"ბარსელონას" მარჯვენა მცველი დანიელ ალვეში ძალიან გაწბილებული დარჩა "მილანთან" საშინაო ფრით. როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველივე დღეს, კატალონიელებმა პირველ და ბოლო წუთებზე გაუშვეს გოლები – 2:2. "ჩემპიონთა ლიგაში ასეთ გოლებს რომ გაგიტანენ, სულელურ მდგომარეობაში ვარდები. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა საკმარისი რაოდენობის გოლი ვერ გავიტანეთ, ბოლოს კი მოხდა ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. "მილანს" ფრემდე ერთი გოლი აშორებდა და გაგვიტანა კიდეც. უნდა დავწყნარდეთ, მიწაზე დავეშვათ და მუშაობა გავაგრძელოთ. არც ისე დიდები ვართ, როგორც გვეძახიან. ჩვენი სიდიდე გადაჭარბებული", – უთხრა ალვეშმა ესპანურ Marca-ს.
|