სამშაბათი, 2024-04-23, 9:17 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2012 » იანვარი » 28 » ლევან ყენიამ "შალკესთან" ერთად დაიწყო: "საოცარი გრძნობაა!"
9:00 PM
ლევან ყენიამ "შალკესთან" ერთად დაიწყო: "საოცარი გრძნობაა!"
სასიხარულო ამბავია ქართველი გულშემატკივრებისთვის – როგორც იქნა, ლევან ყენიამ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. მართალია, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი პარტნიორებივით ჯერ არ იტვირთება და მეტწილად ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, მაგრამ რამდენიმე დღეში წვრთნას უკვე ინტენსიურად დაიწყებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ყენიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა. მას შემდეგ, რაც კოჭზე მესამე ოპერაცია გაიკეთა, ლევანის რეაბილიტაციის პერიოდი დიდხანს გაგრძელდა და ბოლო პერიოდში ყენია გუნდისგან ცალკე, სხვა მოედანზე ვარჯიშობდა. ახლა კი, ქართველი "შალკეს" მწვრთნელ ჰუბ სტევენსის გვერდითაა.
"ეს საოცარი გრძნობაა. მართალია, ჯერ ცალკე ვვარჯიშობ, მაგრამ გუნდთან ერთად ვარ მოედანზე. იმედია, სრული დატვირთვით ვარჯიშს მალე დავიწყებ", – მოჰყავს ყენიას სიტყვები "შალკეს" ოფიციალურ საიტს.
მოკლედ, რამდენიმე დღეში - უკვე ინტენსიური ვარჯიშები...
შეხსენებისთვის, ლევანმა ბოლოს 2009 წლის 25 ოქტომბერს ითამაშა. კოჭმა ძალიან გააწვალა ნიჭიერი ქართველი, ვისაც სამჯერ მოუხდა ოპერაციის გაკეთება. შარშან იანვარში ყენიამ "შალკესთან" ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ რამდენიმე დღეში კოჭმა ისევ უმტყუნა – ნაადრევად დააწყებინეს და იმიტომ... ახლა კი, ასე აღარაა, ლევანმა ყველა საჭირო პროცედურა გაიარა.
ნანახია: 832 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz