ლონდონის ”არსენალის” ნახევარმცველი, სამირ ნასრი ვერაფერს საგანგაშოს ვერ ხედავს, თუ მისი გუნდი დამარცხდება ”კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალურ შეხვედრაში, იტყობინება ”მარკა”.
ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მათ შეხვედრა ელით მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან.
”მარცხს ”ბარსელონასთან” აღვიქვავთ ნორმალურ მოვლენად, ვინაიდან პეპ გვარდიოლას გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა. გასულ წელს ჩვენ შეგვეშინდა, რადგან მათ ითამაშეს ფანტასტიკური და წარმოუდგენელი ფეხბურთი. ისინი მიმდინარე წელსაც ფანტასტიკურად თამაშობენ, თუმცა ჩვენს თავში პოტენციალს ვგრძნობთ. მიუხედავად ამისა, ჩვენს თავს ვეუბნებით, რომ ”ბარსელონასთან” მარცხში არაფერი კატასტროფული არაა.” - განაცხადა სამირ ნასრმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, პირველი მერვედ-ფინალური შეხვედრა ”არსენალსა” და ”ბარსელონას” შორის ლონდონში გაიმართა. აღნიშნულ თამაშში ”მეთოფეებმა” კატალონიელები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს (2:1). საპასუხო შეხვედრა 8 მარტს, ”კამპ ნოუზე” გაიმართება.