შაბათი, 2024-04-27, 7:51 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 16 » ეტოომ ლიგას ჩემპიონი შეუნარჩუნა
8:06 PM
ეტოომ ლიგას ჩემპიონი შეუნარჩუნა

ძნელი სათქმელია, რა ანგარიშით დასრულდებოდა გუშინ, "ბაიერნსა” და "ინტერს” შორის გამართული შეხვედრა, მილანელთა რიგებში სამუელ ეტოო რომ არ თამაშობდეს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კამერუნელის გარეშე, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, მიმდინარე გათამაშებიდან უკვე გამოთიშული იქნებოდა. "ალიანს არენაზე” გამართულ შეხვედრაში, ეტოომ ერთხელ თავად გაიტანა და ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. სულ, მიმდინარე გათამაშებაში, "ინტერს” 15 გოლი აქვს გატანილი. აქედან 13 გოლი კამერუნელის უშუალო მონაწილეობით გავიდა. 8-ჯერ მან თავად გაიტანა, 5-ჯერ კი, იგი შედეგიან გადაცემას დასჯერდა.
მიუნხენში გამართულ შეხვედრაში, ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, როდესაც პანდევის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ეტოომ, კრაფტს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა. უნდა აღინიშნოს, რომ გადაცემის მომენტში, კამერუნელი თავდამსხმელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მსაჯების სერიოზული შეცდომები თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და გამონაკლისი არც გუშინდელი მატჩი ყოფილა.
ორმატჩიან დაპირისპირებაში წინ გასვლა "ბაიერნმა” დაახლოებით 15 წუთში მოახერხა. 21-ე წუთზე, ბევრს გაახსენდებოდა პირველ შეხვედრაში გატანილი გოლი. როგორც მილანში, ამჯერადაც შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე რობენმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, სეზარმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და გომესს გატანის საშუალება მისცა. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად, გერმანელმა ბევრად ლამაზი გოლი გაიტანა. წინგამოსულ სეზარს გომესმა ისე გადაუგდო ბურთი თავზე, რომ იგი კარს ვერც ხედავდა.
გავიდა ზუსტად 10 წუთი და მიუნხენელებმა კვლავ მეტოქის დახმარებით გაიტანეს გოლი. უკვე შეტევის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე რობენი, საჯარიმოს ხაზთან მდგომ გომესს უკეთებდა გადაცემას. ჰოლანდიელის პასი რომ ადრესატამდე მისულიყო, გერმანელ თავდამსხმელს ბურთის ბრძოლაში მიღება მოუწევდა, მაგრამ ბურთს მიმართულება მოტამ შეუცვალა, რის შემდეგაც, მეკარესთან პირისპირ მიულერი გავიდა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ძალიან კარგი დარტყმით, "ბაიერნის” უპირატესობა სოლიდური გახადა.
მიულერის გოლის შემდეგ, მილანელები თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ 2 უპასუხო გოლის გატანა სჭირდებოდათ იმ მატჩში, რომელშიც თვალსაჩინო უპირატესობას მეტოქე ფლობდა. მიუნხენელებმა არაერთი სახიფათო იერიში განახორციელეს და ვან გაალის შეგირდებს კიდევ მართებდათ გატანა, მაგრამ სეზარს მეტი გოლი აღარ გაუშვია, მისმა თანაგუნდელებმა კი, საჭირო რაოდენობის ზუსტი დარტყმა განახორციელეს. 63-ე წუთზე, "ბაიერნის” საჯარიმოს მარჯვენა კუთხესთან მყოფმა ეტოომ სნეიდერს უპასა, ამ უკანასკნელმა კი ზუსტი დარტყმით, ბურთი მეკარისგან შორეულ ქვედა კუთხეში მოათავსა. 88-ე წუთზე, "ინტერის” კამერუნელმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში თავად მოიპოვა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში შეჭრილ პანდევს, პირველი გოლის ასისტენტობის გამო, "ვალი დაუბრუნა”. მაკედონიელმა კრაფტს აუღებელი დაურტყა, რის შედეგადაც, ლიგის ჩემპიონმა ასპარეზობა განაგრძო.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (1992 წლიდან) მეორედ მოხდა, როდესაც გუნდმა პლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში დათმო, მაგრამ ორრაუნდიანი დაპირისპირება მაინც მოიგო.

მოსალოდნელზე დრამატულად წარიმართა დღის მეორე მატჩი. პირველ შეხვედრაში, საფრანგეთში დაფიქსირებული ფრე, "მანჩესტერს” მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ "წითელ ეშმაკებს” მნიშვნელოვან უპირატესობას მაინც სძენდა. გუშინდელ შეხვედრაში, ბევრისთვის მოულოდნელად, ბერბატოვის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში, ფერგიუსონმა ხავიერ ერნანდესი დააყენა და როგორც გაირკვა, შოტლანდიელი სპეციალისტი არც შემცდარა. "მანჩესტერის” მე-14 ნომერმა 2 გოლი გაიტანა და თამაშის გმირადაც სწორედ ის იქცა.
ახალგაზრდა მექსიკელმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, გიგზმა საჯარიმოში მყოფი რუნი მონახა, ინგლისელმა თავდამსხმელმა კი კარის გასწვრივ გააკეთა გადაცემა და ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო დარჩენილ ერნანდესს გაატანინა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება მალევე შეეძლოთ, მაგრამ ვან დერ სართან ფაქტობრივად ერთი-ერთზე დარჩენილმა ჟინიაკმა ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. გასაკვირია, მაგრამ ტაიმის დარჩენილ ნაწილში, სახიფათო მომენტებს უფრო ხშირად სტუმრები ქმნიდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში, ცუდად გამოიყურებოდა მანჩესტერელთა დაცვა. განსაკუთრებით, ეს ვეს ბრაუნზე ითქმის.
მეორე ტაიმის დასაწყისში, "მანჩესტერი” მეტოქის საჯარიმოს დიდი ძალებით მიაწყდა და მანდანდას კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ ფრანგებმა მეტოქის შეტევების ამ ტალღას გაუძლეს და ნელ-ნელა თავადაც დაიწყეს გოლის გატანაზე ფიქრი. იმ დროს, როდესაც "მარსელი” "მანჩესტერის” კარს უფრო და უფრო ხშირად უტევდა, ინგლისელებმა მეორე გოლიც გაიტანეს და როგორც შემდგომში გაირკვა, გადაწყვიტეს კიდეც 1/4-ფინალისტის ბედი. 75-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე ძალიან კარგად ითამაშა ვალენსიამ, რომელმაც ბურთი გიგზს დაუტოვა. ვეტერანმა უელსელმა, კარის გასწვრივ გადაცემით, ერნანდესს შეხვედრაში მე-2 გოლი გაატანინა.
მიუხედავად იმისა, რომ "მარსელს” 2 გოლის გატანა სჭირდებოდა, ფრანგები არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. 82-ე წუთზე, სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, რის შემდეგაც, მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ცუდად მოთამაშე ბრაუნმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მართალია, დეშამის შეგირდებმა მე-2 გოლის გატანაც სცადეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.
"მარსელის” ძლევით, ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი მოიგო, ხოლო "მანჩესტერმა”, ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში, ასევე მეასედ იმარჯვა.

 

ბაიერნი - ინტერი 2-3 (2-1)
ბაიერნი: კრაფტი, ბრენო (კროოსი 90), ვან ბუიტენი (ბადშტუბერი 70), ლამი, პრანიჩი, გუსტავო, შვაინშტაიგერი, მიულერი, რობენი (ალტინტოპი 68), რიბერი, გომესი.
ინტერი: ჟულიო სეზარი, რანოკია, მოტა, ლუსიო, კივუ (ნაგატომო 87), მაიკონი, კამბიასო, სნეიდერი, სტანკოვიჩი (კოუტინიო 51), ეტოო, პანდევი (ხარჯა 90).
გოლები: 0-1 ეტოო (4), 1-1 გომესი (21), 2-1 მიულერი (31), 2-2 სნეიდერი (63), 2-3 პანდევი (88)
გაფრთხილება: გუსტავო (38), ბრენო (57) ლუსიო (59), პანდევი (89), ხარჯა (90), მოტა (90+4)
დაწყება: ბაიერნი, I კუთხური: ბაიერნი, I აუტი: ბაიერნი,კ-ში დარტყმა: (9-3), კ-კენ დარტყმა: (3-6),ჯარიმა: (17-19), კუთხური: (7-3), ყვითელი: (2-4), თამაშგარე: (3-1), ბურთის ფლობა: (48%-52%).



მანჩესტერი - მარსელი 2-1 (1-0)
მანჩესტერი:
 ვან დერ სარი, ევრა, ბრაუნი, გიგზი, სმოლინგი, ერნანდესი, ოში (რაფაელი 37, ფაბიო 70), კერიკი, სქოულზი, ნანი (ვალენსია 62), რუნი.   
მარსელი: მანდანდა, ტაივო, მბია (აიევი 80), დიავარა, ჰაინცე, ფანი, შეირუ, ჟენასი (ვალბუენა 69), ლუჩო გონსალესი, ანდრე, რემი.
გოლები: 1-0, 2-0 ერნანდესი (5, 75), 2-1 ბრაუნი (82 საკ.კარში)
გაფრთხილება: ერნანდესი (20), ვალბუენა (72), რემი (90)
დაწყება: მარსელი, I კუთხური: მანჩესტერი, I აუტი: მარსელი, კ-ში დარტყმა: (8-3), კ-კენ დარტყმა: (2-7),ჯარიმა: (12-15), კუთხური: (6-6), ყვითელი: (1-2), თამაშგარე: (4-2), ბურთის ფლობა: (57%-43%).

ნანახია: 1169 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz