ხუთშაბათი, 2024-04-25, 8:23 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » მცველების შოუ "ბერნაბეუზე", ანუ კიდევ ერთი "პორკე" სრულად:
3:53 PM
მცველების შოუ "ბერნაბეუზე", ანუ კიდევ ერთი "პორკე" სრულად:
მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მეშვიდედ ვერ მოახერხა "სანტიაგო ბერნაბეუზე" კატალონიის "ბარსელონას" დამარცხება. ეს "ელ კლასიკოს" ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე ამდენი ხნის მანძილზე არცერთ გუნდს არ ჰქონია საკუთარ კედლებში ამხელა მოუგებელი სერია. გუშინ მსოფლიო კიდევ ერთი შოუს მომსწრე გახდა. უკვე ისე ხდება, თითქოს ეს რაღაც წესჩვეულება იყოსო. ხალხი შეეჩვია "ლურჯ–ბროწეულისფერების" სრულ უპირატესობას და გამარჯვებას "თეთრებზე"...   მატჩი ისე დაიწყო, როგორც უნდა დაწყებულიყო. მასპინძელმა "რეალმა" პირველივე წუთიდანვე შეუტია და ამან შედეგი უკვე მე–12 წუთზე გამოიღო, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ ძალიან სწრაფად გაიქცა მარჯვენა ფლანგიდან, ეს ძალიან კარგად დაინახა კარიმ ბენზემამ და უპასა პორტუგალიელს, მან კი უძლიერესი დარტყმით პინტოს ფეხებს შორის გააძვრინა ბურთი და გახსნა ანგარიში. რთული სათქმელია მოახერხებდა თუ არა ვიქტორ ვალდესი ამ დარტყმულის მოგერიებას კარში რომ მდგარიყო, თუმცა აშკარაა, რომ მადრიდელთა ფორვარდმა მართლაც ძლიერად და ზუსტად დაჰკრა ბურთს ფეხი. ამის შემდეგ დაიწყო ის, რასაც "ბარსაშოუ" ჰქვია. კატალონიელები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და პირველ ნახევარშივე შექმნეს მომენტები. ჯერ ინიესტამ სცადა ახლო კუთხეში კასილასისთვის გოლის გატანა, თუმცა იკერი ბრწყინვალე იყო, ხოლო შემდეგ უკვე ფაბრეგასმა შესანიშნავად ჩაუწოდა საჯარიმოში სანჩესს და ამ უკანასკნელმაც თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარისკენ, თუმცა მადრიდელები ძელმა იხსნა. ამის შემდეგ ვიხილეთ მესის მარცხენა ფლანგიდან გარღვევაც, მაგრამ "ბლანკოსის" ესპანელი გოლკიპერი მის დატყმულსაც გაუმკლავდა. მოგვიანებით კიდევ ერთი შანსი მიეცა ინიესტას: კატალონიელთა კარგი კომბინაციის შემდეგ, ანდრესს მიღებისას ბურთი ცოტა წინ გაუვარდა და დარტყმაც არაზუსტი გამოუვიდა.   ჩავი მთელი პირველი ტაიმის მანძილზე კუთხურს ყოველთვის აწვდიდა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. საბოლოოდ, მეორე ნახევრის უკვე მესამე წუთზე, ერნანდესმა უშედეგობის მიუხედავად სტანდარტული მდგომარეობისას მაინც ჯიქურად კვლავ საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, პიკემ თავი ააცილა, ხოლო პეპე უკვე ემზადებოდა სიტუაციის გასამუხტად, როცა კარლეს პუიოლმა "ფაფარი" გააქნია და შესანიშნავი ნახტომის შემდეგ უშანსოდ დატოვა კასილასი. ანგარიში გათანაბრდა და ამ მომენტში "რეალი" ნამდვილად გატყდა. თითოეულ ფეხბურთელს ეტყობოდა, რომ "ბლაუგრანას" კაპიტნის ამ გოლმა მათ უდიდესი დარტყმა მიაყენა. თითქოს ისინი აირივნენ და აღარ იცოდნენ რა ექნათ (სხვათა შორის, ეს რიკარდო კარვალიომაც აღნიშნა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე).   ანგარიში 1:1 იყო და "ბარსამ" მოგებაზე დაიწყო ფიქრი. ფაბრეგასის კიდევ ერთი ჩინებული გადაცემის შემდეგ კიდევ ერთი შანსი მიეცა ინიესტას და მანაც უძლიერესი დარტყმით გაგზავნა ბურთი მადრიდელთა კარისკენ და აშკარა იყო, რომ კასილასს შანსი არ ჰქონდა ამ ბურთის მოგერიებისა, თუმცა თავგანწირვით ითამაშა სერხიო რამოსმა, რომელიც გადაეღობა დარტყმულს და რიკოშეტის შემდეგ ძელმა იხსნა "რეალი" მეორე გაშვებულ გოლს.   მოურინიოს გაბრაზების და გულშემატკივართა უარყოფითი შეძახილების შემდეგ, სამეფო გუნდის ფეხბურთელები ცოტა გონს მოვიდნენ. მარჯვენა ფლანზე ბრწყინვალედ ითამაშა ალტინტოპმა, მან ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა ინიესტა და საჯარიმოში ძალიან კარგად ჩაჰკიდა ბურთი, ხოლო იქ მყოფი ბენზემას თავური დარტყმის შემდეგ ბურთი "ლურჯ–ბროწეულისფერთა" კარის ძელს მოხვდა. არავინ იცის როგორ წარიმართებოდა მატჩი ფრანგ თავდამსხმელს ეს მომენტი რომ გამოეყენებინა...   "ბარსა" კვლავ დაეუფლა უპირატესობას და პეპეს ისღა დარჩენოდა ჩვეული ხერხებისთვის მიემართა. როდესაც კალეხონმა მესი წააქცია, პეპე მჯდომიარე არგენტინელთან მივიდა და ხელზე ფეხი დააბიჯა. განმეორებაზე ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ პორტუგალიელმა ეს განზრახ გააკეთა. როგორც გაირკვა, ამ მომენტს აუცილებლად განიხილავენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში და შესაძლოა მადრიდელთა მცველი დასაჯონ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ვერ ითამაშებს საპასუხო შეხვედრაში "კამპ ნოუზე".   სამ გზის "ოქროს ბურთის" მფლობელი ლეო მაინც და მაინც არ ჩანდა მთელი მატჩის მანძილზე, თუმცა შეიძლება ითქვას მან თავისი სიტყვა თქვა და უდიდესი როლი ითამაშა "ბარსასთვის" გამარჯვების გოლის გატანაში. არგენტინელმა ჯადოქარმა დაინახა მარცხენა ფლანგზე მარტოდ მარტო დარჩენილი ერიკ აბიდალი და ჩინებულად გადაუგდო ბურთი, ხოლო იკერთან ერთი–ერთზე დარჩენილმა ფრანგმა მცველმა მარცხენა ფეხით შეარხია მასპინძელთა კარის ბადე და საბოლოოდ "დაცხრილა" "ბერნაბეუზე" შეკრებილი მადრიდული პუბლიკა. ამის შემდეგ საბოლოოდ უმტყუნათ ნერვებმა "თეთრებს" და ჯერ იყო და კოენტრაომ ჩაარტყა მესის თავში, ხოლო შემდეგ ბოლო წუთებზე თითქმის ყველა ფეხბურთელმა "ჩეხვა" დაიწყო. საბოლოოდ, მსაჯმა წითელი ბარათის ჩვენების გარეშე მისცა საფინალო სასტვენი. "მერენგეები" კვლავ ცხვირ ჩამოშვებულები და ნაღვლიანები მიდიოდნენ სახლებში, ამის მიზეზი კი ტაბლოზე ეწერა–1:2.   ...და მაინც "პორკე"? რატომ ვერ ახერხებს "რეალი" "ბარსას" დამარცხებას? რაშია კატალონიელთა საიდუმლო? სწორედ ამის ამოხსნას ცდილობს ჟოზე მოურინიო გუნდში მოსვლის შემდეგ და თითქოს ყველას ეგონა, რომ მან ეს პასუხი ესპანეთის თასის ფინალში გამარჯვებისას იპოვა, მაგრამ ამაოდ. სცენარი კვლავ იგივეა: საბოლოოდ მაინც კატალონიაში ზეიმობენ. რაც შეეხება მადრიდელთა 5 ქულიან ჰანდიკაპს პრიმერა დივიზიონში, "ლურჯ–ბროწეულისფერთათვის" რთული იქნება დაწევა, რადგან "ბლანკოსი" შეეცდება ქულაც კი არ დაკარგოს და ყველა დარჩენილი თამაში მოიგოს, ხოლო "კამპ ნოუზე" რა მოხდება, ეს უკვე ბევრმა წინასწარ იცის. და მაინც, თუ სამეფო გუნდი გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ნუთუ "გემრიელი" იქნება ისეთი თასის აღმართვა, რომლისთვის ბრძოლაშიც მთავარმა კონკურენტმა ორივე მატჩი მოგიგო? რა თქმა უნდა ჩემპიონობა ძალიან კარგი გრძნობაა, მაგრამ ეს მაინც არ იქნება სრულყოფილი...   რაც შეეხება სეუ ჟოზეს, მან მხოლოდ ერთი მატჩი მოუგო "ბარსას", როგორც "რეალის" თავკაცმა. იგი ნელ–ნელა კარგავს ქომაგებს და მისი უკვე ბევრს აღარ სწამს. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ კატალონიაში მზეა, ხოლო მადრიდში კვლავ წვიმს...


ნანახია: 782 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz