დღეს დილით, "ბლაუგრანელები" 4 საათიან გზას დაადგნენ, რომელიც მათ დონეცკში მიიყვანს. სოწრედ ამ ქალაქში გაიმართება "უეფას" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური განმეორებითი მატჩი, "ბარსელონასა" და "შახტარს" შორის.
"ბარსელონას" დელეგაციას ხელმძღვანელობდა სანდრო როსელი, მას თან ახლდნენ თავისი მოადგილე კარლოს ვილიარუბი, კლუბის წარმომადგენლები: ხუნტა ედვარდ კოული, პილარ ჟინოვარტი, ხავიერ ბორდასი და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა. ასევე მათთან ერთად იმყოფებოდა "უეფას" წარმომადგენელი ამადორ ბერნაბეუ. პეპ გვარდიოლამ თან წაიყვანა 20 ფეხბურთელი და პლიუს მათ ტიაგო ალკანტარა, რომელსაც დღეს 20 წელი შეუსრულდა.
უკრაინაში ჩასვლისთანავე, ისინი დაბინავდებიან სასტუმრო "Hotel Donbass Palace"–ში. ვარჯიში გაიმართება ადგილობრივი დროით 19 საათზე, ხოლო მატჩის დაწყებიდან 45 წუთით ადრე, სეიდუ კეიტა და პეპ გვარდიოლა გამართავენ პრეს–კონფერენციას.
როგორც ჩანს, გუნდი თამაშის დასრულებისთანავე არ დაბრუნდება კატალონიაში. ისინი მეორე დღეს გამართავენ ვარჯიშს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოემართებიან ესპანეთში. ვარჯიში ოთხშაბათს დილით შედგება "დონბას არენაზე".
განაცხადი: ვალდესი, პინტო, ოიერი, ვილა, ჩავი, პიკე, ბუსკეტსი, მაქსველი, პედრო, აფელაი, მესი, ადრიანო, ალვეში, კეიტა, მასკერანო, მილიტო, ჟეფრენი, ფონტასი, ტიაგო, დოს სანტოსი.