26 მარტს გასამართ საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში 20 მარტიდან გაიყიდება.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური სფფ-ის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის, რევაზ შენგელიას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.
ბილეთების ფასი 5 ლარიდან 30 ლარის ჩათვლითაა. გაყიდვაში იქნება: 5-ლარიანი ბილეთი – 6 514 ცალი, 7-ლარიანი ბილეთი – 17 538 ცალი, 10-ლარიანი ბილეთი – 15 735 ცალი, 20-ლარიანი ბილეთი – 8 326 ცალი.
რაოდენობრივად ყველაზე ცოტა იქნება 30-ლარიანი ბილეთები – დასავლეთ ტრიბუნა, მეორე იარუსი, მე-8 და მე-9 სექტორები.