amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » დევდარიანის გუნდმა შესარჩევი მოგებით დაიწყო
12:54 PM დევდარიანის გუნდმა შესარჩევი მოგებით დაიწყო |
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელიც თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საგზურისთვის იბრძვის, პირველ შეხვედრაში პოლონელ თანატოლებს 3:1 აჯობა. თავდაპირველად, მატჩში მოვლენები გიორგი დევდარიანის შეგირდებისთვის სასურველი სცენარით არ განვითარდა, რადგან პოლონელმა პრზიბილკომ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა. თანაფარდობა ათ წუთში აღდგა, როდესაც პავლოვსკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გიორგი ჭანტურიამ თანაგუნდელები დააწინაურა. ქართველებს ინიციატივა ხელიდან არც შეხვედრის მეორე ნახევარში გაუშვიათ და 76-ე წუთზე, ლაშა პარუნაშვილმა პოლონელთა იმედი მატჩის გადარჩენაზე საბოლოოდ დაასამარა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 13 ნოემბერს, მასპინძელ თურქებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება და მთავარი არბიტრი შოტლანდიელი სტივ მაკლინი იქნება. საქართველო-პოლონეთი 3:1
საქართველო: ლეგაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, სანდოხაძე, ხოჭოლავა, ტვილდიანი (კ), გიგაური, ყაზაიშვილი, რეხვიაშვილი (კილასონია, 60), სხირტლაძე (პაპავა, 81), პარუნაშვილი (კიკნაველიძე, 87), ჭანტურია. მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი. პოლონეთი: პავლოვსკი, ტადროვსკი, ფრუცი, პიეკარსკი (ბიჟევსკი, 71), ნალეპა (კ), დრევნიაკი, მილიკი, ზიელინსკი, ბაკი, პრზიბილკო, ვიკტორსკი. მთავარი მწვრთნელი: ვლადისლავ ჟმუდა გოლი: 0:1 პრზიბილკო (21), 1:1 პავლოვსკი (31, საკუთარ კარში), 2:1 ჭანტურია (41), 3:1 პარუნაშვილი (76). გაფრთხილება: ტადროვსკი (19), პავლოვსკი (21), ვიკტორსკი (55), პარუნაშვილი (76), სხირტლაძე (79) მთავარი მსაჯი: ოლივერ დრახტა (ავსტრია)
|
ნანახია: 965 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|