პარასკევი, 2024-03-29, 1:49 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 3 » “ბორჯღალოსნები” კანადას მიუახლოვდნენ
3:03 PM
“ბორჯღალოსნები” კანადას მიუახლოვდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ლისაბონში პორტუგალიასთან გამარჯვებამ (13:12) რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგში 0,86 სარეიტინგო ქულა შესძინა და კანადასთან ჩამორჩენა 0,12 ქულამდე შემცირდა. ქართველ მორაგბეებს პორტუგალიის ნაკრები 15 ქულაზე მეტი სხვაობით რომ დაემარცხებინათ, ახლა ისინი კანადის ზევით, მე-14 საფეხურზე იქნებოდნენ, მაგრამ ახლა ამ მიზნის მისაღწევად 12 მარტამდე მოუწევთ მოცდა.
12 მარტს, "ბორჯღალოსნები” ერთა თასის IV ტურში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ და თუ "მუხის ფოთლებს” დაამარცხებენ, რეიტინგში კანადას უკან მოიტოვებენ. საქართველოს ნაკრები მეტოქეს 15 ქულაზე მეტი სხვაობით თუ დაამარცხებს, რეიტინგს  0.506 ქულას შემატებს, ხოლო ნაკლები ანგარიშით მოგების შემთხვევაში, მატება 0,337 ქულა იქნება. ფრე ან 15 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხი, საქართველოს სარეიტინგო ქულებს დააკარგვინებს, მაგრამ მე-15 ადგილს - არა. აი, დიდი ანგარიშით წაგება იმის მანიშნებელი იქნება, რომ "ბორჯღალოსნები” 2,494 სარეიტინგო ქულას დაკარგავენ, ამდენსვე მიიღებს რუმინეთი და ის საქართველოს ნაკრებს ადგილს გაუცვლის.
 ექვსი ერის შეხვედრების შედეგებმა რეიტინგში ორი ცვლილება გამოიწვია. საფრანგეთის მძლეველმა ინგლისმა "მამლებს” ადგილი გაუცვალა და მე-4 საფეხურამდე აღზევდა. ერთი ადგილით დაწინაურდა უელსიც, რომელმაც სტუმრად იტალიას სძლია. საუკეთესო 30 გუნდში, ერთი ადგილით უკან დაიხია უკრაინამ, რომელიც ესპანეთთან დამარცხდა და ადგილი გერმანიას დაუთმო. რეიტინგში მორიგი ცვლილებები სწორედ 12-13 მარტის შემდეგ მოხდება, როდესაც ექვსი ერის და ერთა თასის მორიგი მატჩები გაიმართება.    

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 28 თებერვლისთვის
1    (1). ახალი ზელანდია - 93,19
2    (2). ავსტრალია - 87,45
3    (3). სამხრეთ აფრიკა - 86,44
4    (5). ინგლისი - 83,98
5    (4). საფრანგეთი - 82,87
6    (6). ირლანდია - 81,95
7    (8). უელსი - 79,57
8    (7). არგენტინა - 78,97
9    (9). შოტლანდია - 76,96
10    (10). ფიჯი - 74,05
11    (11). სამოა - 74,02
12    (12). იტალია - 72,16
13    (13). იაპონია - 71,45
14    (14). კანადა - 69,19
15    (15). საქართველო - 69,07
16    (16). აშშ - 67,69
17    (17). ტონგა - 67,35
18    (19). რუმინეთი - 65,44
19    (18). რუსეთი - 63,40
20    (20). პორტუგალია - 62,95
21    (21). ურუგვაი - 60,94
22    (22). ნამიბია - 60,66
23    (23). ესპანეთი - 58,53
24    (25). ბელგია - 56,78
25    (24). ჩილე - 56,68
26     (26). მაროკო - 56,11
27    (27). ყაზახეთი - 55,20
28    (28). ბრაზილია - 54,56
29    (30). გერმანია - 54,26
30     (29). უკრაინა - 53,86
ნანახია: 857 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz