პარასკევი, 2024-04-19, 6:44 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » აპრილი » 4 » დმიტრო ჩიგრინსკი: დაბრუნება კატალონიაში
11:55 PM
დმიტრო ჩიგრინსკი: დაბრუნება კატალონიაში

ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გარიგება რაც კი ''ბარსას'' უწარმოებია. 2010 წლის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კატალონიელებმა დონეცკის ''შახტარიდან'' გადმოიბირეს ცენტრალური მცველი, დმიტრო ჩიგრინსკი. მასზე დიდი იმედი მყარდებოდა, თუმცა უკრაინელმა ''ბარსელონას'' შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და მომდვენო წლის ზაფხულში კვლავ დონეცკს მიაშურა. ''ბლაუგრანამ'' თავის დროზე ჩიგრინსკი 25 მილიონად იყიდა, შემდეგ კი 15 მილიონად გაყიდა. ასე, რომ გამოდის ამ გარიგებით კატალონიელებმა 10 მილიონი დაკარგეს. ცოტა ხნის წინ კი გამოჩნდა, რომ ''ბარსელონა'' ჩიგრინსკის შენარჩუნების შემთხვევაში ძალიან იხეირებდა, რადგან კაპიტანი  პუიოლი ტრავმირებულია, მილიტო სასურველ კონდინციებში ვერაა, აბიდალს ოპერაცია აქვს გაკეთებული და გამოდის, რომ ''ბარსა'' დაცვაში მხოლოდ პიკეს იმედადაა.

პეპ გვარდიოლა გამოხატავდა სურვილს უკრაინელი მცველი ამ სეზონშიც შეენარჩუნებინა, თუმცა ხელმძღვანელობამ არ ისმინა მისი თხოვდა. ახლა კი გვარდიოლა დაცვაში ნომინალურ ნახევარმცველს, სერხიო ბუსკეტსს იყენებს, სათადარიგოზე კი ''ბარსა ბ''-ს მცველი, ფონტასი უზის. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ გვარდიოლა რაღაცას ხვდებოდა და უკრაინელი ამ ეტაპზე გამოსადეგი იქნებოდა.

''ბარსელონას'' კულეებს შორის აზრი გაიყო, იმსახურებდა თუ არა ჩიგრინსკი მეორე შანსს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გაგვიჭირდება ოთხშაბათის მატჩის შემდეგ, როცა ბარსელონაში დონეცკის ''შახტარი'' და დმიტრო ჩიგრინსკი ჩავა. ''ბარსელონა'' კვლავ თავის სტილში შეეცდება ''შახტარის'' დაცვის მძლავრი ეშელონის გარღვევას. უკრაინელი მცველი, რომ დარჩენილიყო ახლა ისიც ამ სპეკტაკლის ნაწილი იქნებოდა, ახლა კი ეშელონის ერთ-ერთი უბრალო წევრად მოგვევლინება.

როცა პეპ გვარდიოლა ''ბარსელონას'' თავკაცად დაინიშნა, მან მაშინვე დაიწყო დაცვის შენება და გუნდში ხერარდ პიკე და დანიელ ალვეში მოიყვანა. ასევე გუნდში გადმოიყვანა უმაღლესი კლასის ფორვარდები, დავიდ ვილია და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ზოგიერთი მათგანი ამჟამად პირველი 11-ეულის უცვლელი წევრია, ზოგს კი თავის დამკვიდრება გაუჭირდა. ამგვარ სიტუაციაში მოხვდა დმიტროც, მას შეეძლო უცვლელ წევრად ქცეულიყო, მაგრამ ახლა შედეგი სახეზეა.

იბრასგან განსხვავებით ჩიგრინსკი იყო მშვიდი, წყნარი, აუღელვებელი და მუდავ თავის შანსის მოლოდინში. ის ფაქტი, რომ დიმას არ ეძლეოდა ბევრი სათამაშო დრო იყო სიურპრიზი, რადგან პეპ გვარდიოლას მისი დიდი იმედი ჰქონდა და სწორედ პეპის დაჟინება იყო მისი გადმობირება. ბევრი მცდელობის მიუხედავად უკნაირელმა ლა მასიას წყვილს, პიკე-პუიოლს დაცვის ცენტრში წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პუიოლის დაბერების და ფორმიდან ამოვარდნის შემთხვევაში კულეები სწორედ ჩიგრინსკის მიიჩნევდნენ პიკეს მეწყვილედ. მისი უდიდესი შეცდომები დაცვაში გამოიკვეთა მაშინ, რომცა ესპანეთის თასის 1/8 ფინალში ''ბარსამ'' სევილიასთან სახლში 1:2 წააგო. სწორედ იქიდან დაიწყო მისი სრული ამოძირკვვა შემადგენლობიდან. ამის შემდეგ კატალონიელები თასს გამოეთიშნენ და ყველაზე დიდი რისხვა ფანების მხრიდან დმიტროს დაატყდა.

 

ჩიგრინსკი უნდა ყოფილიყო ძლიერი სულის მქონე პიროვნება, პერსპექტიული და მზარდი მოთამაშე. იგი ყველაფერ ამას ''შახტარში'' ამართლებს. ის არის გუნდის ვიცე კაპიტანი, ერთ-ერთი ლიდერი და ტაქტიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მისი კარიერული ვარდნა სწორედ ''ბარსაში'' დაიწყო. მას ძალიან სურდა ამ თეატრის მოქმედი პირი გამხდარიყო, მას უნდოდა გვარდიოლას ნდობა გაემართლებინა, მაგრამ ვერა. ''ბარსადან'' წასვლის შემდეგ ბევრი მისი დიდი ოცნება დასამარდა. ყველაფრის ამის მიუხედავად ჩიგრინსკის ჩვენ კვლავ ვიხილავთ ''კამპ ნოუზე''.

ბევრი ვარაუდობს, რომ დმიტრო შურისძიების სურვილითაა განწყობილი ამ ორმატჩიან დუელში, მაგრამ არა. იგი არაა ასეთი ადამიანი. მის გონებაში ასეთი ცუდი რამ არ წერია. თუმცა იგი შეეცდება გააკეთოს ყველაფერი, მაქსიმალურად ჩაშალოს ''ბარსელონას'' შეტევები და პეპ გვარდიოლა კვლავ აღტაცებაში მოიყვანოს.

მისი ყოფილი თანაგუნდელები და პეპ გვარდიოლა ჩიგრინსკიზე მხოლოდ კარგს ამბობენ. იგი იმედგაცრუებულია მხოლოდ საკლუბო კარიერის ფიასკოთი, თუმცა ადამიანურად იგი ძალიან მაღლა დგას და ექს-პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვს. UEFA.COM-თან უკრაინელმა გასულ წელზე და ''შახტარის'' შანსებზე ისაუბრა.

 

''ბარსას'' დატოვებაზე

'' ამბობენ, რომ მე იმედგაცრუებული ვარ. ეს ''ბარსელონა'' მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მე ვიყავი დარწმუნებული, რომ პირველ გუნდში თამაშს შევძლებდი, მაგრამ წელმა უკვალოდ ჩაიარა. მე მქონდა შეხვედრა მთავარ მწვრთნელთან. მას იმედი ჰქონდა, რომ მომდევნო წელი ჩემთვის წარმატებული აღმოჩნებოდა და ბევრს მივაღწევდი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, მე კვლავ უკრაინაში ჩამოვედი''.

 

''შახტარზე''

''  ჩვენი თამაში კარგი და ორგანიზებულია და ეს ყველამ შენიშნა იტალიელებთან თამაშისას. იტალიური კლუბი ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით უკეთესები და ვაჯობეთ. ''შახტარმა'' ამავე ტემპით უნდა განაგრძოს სვლა. ჩვენ გვყავს სწრაფი შემტევები და ბევრის მიღწევა შეგვიძლია''.

ნანახია: 770 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz