ოთხშაბათს, ჟოზე მოურინიო ბრუნდება ჩემპიონთა ლიგაზე, კერძოდ კი იგი ჩადის ინგლისში და გაარკვევს ურთიერთობას "ტოტენჰემ" ჰოთსპურთან. სავარაუდოდ პორტუგალიელი სპეციალისტი ამ მატჩში არ გამოიყვანს ძირითად შემადგენლობას მიზეზი კი შაბათს გასამართი "კლასიკოა". ასე რომ განსაკუთრებულისგან მორიგ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ...
თუ გუნდმა პირველი თამაში 4-0 მოიგო, ძნელი სავარაუდო არაა ის ფაქტი, რომ უამრავი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი დაისვენებს მითუმეტეს, რომ 4 ფეხბურთელს ემუქრება საშიშროება, მომდევნო მატჩის გამოტოვებისა თუ რათქმაუნდა ისნი დაძლევენ 1/4 ფინალის ბარიერს, კრიშტიანუ რონალდუს, კარვალიოს, დი მარიას და ალბიოლს აქვთ უკვე ყვითელი ბარათები ხოლო პეპე კი არ ითამაშებს ამ მატჩს 2 ყვითელი ბარათის გამო. ისინი შეიძლება არ გამოვიდნენ მოედანზე რათა არ გაირთულონ მდგომარეობა, მომდევნო ეტაპზე.
ასევე არ იქნება ფრანგი კარიმ ბენზემა რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშ იყო და სამწუხაროდ მან სანაკრებო მატჩში მიიღო შეიძლება მძიმე ტრავმა ამიტომაც მასაც დაასვენებს პორტუგალიელი სპეციალისტი. წელს მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე ჩაატარა 11 მატჩი აქედან შვიდი ლა ლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1-იც სამეფო თასზე. ყველაზე მეტად მაუ შიშობს ტრავმების გამიზეზებას ამიტომაც იგი მაქსიმალურად ერიდება ახალგამოჯანმრთელებული ფეხბურთელების დატვირთვას მითუმეტესო, რომ ასეთი დღეს ბევრია კლუბში. ჯერჯერობით ლაზარეთში პედრო ლეონი და ფენრანდო გაგო რჩებიან.
|