ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, მადრიდის "რეალის” კარში ორი გოლის გამტანმა ლიონელ მესიმ, "სანტიაგო ბერნაბეუზე” ტრავმა მიიღო და პირველადი ინფორმაციით, განმეორებით შეხვედრაში მისი თამაში საეჭვოა. მადრიდული Marca-ს ცნობით, მესის კუნთი აქვს დაზიანებული და ლა ლიგის მომდევნო ტურში, "სოსიედადთან” გასამართ შეხვედრაში მისი თამაში გამორიცხულია. ჯერ კიდევ არაა გარკვეული, ითამაშებს თუ არა მესი "რეალთან”, ნახევარფინალის განმეორებით მატჩში. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები, მესის ტრავმასთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. ცნობილი გახდა, რომ დეტალური გამოკვლევის შედეგები ცნობილი ხვალ გახდება და გაირკვევა, რამდენად სერიოზულია არგენტინელი.
|