ინგლისის ”ტოტენჰემის” ფორვარდმა, პიტერ კრაუჩმა შეაფასა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავისი გუნდის გასვლის შანსები. შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში ”ტოტენჰემმა” გათამაშებას გამოთიშა იტალიური ”მილანი”.
”შესანიშნავი გრძნობაა. მოხარული ვარ, რომ ”მილანი” დავამარცხეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. რიგ შემთხვევებში დაცვაში თამაში გვიწევდა, თუმცა ორი მატჩის გამჯში მეოთხედ-ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.”
”მილანი” ერთ-ერთი ფავორიტი იყო იმ ძლიერი მხარეებისა და გამოცდილები გამო, რომელიც მათ აქვთ. ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება, თუმცა გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად თამაში შეუძლიათ”
”რაც შეეხება ”ტოტენჰემის” ფინალში გასვლის შანსებს... იცით რა? ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ”ბარსა” არ შეგვხდება.”