"ბარსელონამ" ტრიპლეტის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა, მაგრამ დაკარგული ჯერ – ჯერობით არაფერია, რადგანაც "ბარსელონას" აქვს შანსი მოიგოს 2 ტურნირი "ლა ლიგა" და "ჩემპიონთა ლიგა".
რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, "ბარსელონა" "რეალს" 8 ქულით უსწრებს 6 ტურით ადრე, "რეალს" გაცილებით უფრო რთული მეტოქეები ყავს, განსხვავებით კატალონიური კლუბისაგან, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსელონას" ფაქტობრივად აქვს მოგებული "ლა ლიგა".
რაც შეეხება "ჩემპიონთა ლიგას", ამ ტუნირზე "ბარსელონა" 1/2 ფინალშია გასული და მეტოქე "რეალი" ჰყავს, აქ უკვე ყველაფერი სხვაგვარადაა. იქნება ორი განსხვავებული შეხვედრა, ორი განსხვავებული სტადიონი, განსხვავებული ატმოსფერო და გარემოება, ასე, რომ წინასწარ პროგნოზირება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით კი "კლასიკოსი". მაგრამ აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდი იბრძვის ორ ფრონტზე და ჯერ – ჯერობით საკმაოდ წარმატებულადაც.