ხუთშაბათი, 2024-04-25, 12:06 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » ხორვატია და ირლანდია ცალი ფეხით ევრო 2012-ზე არიან
12:55 PM
ხორვატია და ირლანდია ცალი ფეხით ევრო 2012-ზე არიან

11 ნოემბერს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის მატჩები გაიმართა. ბოსნიამ საკუთარ კედლებში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ, ტაბლოზე უგოლო ფრე დაფიქსირდა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელები ხან კარის ჩარჩოში ვერ ახვედრებდნენ ბურთს, ხანაც მეკარეები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. ყველაზე რეალური საგოლე შანსი კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მისი ცაციათი მოქნეული კარს ასცდა. მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი პორტუგალიაში გადაწყდება.

ჩერნოგორია ჩეხეთს ეწვია, მაგრამ შინ დამარცხებული დაბრუნდა. მიხალ ბილეკის შეგირდებს მასპინძლის სტატუსი ფავორიტის სტატუსსაც ანიჭებდა. გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ჩეხები უფრო ზუსტად მოქმედებდნენ. მასპინძლებმა ანგარიში მეორე ტაიმში, პილარის გოლით გახსნეს. ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და მეკარე უშანსოდ დატოვა. მატჩის მიწურულს სივოკმა როსიცკის ჩაწოდებულ საჯარიმოს თავი დაუხვედრა და საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.

შემდეგ ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდა ხორვატიის ნაკრებმა, რომელმაც თურქეთის ეროვნული გუნდი მისსავე კედლებში დიდი უპირატესობით - 3:0 დაამარცხა. სტუმრებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს. მარცხენა ფლანგზე ჩორლუკას აქტიურობას საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა მოჰყვა. სიტუაციაში კარგად გაერკვა ივიცა ოლიჩი და თავისი გუნდი დააწინაურა. ხორვატთა უპირატესობა 2-მდე მარიო მანჯუკიჩმა გაზარდა. გერმანული "ვოლფსბურგის” მთავარმა მეგოლემ დარიო სრნას ჩაწოდებულ ბურთს თავი დაახვედრა და კარის ბადეში გადაგზავნა. მალე სრნამ მეორე საგოლე პასიც მიითვალა - ამჯერად თავური დარტყმით თავი ჩორლუკამ გამოიჩინა.

სასწაული უნდა მოხდეს, რომ ირლანდიის ნაკრები უკრაინა-პოლონეთის მინდვრებზე ვერ ვიხილოთ... ჯოვანი ტრაპატონის შეგირდები ესტონელებს ეწვივნენ და 4:0 გაანადგურეს. მასპინძლებს მთავარმა არბიტრმა 2 ფეხბურთელი გაუძევა და სტუმრებმაც გაილაღეს. ენდრიუსისა და უოლტერსის გოლებს, მატჩის მიწურულს გუნდის კაპიტნის, რობი კინის დუბლი მოჰყვა, რითაც, დიდი ალბათობით, ირლანდიის ნაკრებს ევრო 2012-ის საგზური მოუტანა.

 

ზენიცა. "ბელინო პოლე”.

ბოსნია - პორტუგალია 0:0 (0:0)

ბოსნია: ბეგოვიჩი, სპაჰიჩი, იაჰიჩი, ზაჰიროვიჩი, რაჰიმიჩი, პიანიჩი, ლულიჩი, მედუნიანინი (მალეტიჩი 68), მისიმოვიჩი (იბრიჩიჩი 87), სალიჰოვიჩი (იბიშევიჩი 68), ჯეკო.

მწვრთნელი: საფეტ სუშიჩი

პორტუგალია: პატრისიუ, ალვეში, პეპე, კოენტრაუ, პერეირა, ველოზუ, მოუტინიუ, მეირელეში (მიქაელი 82), ნანი, რონალდუ, პოშტიგა (ალმეიდა 65).

მწვრთნელი: პაულუ ბენტუ

გაფრთხილებები: სალიჰოვიჩი (18), იაჰიჩი (42), მალეტიჩი (88) - პოშტიგა (42)

კარში დარტყმა: 4 (1) – 12 (6) ჯარიმა: 15 - 17 კუთხური: 4 - 9 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 9 - 3

 

პრაღა. "ჯენერალ არენა ლეტნა”.

ჩეხეთი - ჩერნოგორია 2:0 (0:0)

ჩეხეთი: ჩეხი, სელასი, კადლეცი, სივოკი, როსიცკი, პუდილი, პლაშილი, პილარი (კოლარჟი 90), ირაჩეკი, პეკჰარტი (ლაფატა 90), რეზეკი (პოსპეხი 81)

მწვრთნელი: მიხალ ბილეკი

ჩერნოგორია: ბოჟოვიჩი, პავიჩევიჩი, იოვანოვიჩი, სავიჩი, ვუკჩევიჩი (დელიბაშიჩი 88), პეკოვიჩი (ევეროტიჩი 80), დრინჩიჩი, იოვეტიჩი, ვუჩინიჩი, დამიანოვიჩი (ბოჟოვიჩი 61)

მწვრთნელი: ბრანკო ბრნოვიჩი

გოლები: 1:0 პილარი (63), 2:0 სივოკი (90)

გაფრთხილებები: პილარი (45), რეზეკი (64) - პავიჩევიჩი (15), ჯუდოვიჩი (35), იოვანოვიჩი (68), პეკოვიჩი (78)

კარში დარტყმა: 12 (5) – 7 (3) ჯარიმა: 20 - 27 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა:  52% - 48% სეივი: 3 - 3

 

სტამბული. "თურქ ტელეკომი”.

თურქეთი - ხორვატია 0:3 (0:2)

თურქეთი: დემირელი, ბალთა, კორკმაზი, გენიული (ტიორე 46), ალთინთოფი, ინანი (თოფალი 69), ბელოზოღლუ, თურანი, სარიოღლუ, ილმაზი (ბულუთი 81), კაჩარი.

მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

ხორვატია: პლეტიკოშა, შემუნიჩი, ჩორლუკა, ვაიდენფელერი, ვიდა, რაკიტიჩი (პრანიჩი 83), მოდრიჩი, სრნა, დუიმოვიჩი, მანჯუკიჩი (ედუარდო 90), ოლიჩი (ელავიჩი 85)

მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1 ოლიჩი (2), 0:2 მანჯუკიჩი (32), 0:3 ჩორლუკა (51)

გაფრთხილებები: ბალთა (63), ბელოზოღლუ (66), სამიოღლუ (71), თურანი (86) - ჩორლუკა (34), დუიმოვიჩი (41), ოლიჩი (69)

კარში დარტყმა: 3 (1) – 12 (8) ჯარიმა: 25 - 14 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 5 - 7

 

ტალინი. "ლე კოკ არენა”.

ესტონეთი - ირლანდია 0:4 (0:1)

ესტონეთი: პარეიკო, პიროია, იაგერი, სტეპანოვი, დმიტრიევი, ვუნკი (ლინდპერე 61), ვასილიევი, კლავანი, კინკი (პურიე 69), აჰიუპერა (ვოსკობოინიკოვი 55)

მწვრთნელი: ტარმო რიუიტლი

ირლანდია: გივენი, კელი, დანი, ლეჯერი, ვორდი, უილანი (ფეჰი 79), მაკგიდი, ენდრიუსი, დაფი (ჰანტი 73), უოლტერსი (ქოქსი 81), კინი.

მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი

გოლები: 0:1 ენდრიუსი (13), 0:2 უოლტერსი (67), 0:3 კინი (71), 0:4 კინი (88პ.)

გაფრთხილებები: სტეპანოვი (17), აჰიუპერა (41), პიროია (70), პარეიკო (88)

გაძევებები: სტეპანოვი (34), პიროია (76)

კარში დარტყმა: 10 (3) – 16 (10) ჯარიმა: 14 - 11 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა:45% - 55% სეივი: 6 – 3

ნანახია: 974 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz