სილვას აგენტი ამტკიცებს რომ ბარსა ისევ დაინტერესებულია ტიაგო სილვათი. მისი აგენტის თქმით, ტიაგო სილვას გოლის შემდეგ (ბარსელონა 2-2 მილანი), უფრო გამძაფრდა ბარსელონას ინტერესი ბრაზილიელი მცველისადმი. სილვამ დამატებულ 92′ წუთზე გაიტანა გოლი თავური დარტყმით და გადაარჩინა თავისი გუნდი წაგებას.
სილვას, რომელმაც ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი როსონერისთან 2016 წლამდე, უწინასწარმეტყველებდნენ ბარსელონაში გადასვლას ამ ზაფხულს, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა. ახლა მისმა გამოჩენამ ნოუ კამპზე კვლავ ახალი ბიძგი მისცა ამ ტრანსფერთან დაკავშირებულ ხმებს.
სილვას აგენტმა, პაოლო ტონიეტომ, განუცხადა Calciomercato.it-ს: ”მართალია, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბარსელონას შესახებ წარსულში და ნამდვილად საბედნიეროა ის ფაქტი რომ ბლაუგრანა მას თვალს ადევნებს.”
”ბოლო-ბოლო ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. ასე რომ ნორმალურია როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ინტერესდება ისეთი ძლიერი ფეხბურთელებით როგორიც ტიაგო სილვაა. თუმცა ის ბედნიერია იტალიაში და სულ ახლახანს გაახანგრძლივა კონტრაქტი 2016 წლამდე.”
სილვას გოლმა მილანს 1 ქულა მოუტანა და ტონიეტომ ამაზეც განაცხადა: ”მილანს ძალიან გაუმართლა რომ ბოლო წუთებზე მოახერხეს გოლის გატანა და თამაშის გადარჩენა.”