პარასკევი, 2024-04-19, 1:21 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2012 » თებერვალი » 29 » თემურ ქეცბაია: “პირველი ტაიმის შემდეგ, ბიჭებთან ძალიან მკაცრი საუბარი გვქონდა”
10:14 PM
თემურ ქეცბაია: “პირველი ტაიმის შემდეგ, ბიჭებთან ძალიან მკაცრი საუბარი გვქონდა”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ, ალბანეთთან მატჩის შემდეგ (2:1), ხაზი გაუსვა, რომ მისი გუნდის მიერ პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო დარჩა, ხოლო მე-2 ნახევარში, მისი აზრით, ნაკრებმა რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა.

თემურ ქეცბაია: კარგია, რომ წელიწადი მოგებით დავიწყეთ. ეს თამაში შეგვიძლია ორმხრივად შევაფასოთ – პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი. პირველით უკმაყოფილო ვარ. თუმცა, გასაგებია, რომ ფეხბურთელთა უმეტესობას სეზონი არ დაუწყია და შეკრებიდან ახლა დაბრუნდნენ. მე-2 ტაიმში ნაჩვენები ჩვენი თამაშით კი, კმაყოფილი დავრჩი. ბიჭებმა მატჩის შემობრუნება შეძლეს. წარმატებას ვიმსახურებდით და გავიმარჯვეთ. ამ დონეზე, პატარა შეცდომას არავინ გაპატიებს, ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამ ახალგაზრდა ბიჭებმა ყველას დაანახეს, რომ ლამაზი, შემტევი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და კარგია, რომ მოგებით დავიწყეთ. 
- განვლილ მატჩში, საქართველოს ნაკრების თამაშში ყველაზე მეტად რისი დანახვა გინდოდათ?
- ამ ფეხბურთელების კონდიციები მაინტერესებდა. მინდოდა გამეგო, როგორ ფორმაში არიან ისინი. უმეტესობას ჯერ საკუთარ კლუბებში სეზონი არ დაუწყია. ვნახე ხარვეზები. სასიამოვნოა, რომ ფეხბურთელებმა მე-2 ტაიმი კარგად ჩაატარეს. 45 წუთი პრესინგი ვითამაშეთ. ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ შენს კარში ერთხელ დაარტყავენ და გოლი გააქვთ. ჩვენ კი, 2 პენალტი ვერ გამოვიყენეთ და ვერც, საგოლე მომენტების რეალიზება შევძელით. ასეთი რეალური მომენტები კარგად უნდა გამოვიყენოთ, რადგან შესარჩევ ციკლში ისეთ გუნდებს ვეთამაშებით, რომ საგოლე მომენტი ბევრი არ იქნება.
- განვლილ თამაშში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თავდასხმის რგოლში გუნდს პრობლემა აქვს. დვალიშვილმა რამდენიმე თამაში ჩაატარა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა. უნდა ველოდოთ თუ არა ახალ სახეებს მომავალ მატჩებში?
- არ ვიტყოდი, რომ თავდაცვის რგოლში გვიჭირს. თუ გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, მაშინ, სასურველია, ყველა რგოლში გავძლიერდეთ. დვალიშვილმა ფსიქოლოგიური ბარიერი ვერ გადალახა. მას გოლის გატანა  სჭირდება, უფრო თავდაჯერებული რომ გახდეს. ჩვენ მისი გვჯერა. სხვათაშორის, სხვა მატჩებთან შედარებით, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. იმედია, მოუმატებს და ჩვენ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.
- ალბანეთის მთავარმა მწვრთნელმა მსაჯობას საშინელი უწოდა. თქვენ რას იტყვით ამის თაობაზე? ხომ არ მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ გუნდში იყოს სტაჟიანი პენალტისტი, რომელიც მომავალში თერთმეტმეტრიანებს შეასრულებს?
- მეტოქე რა შეფასებას მისცემს მსაჯობას, არ მაინტერესებს. იყო თუ არა პენალტი, ეს მე არ დამინახავს. ეს მსაჯის გადასაწყვეტია. სხვათაშორის, ჩვენ გოლი პენალტით არ გაგვიტანია. მსაჯის გადაწყვეტილების შეფასება არ მინდა. ჩვენ განსაზღვრული გვქონდა, თუ ვის უნდა დაერტყა პენალტი. პირველი ტაიმის შემდეგ ანანიძე გავიდა და დარჩა თარგამაძე, რომელმაც ასევე ვერ გაიტანა. რავიცი, ვარჯიშებზე გააქვთ. იმედია, ვინმეს ვიპოვნით, ვინც გაიტანს.
- მე-2 ტაიმში გუნდმა თამაშს მას შემდეგ მოუმატა, რაც ორ თავდამსხმელზე გადაეწყვეთ...
- პრინციპში, 2 თავდამსხმელით არ გვითამაშია. გელაშვილი უფრო ფლანგზე მოქმედებდა, მაგრამ შუაშიც ხშირად შემოდიოდა. ზოგჯერ, უკეთესი იყო, ფლანგზე დარჩენილიყო. გელაშვილი სწრაფია და ბურთს სულ წინ ითხოვს. თამაშიც ამიტომ გამწვავდა, რადგან ასეთ ვითარებაში მცველისთვის ძალიან რთულია წინააღმდეგობის გაწევა ფეხბურთელისთვის, რომელიც ბურთს მუდამ ზურგს უკან ითხოვს. კარგია, რომ ბიჭები, რომლებიც შეცვლაზე შემოვიდნენ, გუნდს დაეხმარნენ. ჩვენ ძიებაში ვართ და გვინდა, რეალური გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც გავა მოედანზე და ითამაშებს.
- ლევან ყენია მოედანზე, ალბათ, უფრო მაყურებლების ხათრით შემოიყვანეთ...
- შეიძლება ასეც ჩაითვალოს, მაგრამ მინდა, რომ ამ ბიჭს ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ. არა მგონია, "შალკეში” მან დარჩენილ მატჩებში ითამაშოს. მითუმეტეს, კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, არამგონია, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. მას წელიწადნახევარია არ უთამაშია, ამიტომ, გვინდოდა ეგრძნო მოედანი, სათამაშო სიტუაცია. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე ბევრი რამ გაირკვევა. იმედია, რომ იმ  დროისთვის ლევანი მწყობრში იქნება და კლუბშიც ითამაშებს.
- რამდენად ოპტიმალური იყო დაცვის ხაზი და სად ხედავთ ხიზანიშვილის ადგილს?
- სადაც გუნდს დასჭირდება, მის ადგილს იქ ვხედავ. მომწონს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც, რა პოზიციაზეც არ უნდა დააყენო, გამოვლენ და ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე ითამაშებენ. ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ვითხოვთ. პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში, მოთამაშეებთან მკაცრი საუბარი გვქონდა, რადგან იმის ნახევრის ნახევარიც არ გაუკეთებიათ, რაც დავავალეთ. მე-2 ტაიმის შემდეგ, ენა არ მომიბრუნდება, რომ მათზე რაიმე ცუდი ვთქვა...
 
ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯანი დებიაზი მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა, რაც მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა.
ჟანი დე ბიაზი: "მსაჯობით უკმაყოფილო ვარ. თქვენ თუ თამაში ნახეთ, თავადაც კარგად დაინახავდით, როგორი მსაჯობა იყო. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა. პირველ ტაიმში ალბანეთის ნაკრები მობილიზებულად თამაშობდა. მე-2 ტაიმში საქართველოს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა, შეტევაზე გადავიდა და ამან ჩვენი მარცხი გამოიწვია.
- ალბანეთის ნაკრების თამაშის ხარისხზე რას იტყვით?
- ჩვენ ახლა დავიწყეთ ის პროექტი, რომლის განხორციელებას საქართველო უფრო ადრე შეუდგა. გუნდის გამოუცდელობა იმაშიც გამოიხატა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ და მე-2 ტაიმი დავთმეთ.
- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ლორიკანას და ბოგდანის გამოძახებას თუ აპირებთ, რომლებიც დღევანდელ მატჩში არ მონაწილეობდნენ?
- ლორიკანა და ბოგდანი იმიტომ არ გამოვიძახეთ, რომ მათი ფიზიკური კონდიციები სათანადო დონეზე არ იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მათი დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება.
ნანახია: 1031 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz