შაბათი, 2024-12-21, 3:43 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 11 » “ბორჯღალოსნები” სანახაობაზე გვეპატიჟებიან
7:17 PM
“ბორჯღალოსნები” სანახაობაზე გვეპატიჟებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, წელს თბილისში ბოლო შეხვედრას მართავს. მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამედ გასული გუნდი, ევროპის ერთა თასის დასაუფლებლად მის ამჟამინდელ მფლობელ რუმინეთს დაუპირისპირდება და მასთან ანგარიშის გათანაბრებას ეცდება. მორაგბეები ირწმუნებიან, რომ ტრადიციულად, თავს არ დაზოგავენ (რასაც მათგან ისედაც ჩვეულნი ვართ), მაყურებელს საინტერესო თამაშს შესთავაზებენ და მაქსიმუმს გაიღებენ, რათა სტადიონზე მისული გულშემატკივარი კარგ ხასიათზე დააყენონ.
ზემოთაც ვთქვით, წელს "ბორჯღალოსნებისთვის” ეს საკუთარ ქვეყანაში გამართული ბოლო შეხვედრა იქნება და ყველა მსურველს ეძლევა შანსი, რომ ამდენი სიხარულის მომნიჭებელი ბიჭები ჯერ სოჭში რუსთა წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ მსოფლიო თასზე საბურთაოდ, ღირსეულად, ტაშით გააცილოს. ამისათვის მათ მხოლოდ ორი რამ მართებთ - 12 მარტს, 15:00 საათზე, "მიხეილ მესხზე” მისვლა და ბილეთში სულ რაღაც ორი ლარის გადახდა, რაც ასეთი დონის გუნდების შეხვედრებისთვის მიზერული თანხაც კი არაა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზეც დაუპირისპირდებიან და მიუხედავად იმისა, რომ იქ მასპინძელი არავინ იქნება და ბილეთიც ამჟამინდელზე 50-ჯერ მაინც ძვირი ეღირება, დარწმუნებული ვარ, პამერსთონში სტადიონი ბოლომდე შეივსება.
 საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები, რაგბიში ერთმანეთის ტრადიციული მეტოქეები არიან და ამის გამო, 2002 წლიდან ისინი ურთიერთშეხვედრებში "ანთიმოზ ივერიელის” თასსაც ათამაშებენ. რადგან გასულ წელს რუმინელებმა სამწლიანი პაუზის შემდეგ, "ბორჯღალოსნები” ბუქარესტში დაამარცხეს, "ერთა თასიც” და "ანთიმოზ ივერიელის” თასიც დაისაკუთრეს და ახლა, ქართველები მათ დასაბრუნებლად იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ თუ "ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს ისე აჯობეს, რომ თან ოთხი ლელო გაუტანეს, ისინი "ერთა თასს” გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაეუფლებიან.
 აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო რეიტინგში დღეისათვის მე-15 ადგილზე მყოფი საქართველოს ნაკრები, რუმინელთა ძლევის შემთხვევაში კანადას ერთი საფეხურით დააქვეითებს და მე-14 პოზიციამდე აღზევდება, ერთი კვირის თავზე კი, რეიტინგის გაუმჯობესებას უკვე სოჭში, რუსეთთან ეცდება. მთლიანობაში, "ბორჯღალოსანთა” რიგებში საუკეთესო განწყობაა, ოღონდ ისინი რუმინეთის მინიმალური სხვაობით ძლევაზეც თანახმანი არიან და საპრემიო ქულის აღებაზე სულაც არ ფიქრობენ.
