"მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი – ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ვარჯიში განაახლა გუნდის დაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა, რიო ფერდინანდმა, რომელსაც "ჩელსისთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩში, ძირითად შემადგენლობაში ელიან. 32 წლის ფეხბურთელმა, ტრავმა 5 თებერვალს მიიღო და მის სრულად გამოჯანმრთელებას ზუსტად 2 თვე დასჭირდა. ივარაუდება, რომ ხვალ, "ჩელსისთან” გასამართ მატჩს, "მანჩესტერელთა” მე-5 ნომერი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. დღევანდელ ვარჯიშში, მონაწილეობა მიიღო მანჩესტერელთა კიდევ ერთმა მცველმა, ბრაზილიელმა ფაბიომ, რომელიც "მარსელთან” გამართული მატჩის შემდეგ იყო ტრავმირებული. მკურნალობას განაგრძობენ დარენ ფლეტჩერი, ჯონ ო’ში და უესლი ბრაუნი. გუნდის ვარჯიშს, თვალს შორიდან ადევნებდა უეინ რუნიც.
|