პარასკევი, 2024-04-26, 7:34 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » აპრილი » 18 » “დორტმუნდი” თითქმის ჩემპიონია, “ბაიერნი” - ჩემპიონთა ლიგის მონაწილე
0:13 AM
“დორტმუნდი” თითქმის ჩემპიონია, “ბაიერნი” - ჩემპიონთა ლიგის მონაწილე

დორტმუნდის "ბორუსიამ" ბოძებული შანსით ისარგებლა, ბუნდესლიგის XXX ტურში "ფრაიბურგს” იოლად გაუსწორდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული პრაქტიკულად გაიფორმა. თავად იურგენ კლოპის შეგირდების თამაშის შედეგს იმხელა მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენიც მისი მდევარი "ლევერკუზენისა”, ჰოდა დამარცხდნენ ისინი მიუნხენის "ბაიერნთან”, მოიგო "დორტმუნდმა” და ახლა ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, სხვაობა რვა ქულამდე გაიზარდა.
"სინალ იდუნა პარკზე” გამართულ შეხვედრას "ფრაიბურგისთვისაც” დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, მაგრამ ბრწყინვალედ მოთამაშე "დორტმუნდს” ვერაფერი დაუპირისპირა. მასპინძლებმა ჩვეულ სტილში, შემტევი ფეხბურთი აჩვენეს და ცხადი იყო, რომ გოლის გატანა დროის ამბავი იყო. ეს დრო 23-ე წუთზე დადგა, როდესაც მანამდე ბრწყინვალედ მობურთალმა გეტცემ შმელცერის გადაცემით ისარგებლა. მალე გეტცემ ლევანდოვსკის და საჰინს იდეალური საგოლე სიტუაცია შეუქმნა, მაგრამ მათ ერთმანეთს შეუშალეს. ტაიმის მიწურულს მეორე გოლი მაინც გავიდა, ტოპრაკმა ჰუმელსის ჩაწოდებული ხეირიანად ვერ მოიგერია, ლევანდოვსკის მეკარის პირისპირ გავიდა და მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. "დორტმუნდმა” კიდევ არაერთი საგოლე სიტუაცია შექმნა, მაგრამ გოლი ერთხელღა გაიტანა და საბოლოოდ 3:0 იმარჯვა.
მიუნხენის "ბაიერნმა” თავისი მომავალი მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის "ლევერკუზენი” გაანადგურა და მას ჩემპიონობის შანსი მოუსპო, თავად კი საგაისოდ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი დაიბრუნა. თითქოს ვან გაალის გაგდებას ელოდნენო და მიუნხენელი ისე ათამაშდნენ, სტუმრებს გადარჩენის შანსიც რომ არ ჰქონდათ. გოლი დებიუტშივე გავიდა, შვაინშტაიგერმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შორეულ ძელთან გადაგზავნა სცადა, მაგრამ ის როლფესს მოხვდა და მოულოდნელად კარში აღმოჩნდა. მეორე გოლი უკვე ვიდალის შეცდომას მოყვა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში შეცდომით მიულერი მოძებნა, მანაც გომესს გადაცემა არ დაუგვიანა და უპირატესობა ორამდე გაიზარდა. შესვენებამდე მიულერმა გომესს საგოლედ კიდევ ერთხელ უპასა, პირველ ნახევარზე დამატებულ წუთებში კი, გომესმა ჰეთ თრიკი მიითვალა. მეორე ნახევარში "ლევერკუზენმა” ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ რიბერიმ თანაგუნდელთა უპირატესობა კვლავ ოთხ ბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.  

17 აპრილი
მიუნხენი. "ალიანს არენა”. 69000
ბაიერნი - ლევერკუზენი 5:1 (4:0)
ბაიერნი:
 ბუტი, დიასი, ვან ბუიტენი (ბრენო 84), პრანჯიჩი (კონტენტო 15), ლამი, შვაინშტაიგერი (ოტლი 80), ტიმოშჩუკი, რიბერი, მიულერი, გომესი, კლოზე.
მწვრთნელი: ანდრიას იონკერი
ლევერკუზენი: ადლერი, რეინარტცი, შვააბი, კასტრო (ბენდერი 46), ბალიჩი, როლფესი, ვიდალი (კადლეცი 80), აუგუსტო (კისლინგი 56), სემი, ბალაკი, დერდიოკი.
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
გოლები: 1:0 როლფესი (7 ა.გ.). 2:0 გომესი (28), 3:0 გომესი (44), 4:0 გომესი (45+1), 4:1 დერდიოკი (62), 5:1 რიბერი (75)
გაფრთხილებები: ტიმოშჩუკი (54) - ვიდალი (77)
მსაჯი: მანუელ გრაფე
ბურთის ფლობა: (39%-61%), დარტყმა: 5 (4)-7 (3), კუთხური: (3-2), თამაშგარე: (2-2), სეივი: (2-0), ჯარიმა:(15-12).

დორტმუნდი. "სინალ იდუნა პარკი”. 80720
დორტმუნდი - ფრაიბურგი 3:0 (2:0)
დორტმუნდი:
 ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, პიშჩეკი, საჰინი (და სილვა 28), ბენდერი, გროსკროიტცი (ფულნერი 85), ბლაშჟიკოვსკი, ლევანდოვსკი, გეტცე (დედე 82).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ფრაიბურგი: ბაუმანი, ტოპრაკი, ბერტი, ბუშერი, მუიჯა, პუცილო (იაგერი 78), მაკიადი, შუსტერი (ნიკუ 79), იენდრისეკი (რეისინგერი 60), კალიგიური, სისე.
მწვრთნელი: რობინ დუტი
გოლები: 1:0 გეტცე (23), 2:0 ლევანდოვსკი (43), 3:0 გროსკროიტცი (78)
გაფრთხილებები: ჰუმელსი (28) - კალიგიური (26), ბერტი (57)
მსაჯი: ფელიქს ზეიერი
ბურთის ფლობა: (58%-42%), დარტყმა: 20 (5)-2 (2), კუთხური: (4-1), თამაშგარე: (2-2), სეივი: (2-2), ჯარიმა:(13-23).

 

1.დორტმუნდი30216362:1869
2.ლევერკუზენი30187560:4061
3.ბაიერნი30167766:3655
4.ჰანოვერი301731042:4054
5.მაინცი301531244:3748










მომდევნო ტური
21 აპრილი: 
ფრაიბურგი - ჰანოვერი;
23 აპრილი: ლევერკუზენი - ჰოფენჰაიმი, აინტრახტი - ბაიერნი, შალკე - კაიზერი, ზანქტ პაული - ვერდერი, შტუტგარტი - ჰამბურგი, გლადბახი - დორტმუნდი;
24 აპრილი: ვოლფსბურგი - კიოლნი, ნიურნბერგი - მაინცი.

ნანახია: 793 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz