ცოტა ხნის წინ, საფეხბურთო კლუბ "არსენალის" ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა სიახლე ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით...
ლონდონის "არსენალის" კაპიტანი, ფრანცესკ ფაბრეგასი "ჩემპიონთა ლიგის" მერვედ–ფინალური გათამაშების საპასუხო შეხვედრის ჩასატარებლად მზადაა. ეს ინფორმაცია დღეს დილით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმაც დაადასტურა. როგორ უკვე თქვენთვის ცნობილია, მატჩის გასამართად ასევე მზადაა ჯეკ ვილშირი, მაგრამ ლონდონელთა სამწუხაროდ შეხვედრის გამართვას ვერ შეძლებს ალექს სონგი.
"ფაბრეგასი საბოლოო ტესტს დღეს გაივლის", განაცხადა ვენგერმა ორშაბათს დილით გამართულ ბრიფინგზე."90%–ით იგი კატალონიაში გასამგზავრებლად და სათამაშოდ მზადაა. იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა."
ვენგერი ასევე ალექსანდრ სონგისა და ვილშერის საკითხსაც შეეხო: "ალექს სონგი თამაშს ვერ მოახერხებს. მან ორშაბათს ტესტები გაიარა და სამწუხაროდ პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. ვილშირი კი მზად არის. ვინც შაბათს ითამაშა, ხვალისთვის ყველა მზადაა."