კვირა, 2024-12-22, 6:52 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » აპრილი » 13 » საქართველო ფიფას რეიტინგში 56-ე ადგილამდე დაწინაურდა
5:29 PM
საქართველო ფიფას რეიტინგში 56-ე ადგილამდე დაწინაურდა

იმედიანი მოლოდინი იმისა, რომ ევროშესარჩევის შეხვედრაში, ფიფა-კოკა კოლას რეიტინგის მე-8-ადგილოსანი ხორვატიის ძლევა, ქართველებს კლასიფიკაციაში დააწინაურებდა, გამართლდა. ცამეტ აპრილს გამოქვეყნებულ საფეხბურთო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში, "ჯვაროსნებმა” 16 ადგილით წინ წაიწიეს და 56-ეზე დამკვიდრდნენ.

ევრო-2012-ის F ჯგუფში, ქართველებზე დიდი "ნახტომი” ისრაელის ნაკრებს გამოუვიდა. ებრაელებმა, რომლებმაც 29 მარტს საქართველოს ნაკრების დამარცხებამდე (1:0) ლატვიასაც სძლიეს (2:1), მარტის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 25 საფეხურით მაღლა აიწიეს. ორ-ორი ადგილით დაქვეითდნენ მოწინავე ათეულის "ჩვენიანები” - ხორვატია და საბერძნეთი. უფრო მოკრძალებული დაღმასვლა აქვს ლატვიის ნაკრებს, რომელიც 75-დან ძირს მხოლოდ ერთი საფეხურით დაეშვა. F ჯგუფის აუტსაიდერ მალტას რაც შეეხება, მას 80 სარეიტინგო ქულით 163-ე (7-ით დაბლა) ადგილი უკავია.
7-თვიანი პაუზის შემდეგ, ათეულს დაუბრუნდა იტალიის ნაკრები. აპრილის რეიტინგი, ისრაელის გარდა, კიდევ 3 ქვეყნისთვისაა აღსანიშნავი 50-ეულში შესვლით - ბელგია 25 ადგილით დაწინაურდა და 37-ზე დამკვიდრდა, ალჟირი მე-40 ადგილზე ყოფნას 15 საფეხურით მაღლა ასვლას უნდა უმადლოდეს, ხოლო ალბანეთი 73-დან 50-მდე აღზევდა.
ალბანეთთან ერთად, სამმა საფეხბურთო ნაკრებმა, ფიფა-კოკა კოლას რეიტინგის შემოღებიდან (1993) საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია - ჩერნოგორიამ - 24-ე, ლიბიამ - 58-ე, ანტიგუა და ბარბუდამ - მე-100 ადგილს.
კავკასიური რესპუბლიკების რეიტინგზეც ვთქვათ: სომხეთი 524 ქულით 62-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი - 288 ქულით 107-ეზე. რაც შეეხება უახლოეს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკას, მან 5 საფეხურით დაბლა დაიწია და 118-ე ადგილზეა. სულ, ფიფას ნახსენებ რეიტინგში 207 ქვეყნის მონაცემებია შეტანილი.
ქვემოთ იხილეთ ფიფა-კოკა კოლას რეიტინგის საუკეთესო ოცეული და კლასიფიკაციაში, ევრო-2012-ის შესარჩევი F ჯგუფის გუნდების (მუქი შრიფტით) მონაცემები:

 

1. ესპანეთი - 1857
2. ჰოლანდია - 1702
3(5). ბრაზილია - 1425
4(3). გერმანია - 1386
5(4). არგენტინა - 1276
6. ინგლისი - 1163
7. ურუგვაი - 1094
8(9). პორტუგალია - 1052
9(11). იტალია - 1019
10(8). ხორვატია - 991
11. ნორვეგია - 987
12(10). საბერძნეთი - 925
13(15). იაპონია - 961
14. ჩილე - 952
15(16). განა - 918
16(20). სერბეთი - 907
17. სლოვენია - 903
18(13). რუსეთი - 896
19(18). საფრანგეთი - 883
20(21). ავსტრალია - 876
33(58). ისრაელი - 709
56(72). საქართველო - 536
76(75). ლატვია - 438
163(156). მალტა - 80

ნანახია: 854 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz