კვირა, 2024-12-22, 8:10 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 26 » დღეს დიდი დღეა, დიდი!!!
11:48 AM
დღეს დიდი დღეა, დიდი!!!
აი, დადგა 26 მარტიც! - დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ველოდით. თითოეული დღე, რომელიც დიდ იმედებთან და ინტერესთან არის დაკავშირებული, თუ რას იზამს თემურ ქეცბაიას მიერ დარიგებული საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ფავორიტ ხორვატიის ნაკრებთან.
კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორ ვემზადებოდით "ქართული სპორტის ქომაგები" ამ დღისთვის. კომპანია "ნატახტარისა" და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ასევე გაზეთ „მსოფლიო სპორტის" საინფორმაციო მხარდაჭერით (რომელმაც მატჩისთვის 3000 A3 ფორმატის დროშა დაგვიმზადა), მოვახდინეთ ქომაგთა აქტიური ნაკადის მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც დღეს, დღის 3 საათისთვის ერთად მოიყრის თავს მცხეთაში, თბილისის შემოსასვლელთან.
დაახლოებით 1000-მდე გულანთებული გულშემატკივარი ჩამოგვყავს შემდეგი რაიონული ცენტრებიდან: ბათუმი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, სამტრედია, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, მარნეული, რუსთავი, საგარეჯო, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა. ყველა ამ რაიონიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალება 15 საათისთვის მოგროვდება მცხეთაში (თბილისის შემოსასვლელთან), საიდანაც ორგანიზებული კოლონის სახით დავიწყებთ მსვლელობას რესპუბლიკის მოედნისკენ.
დაახლოებით დღის 4 საათისთვის  უკვე რესპუბლიკის მოედანზე ვიქნებით, სადაც შემოგვიერთდება 500-მდე ადგილობრივი ქომაგი. მცირე შესვენების შემდეგ, აქედან დავიწყებთ ფეხით საზეიმო მსვლელობას ეროვნულ სტადიონამდე. გვექნება შემდეგი მარშრუტი: რესპუბლიკის მოედანი - ფილარმონია - კოსტავას ქუჩა - გმირთა მოედანი - თამარ მეფის გამზ. (წინამძღვრიშვილის ქუჩამდე) - წინამძღვრიშვილის ქ. (ეროვნულ სტადიონამდე).
ეროვნულ სტადიონთან სავარაუდოდ 18 საათისთვის მოვგროვდებით, წერეთლისა და ცაბაძის ქუჩის კუთხეში, საიდანაც კარების გახსნისთანავე (18:00 - 18:30 შუალედში) ასევე ორგანიზებულად დავიწყებთ შესვლას სტადიონის ტერიტორიაზე და დავიკავებთ ჩვენს კუთვნილ 26-ე სექტორს.
აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ ჩვენს საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობის მიღების (განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა ბილეთი ჩვენს სექტორში) შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, როგორც მცხეთაში (თუ საკუთარი ავტომობილი გყავთ), ასევე რესპუბლიკის მოედანზე (შესაბამის დროის შუალედებში).
მას შემდეგ, რაც სრულად მოგროვდებით ჩვენს 26-ე სექტორში, დაახლოებით თამაშამდე 2 საათით ადრე (19:00), დავიწყებთ რეპეტიციას და ყველანი ერთად გავივლით ჩვენს შეძახილებს, რათა მაქსიმალურად ხმაშეწყობილად და ორგანიზებულად ვუქომაგოთ ჩვენს ფეხბურთელებს. მერწმუნეთ, თუ ყველაფერმა ჩვენი გეგმის მიხედვით ჩაიარა, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, სტადიონზე ქომაგობის კულტურის დანერგვისა.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დადებითი მუხტის შემხედვარე ჩვენი ბიჭები, წარმატების მისაღწევად მაქსიმალურად მოინდომებენ და დადებენ თავს მოედანზე.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, ჩაიცვათ მხოლოდ თეთრი ან წითელი ფერის მაისურები. მოდით, ყველამ ერთად საბოლოოდ დავნერგოთ სტადიონზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში სიარული!
უფალი გვფარავდეს და გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს!


P.S. ბატონ მამუკა კვარაცხელიასთან კონსულტაციის შედეგად, ყველა ქომაგს გაცნობებთ, რომ ნებისმიერი ე.წ "ხლოპუშკის", ბოლის, პეტარდის და ა.შ გამოყენებაზე გათვალისწინებულია მკაცრი ფულადი ჯარიმები, არ აქვს მნიშვნელობა, როდის მოხდება ეს - თამაშამდე, თამაშისას თუ თამაშის დამთავრების შემდეგ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.

ადმინი

ნანახია: 876 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz