სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ბრწყინვალე თამაშისა და მიმდინარე სეზონში მაღალ დონეზე ასპარეზობის გამო, ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა "ნაპოლის” შემტევი ესეკიელ ლავესი მარადონას შეადარა. ამის შესახებ კომენტარი თავად ლავესიმ "ჩელსისთან” მატჩის შემდეგ გააკეტა. "ნუ მიწოდებთ მარადონას, მე ის არ ვარ. დიეგო უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მასთან შედარება არ მსურს. მე ლავესი ვარ. რაც შეეხება "ჩელსისთან” შეხვედრას, მატჩი ნამდვილად საინტერესო გამოდგა. გაშვებული გოლის შემდეგ, საკუთარი ძალების რწმენა აღვიდგინეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. მთავარი ბრძოლა ლონდონში გველის”, – განუცხადა არგენტინელმა შემტევმა Sky Sport Italia-ს. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა” და "ჩელსის” შეხვედრა იტალიელებმა 3:1 მოიგეს. საპასუხო მატჩი ორი კვირის შემდეგ, ლონდონში გაიმართება.
|