გარეთ ბეილისთან დაკავშირებით, სასიამოვნო ამბავი გამოვიდა ლონდონის "ტოტენჰემის” ბანაკიდან. "დეზების” მთავარი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის განცხადებით, გუნდის უმთავრესი ვარსკვლავის მადრიდის "რეალთან” თამაში ფაქტობრივად გადაწყვეტილია. "ვფიქრობ, ბეილი "რეალის” წინააღმდეგ თამაშს შესძლებს. იგი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დატვირთვების 80 პროცენტს უპრობლემოდ უმკლავდება. ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც, მან მადრიდში ვერ უნდა ითამაშოს. ბეილი სპეციალურად ამ შეხვედრისთვის დავასვენეთ. იგი რომ "უიგანთან” გვეთამაშებინა, "რეალთან” მატჩს აუცილებლად დააკდლებოდა” – ციტირებს რედნაპის სიტყვებს Guardian. ლონდონელთათვის ცუდი ამბავი ისაა, რომ გამოირიცხა "რეალთან” პიენაარის თამაში. "ტოტენჰემში” გადასვლის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს ტრავმები ტანჯავს და ამჯერადაც ასე მოხდა. თავად ფეხბურთელის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, იგი მადრიდულ მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
|