შაბათი, 2024-04-20, 2:21 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 29 » ''მილანი'' 2-0 ''ვიქტორია''
9:41 AM
''მილანი'' 2-0 ''ვიქტორია''
რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც ''მილანმა''საკუთარ მოედანზე პლზენის ''ვიქტორიას'' უმასპინძლა და 2-0 ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის პირველ ნახევარში საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მათი გამოყენება მათ ვერ შეძლეს. საბოლოოს პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. შეხვედრის 53-წ წუთზე ''პლზენის'' ერთ-ერთმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის შედეგადაც მსაჯმა პენალტი განიშნა, რომლის შედეგადაც იბრაჰიმოვიჩის დარტყმული ბურთი და მეკარე ჩეხი სხვადასხვა კუთხეებში აღმოჩნდნენ და ანგარიში''როსონერის'' სასარგებლოდ გაიხსნა, 1-0. 13 წუთში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შორეული გადაცემის შემდეგ ბურთი ლამაზად გააჩერა და პასი ანტონიო კასანოზე გააკეთა, რომელიც მეკარე ჩეხთან პირისპირ დარჩა და ბურთი ზუსტად კარში გაგზავნა, რითაც მილანელთა უპირატესობა ორი ბურთით გაზარდა. 68-ე წუთზე ''პლზენის'' რიგებში პირველი ცვლილება განხორციელდა, ბაკოში ჟურიშმა შეცვალა, ხოლო 2 წუთში ცვლილების განხორციელება ალეგრიმაც გადაწყვიტა და კლარენს ზეედორფის ნაცვლად მოედანზე ალბერტო აკვილანი გამოვიდა. მილანელი ტიფოზები ზეედორფს აპლოდისმენტების თანხლებით აცილებდნენ. ცვლილებები ორივე გუნდის თავკაცებმა 76 და 78 წუთებზეც განახორციელეს. ''ვიქტორიას'' რიგებიდან მოედანი პილარმა დატოვა, რომელიც ფილომ შეცვალა, ხოლო ორ წუთში ''მილანის'' შემადგენლობაში ანტონინის ადგილი ტაიე ტაივომ დაიკავა. 87-ე წუთზე იგნაციო აბატე ახალგაზრდა მეტია დე შილიომ შეცვალა, ეს მატჩი მისთვის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გახდა. დამატებითი დროის პირველ წუთზე კი ბოლო ცვლილება სტუმრებმაც განახორციელეს და დანიელე კოლარჟის ნაცვლად მოედანზე ვლადიმირ დარიდა გამოვიდა. საბოლოოდ შეხვედრა ''მილანის'' გამარჯვებით, ანგარიშჳთ 2-0 დასრულდა და მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჯგუფში კატალონიის ''ბარსელონას'' მსგავსად 4 ქულა დააგროვა, რომელმაც თავის მხვრივ სტუმრად ბორისოვის ''ბატეს'' გამანადგურებელი ანგარიშით, 0-5 სძლია.

''მილანი'' 2-0 ''ვიქტორია'' პლზენი

გოლები: იბრაჰიმოვიჩი 53 (პ) (1-0), კასანო 66 (2-0).

''მილანი'': აბიატი, აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი (ტაივო 78), ნოჩერინო, ვან ბომელი, ზეედორფი (აკვილანი 70), ემანუელსონი, კასანო, იბრაჰიმოვიჩი.

''ვიქტორია'' პლზენი: ჩეხი, რაიტორალი, ჩისოვსკი, ბისტრონი, ლიმბერსკი, პილარი (ფილო 76), ირაჩეკი, ხორვატი, კოლარჟი, პეტრჟელა, ბაკოში (ჟურიში 68).

გაფრთხილებები: ჩისოვსკი 25, პეტრჟელა 43, ხორვატი 45, ჩეხი 55.

სტადიონი: სან-სირო

მთავარი არბიტრი: ფლორიან მაიერი
 
ნანახია: 915 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz