" ერთად კმაყოფილი დარჩა "მადრიდის" გულშემატკივრებიც, რომლებიც ასე დაღლილნი იყვნენ 3 ქულის კარგვით და კარგვით. მართალია სხვაობა კვლავ 8 ქულაა და "ბარსა" ზედიზედ 30–ე მატჩია ქვეყნის ჩემპიონატში დაუმარცხებლად ასპარეზობს, მაგრამ ფრე "ბარსასთან" ... ეს ხომ მოგების ტოლფასია. მივულოცოთ ჩვენ თანამემამულეებს, მეტი რაღა დაგვრჩენია ... წინ კი კიდევ 17 (ან 16) დღეა...

ნანახია: 833 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz