ახლახანს დასრულდა სერია ა–ს XXXIII ტურის უკანასკნელი შეხვედრა, სადაც ტურნირის ერთ–ერთმა ფავორიტმა, "ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე მეტად მოულოდნელი მარცხი განიცადა. ნეაპოლელების ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა ბოლო ტურებში დასუსტებულმა "უდინეზემ” შეძლო, ყველაზე მეტად გასაკვირი კი ისაა, რომ სტუმრებმა გამარჯვებას ორი ლიდერის, დი ნატალესა და სანჩესის გარეშე შეძლეს. მართალია მატჩი "უდინეს” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო წუთებზე ძალიან ბევრი რამ მოხდა. 87–ე წუთზე მათ დომიცი გაუგდეს, რასაც პენალტი მოყვა. მსაჯის საჩუქარი "ნაპოლის” საუკეთესო ბომბარდირმა ვერ გამოიყენა, თუმცა რამდენიმე წუთში შეცვლაზე შემოსულმა მასკარამ მაინც მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა. საბოლოოდ ამ გოლმა მატჩის შედეგზე ვერ იმოქმედა და "მილანელთა” გასახარად უნდა ითქვას, რომ ახლა მათსა და "ნაპოლის” შორის სხვაობა 6 ქულაა.
ადგ. | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გატ. | გაშ. | +/- | ქ | |
---|
1 | "მილანი” | 33 | 21 | 8 | 4 | 59 | 23 | +36 | 71 | "ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპის ზონა |
2 | "ნაპოლი” | 33 | 20 | 5 | 8 | 53 | 32 | +21 | 65 |
3 | "ინტერი” | 33 | 19 | 6 | 8 | 58 | 37 | +21 | 63 |
4 | "ლაციო” | 33 | 18 | 6 | 9 | 45 | 30 | +15 | 60 | "ჩემპიონთა ლიგის” ფლეი–ოფის ზონა |
5 | "უდინეზე” | 33 | 18 | 5 | 10 | 59 | 35 | +24 | 59 | "ევროპის ლიგის” ფლეი–ოფის ზონა |
6 | "რომა” | 33 | 15 | 8 | 10 | 51 | 47 | +4 | 53 | "ევროპის ლიგის” მე–3 საკვალიფიკაციო ეტაპის ზონა |
7 | "იუვენტუსი” | 33 | 14 | 10 | 9 | 50 | 40 | +10 | 52 |
8 | "პალერმო” | 33 | 14 | 5 | 14 | 50 | 54 | −4 | 47 |
9 | "კალიარი” | 33 | 12 | 8 | 13 | 41 | 40 | +1 | 44 |
10 | "ფიორენტინა” | 33 | 10 | 13 | 10 | 38 | 33 | +5 | 43 |
11 | "ჯენოა” | 33 | 11 | 9 | 13 | 34 | 37 | −3 | 42 |
12 | "ბოლონია” | 33 | 11 | 10 | 12 | 34 | 44 | −10 | 40* |
13 | "კიევო” | 33 | 9 | 12 | 12 | 32 | 34 | −2 | 39 |
14 | "კატანია” | 33 | 9 | 9 | 15 | 31 | 45 | −14 | 36 |
15 | "პარმა” | 33 | 8 | 11 | 14 | 32 | 45 | −13 | 35 |
16 | "ლეჩე” | 33 | 9 | 8 | 16 | 38 | 56 | −18 | 35 |
17 | "ჩეზენა” | 33 | 8 | 10 | 15 | 30 | 45 | −15 | 34 |
18 | ‘სამპდორია” | 33 | 7 | 11 | 15 | 26 | 39 | −13 | 32 | სერია ბ–ში გასავარდნი ზონა |
19 | "ბრეშა” | 33 | 7 | 9 | 17 | 28 | 43 | −15 | 30 |
20 | "ბარი” | 33 | 4 | 9 | 20 | 20 | 48 | −28 | 21
|
____________________________________________________________
ბომბარდირები:
ადგ. მოთამაშე კლუბი გოლების რაოდენობა
1) ანტონიო დი ნატალე "უდინეზე” 26
2) ედისონ კავანი ”ნაპოლი” 25
3) მარკო დი ვაიო "ბოლონია” 19
4) სამუელ ეტო’ო ”ინტერი” 19
5) ალესანდრო მატრი ”იუვენტუსი” 18
6) ზლატან იბრაჰიმოვიჩი ”მილანი” 14
7) ალეშანდრე პატო ”მილანი” 14
8 ) ფრანჩესკო ტოტი "რომა” 12
9) ჯამპაოლო პაცინი ”ინტერი” 12
10) ალექსის სანჩესი "უდინეზე” 12
_________________________________________________________
ასისტენტები:
1) ანდრეა კოსუ ”კალიარი” 13
2) ზლატან იბრაჰიმოვიჩი ”მილანი” 11
3) ეზეკილ ლავეცი "ნაპოლი” 11
4) სტეფანო მაური "ლაციო” 9
5) ანტონიო კასანო "მილანი” 8