 "ფიზიკურად ყველანი კარგად ვართ, მზადების პროცესი გავიარეთ და ჩვენი დონის მეტოქესთან თამაშს ველოდებით. სწორედ მათთან გამოჩნდება ყველაზე კარგად, თუ რა შეგვიძლია. რუმინელებს ჩვენზე ერთით მეტი მატჩი აქვთ მოგებული, მათთან 4:5-ს ვაგებთ და ვეცდებით, რომ გავუთანაბრდეთ. სიმართლე გითხრათ, მათთან ოთხი ლელოს გატანაზე და ერთა თასის ვადაზე ადრე მოგებაზე სულაც არ ვფიქრობთ. პირადად მე, მირჩევნია, რომ რუმინელებს თუნდაც ერთი ქულით, მაგრამ მოვუგოთ, პრემიალური ქულა ვერ ავიღოთ, მერე კი სოჭში რუსები დავამარცხოთ და ერთა თასს ისე დავეუფლოთ” - თქვა 2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა, პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა.
 ზირაქაშვილმა რუმინელებთან წაგება-მოგებათა ანგარიშში, სავარაუდოდ, ამ გუნდების 2002 წლის ის  მომდევნო დაპირისპირებები იგულისხმა, რომლის დროსაც "ანთიმოზ ივერიელის” თასი თამაშდებოდა. ჯამში, ურთიერთშეხვედრების 13 წლიანი ისტორიის განმავლობაში, რუმინელებმა საქართველოს ნაკრებს 8 შეხვედრა მოუგეს, 5-ჯერ კი გამარჯვება "ბორჯღალოსნებს” დარჩათ. ამასთან, ევროპის "ერთა თასს” რუმინელები ოთხჯერ ფლობდნენ, საქართველო სამჯერ, ხოლო ერთხელ გამარჯვებული პორტუგალია გახდა. ისე, რუმინელთა ნებისმიერი ანგარიშით ძლევის შემთხვევაში, ანუ საპრემიო ქულის გარეშე მოგებითაც კი, თუ პორტუგალიამ ესპანეთს ოთხი ლელო ვერ გაუტანა და პრემიალური ქულა ვერ აიღო, საქართველო 2011 წლის "ერთა თასის” მფლობელი, გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მაინც გახდება.
პირველ ტურში პორტუგალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, რუმინელებს უკრაინელებთან მატჩი უამინდობის გამო გადაედოთ, წინა ტურში კი, რუსეთი 33:3 გაანადგურეს, ოღონდ ოთხი ლელო ვერ გაიტანეს და პრემიალური ქულის გარეშე დარჩნენ. ამრიგად, ამ ჯახის მნიშვნელობა მათაც კარგად აქვთ გათვითცნობიერებული და თბილისს იმედიანად ეწვივნენ.
 "საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი ერთა თასი კარგად დაიწყო. უკრაინა და ესპანეთი მათ დიდი უპირატესობით დაამარცხეს, მერე კი, იმ პორტუგალიას ძლიეს, რომელთანაც ჩვენ დავმარცხდით. ამრიგად, ხვალ ორივე გუნდისათვის მძიმე თამაში იქნება. მოტივაცია არცერთ ნაკრებს არ აკლია. ვფიქრობ, სათანადოდ მოვემზადეთ, ცოტა ტრავმებმა გაგვაწამეს, მაგრამ ეგ არაფერია. იმ გუნდიდან, რომლებმაც რეპეშაჟში ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშეს და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს, დღეს ჩვენს განკარგულებაში სულ 6-7 მორაგბეა, მაგრამ ჩვენ მსოფლიო თასისთვისაც ვემზადებით და თვალთახედვის არეში 35-40 სპორტსმენი გვყავს, რომლებსაც ამ ერთა თასზე ვაკვირდებით. საქართველოს ნაკრები ბოლო წლებში მუდმივ პროგრესს განიცდის, მათი შერკინების ხაზის სიძლიერე ყველასათვის ცნობილია, მაგრამ გარკვეული სისუსტეებიც არსებობს და მათ გამოყენებას ვეცდებით” - თქვა რუმინეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, რომეო გონტინეაკმა, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში ოთხი მსოფლიო თასი აქვს ნათამაშები, ახლა კი, გუნდს იქ მწვრთნელის რანგში მიყვება.
 "ტრადიციულად, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობს. მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ, ის საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში მობურთალი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ თავდადებით ვიბრძოლებთ და ჩვენსას ვეცდებით” - დაამატა გუნდის კაპიტანმა, სორინ სოკოლმა.
 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მორაგბეები, პორტუგალიასთან ნაჩვენები თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი დარჩნენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ის მატჩი 13:12 მოიგეს. ახლა ისინი პირობას დებენ, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მაყურებელს ლამაზი თამაში აჩვენონ და მოედანი გამარჯვებულებმა დატოვონ. ცნობისათვის, "ბორჯღალოსნებს” 2004 წლის შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში ტესტ-მატჩი არ წაუგიათ (2006 წელს ისინი "ბარბაროსებთან” დამარცხდნენ, მაგრამ ეს ტესტ-მატჩი არ იყო) და რუმინელთა ძლევით, ეს სერია ერთი წლით გახანგრძლივდება.
 "მიუხედავად განვლილი სამი შეხვედრის მოგებისა, პორტუგალიასთან თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი დავრჩით. ახლა ამ მაგალითის გათვალისწინებით, შეცდომების გამოსწორებას და მაქსიმალური შედეგის ჩვენებას ვგეგმავთ. რუმინეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, რაზეც მათი მხრიდან რუსეთის 33:3 განადგურებაც მეტყველებს. ვიცით, რომ წარმატების მისაღწევად მაქსიმალური თავდადებით უნდა ვითამაშოთ. ვიცით, რომ მეტოქე დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს და ამისათვის ყველანი მზად ვართ” - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, რიჩი დიქსონმა.
 საქართველოს ნაკრების უკანახაზელ დავით კაჭარავას, რომელმაც პარასკევის ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა, მაგრამ შაბათს, ძირითად შემადგენლობაში მაინც იქნება, სწამს, რომ წარსულ შეცდომებს აღარ დაუშვებენ და შედეგიც უკეთესი იქნება - "რუმინეთთან მატჩში იმ შეცდომების გამოსწორებას ველით, რაც პორტუგალიასთან დავუშვით. ლისაბონში მოწინააღმდეგისგან იმაზე მეტი წინააღმდეგობა შეგვხვდა, ვიდრე ველოდით, მაგრამ ახლა შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, მაყურებელს სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ, სიამოვნება მივანიჭოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ”.
 "მთელი კვირის განმავლობაში დიდი სამუშაო გავწიეთ და ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიმუშავეთ. რუმინელთა წინააღმდეგ მამუკა გორგოძე დაგვემატება, რომელიც გუნდისათვის დიდი ძალაა და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ” -დაამატა ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ირაკლი აბუსერიძემ.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, "ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა Kooga-ს ფირმის ის მაისურები წარადგინეს, რომლითაც "ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე ითამაშებენ. მათ ახლაც ამ ფირმის მაისურები აცვიათ, მაგრამ ხარისხს შორის დიდი სხვაობა შორიდანაც თვალშისაცემია. მაისურები ძირითადად ერთ ფერშია გაწყობილი და "ბორჯღალოსნები” ახალ ზელანდიაში წითელი, ან თეთრი ფერის მაისურებით ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის დაწყებამდე, გუნდი ამ მაისურებს არ მოირგებს და დიქსონი იმედოვნებს, რომ ახალი ფორმა ზელანდიაში წარმატების მომტანი იქნება.

ევროპის 2011-2012 წლების "ერთა თასი”. IV ტური
12 მარტი. თბილისი. "მიხეილ მესხი”
საქართველო - რუმინეთი (15:00 საათი)
საქართველო: 
15. ბესიკ ხამაშურიძე ("აია”, ქუთაისი, 56 კეპი, 65 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი ("მაკონი”, საფრანგეთი, 46, 85), 13. დავით კაჭარავა ("ნიცა”, საფრანგეთი, 41, 55), 12. თედო ზიბზიბაძე ("პერიგო”, საფრანგერთი, 54, 75), 11. ლექსო გუგავა ("ლელო”, თბილისი, 18, 20), 10. მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი”, საფრანგეთი, 50, 245), 9. ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი” საფრანგეთი, 70, 35); 1. დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი”, საფრანგეთი, 33, 15), 2. ჯაბა ბრეგვაძე ("არმია”, გორი, 10, 0), 3. დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი”, საფრანგეთი, 26, 30), 4. ლევან დათუნაშვილი ფიჟაკი”, საფრანგეთი, 40, 10), 5. ვახტანგ მაისურაძე ("სენ ნაზარი” საფრანგეთი, 3, 0), 6. შალვა სუთიაშვილი ("მასი”, საფრანგეთი, 18, 5), 7. გია ლაბაძე ("მარსეი ვიტროლი”, საფრანგეთი, 64, 60), 8. მამუკა გორგოძე ("მონპელიე”, საფრანგეთი, 35, 90).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი ("სტიაუა”, რუმინეთი, 31, 20), 17. გიორგი ჟღენტი ("მონპელიე”, საფრანგეთი, 9, 0), 18. გიორგი ნემსაძე ("მონტობანი”, საფრანგეთი, 17, 25), 19. გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე”, საფრანგეთი, 46, 30), 20. ბიძინა სამხარაძე ("სტიაუა”, რუმინეთი, 54, 25), 21. ირაკლი ჩხიკვაძე ("აია”, ქუთაისი, 22, 20), 22. ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე”, საფრანგეთი, 30, 100).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)

რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში ("ლურდი”, საფრანგეთი), 14. მედელინ ლემნარუ ("ტიმიშოარა”), 13. იონელ კაზანი ("სტიაუა”), 12. რობერტ დესკალუ ("სტიაუა”), 11. კეტელინ ფერკუ ("ტიმიშოარა”), 10. ფლორიან ვლაიკუ ("სტიაუა”), 9. ფლორიან სურუჯუ ("ბუქარესტი”); 1. ნიკოლაე ნერე ("სტიაუა”), 2. ბოგდან ზებეგა ("სტიაუა”), 3. დრაგოშ დიმა ("ბლანიაკი”, საფრანგეთი), 4. ვალენტინ ურსაჩე ("ექს ენ პროვანსი”, საფრანგეთი), 5. კრისრიან პეტრე ("სენტ ეტიენი”, საფრანგეთი), 6. მიხაი მაკოვეი ("ბეია მარე”), 7. დანიელ იანუსი ("სტიაუა”), 8. დანიელ კარპო ("კონსტანცა”).
სათადარიგოები: 16. ანდრეა რადოი ("ბეია მარე”), 17. ვასილე მარიშკარიუ ("ბობინი”საფრანგეთი), 18. სორინ სოკოლი ("ლურდი”, საფრანგეთი), 19. ვალენტინ პოპირლანი ("ბუქარესტი”), 20. ვალი კალაფეტეანუ ("ტიმიშოარა”), 21. ჩაბა გალი ("ბეია მარე”), 22. დენუც დუმბრავა ("სტიაუა”).
მწვრთნელი: რომეო გონტინეაკი
რეფერი: დევიდ უილკინსონი (ირლანდია)
ასისტენტები: მაიკლ ბლექი, ოლივერ ჰოჯისი (ორივე ირლანდია)

უკრაინა - რუსეთი (17:00)
ესპანეთი - პორტუგალია (19:00)

1. საქართველო    3 3 0 0 135-15 14
2. პორტუგალია   3 2 0 1 57-49 9
3. ესპანეთი         3 1 0 2 59-101 6
4. რუმინეთი        2 1 0 1 50-27 5
5. რუსეთი            3 1 0 2 50-78 5
6. უკრაინა            2 0 0 2 16-97 0

V ტური. 19 მარტი
რუსეთი - საქართველო
რუმინეთი - ესპანეთი
პორტუგალია - ესპანეთი
ნანახია: 769 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz