ხოსეპ გვარდიოლა სწორედ ის ადამიანია, რომელმაც შეძლო და 3 წლის განმავლობაშ 3–ჯერ დაამარცხა მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე". იგი "ბარსას" 2008/09 წლის სეზონში ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ დამარცხებულა, 3 მოგება და 1 ფრე.
► გვარდიოლამ მწვრთნელობის ხანაში 3–ჯერ დაამარცხა მადრიდის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" (3 მოგება 1 ფრე). მისმა გუნდმა გაიტანა 11 გოლი და მიიღო 3.
► "ბარსელონა" 2008 წლის 7 მაისის შემდეგ, არ დამარცხებულა მადრიდში და ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გახანგრძლივდება, რადგანაც "ბერნაბეუზე" ეს გუდნები შემდეგ სეზონამდე აღარ შეხვდებიან.
► "ბარსელონამ" 3–ჯერ მეტი პასი გააკეთა ვიდრე "რეალმა". 794–267
► ყველაზე მეტჯერ ბურთი ხერარდ პიკემ ჩაჭრა (16). სხვა ფეხბურთელებიდან 10–ზე მეტი არავის ჰქონია.
► მესიმ ყველაზე მეტჯერ დაარტყა "ბარსელონელთა" რიგებიდან (4 დარტყმა) და აქედან 2 გოლად აქცია. კრიშტიანო რონალდომ კი 7–ჯერ დაარტყა და ვერცერთხელ ვერ აიღო ვიქტორ ვალდესის კარი.
► ვიქტორ ვალდესს და კარლეს პუიოლს არცერთი "კლასიკო" არ წაუგიათ გვარდიოლას ხანაში.
► ვიქტორ ვალდესი ზედიზედ მეშვიდე "კლასიკოა", რაც დაუმარცხებელია.
► წელს შედგა სერხი რობერტოს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე. მან ვილია შეცვალა და 3 წუთი დაჰყო მოედანზე. მან ერთხელ უკვე ითამაშა "ბარსას" მაისურით "სეუტას" წინააღმდეგ სამეფო თასის გათამაშებაში.
► ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მადრიდის "რეალი" აგებს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს ესპანურ გუნდთან "ბერნაბეუზე".
► პინტო, სერხიო რამოსი და პეპე გამოტოვებენ განმეორებით მატჩებს. მოურინიო კი ტრიბუნებიდან ადევნებს მატჩს თვალყურს.
► "კამპ ნოუზე" ყველა ფეხბურთელს მოეხსნება ყვითელი ბარათი და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოტოვებენ ფინალს, თუ მიიღებენ წითელ ბარათს. (ორივე გუნდის ფეხბურთელებზეა საუბარი).