პარასკევი, 2024-04-26, 5:42 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » აპრილი » 15 » 95 წლის შემდეგ, ისტორია მეორდება
3:03 PM
95 წლის შემდეგ, ისტორია მეორდება

1916 წელს, ორი ესპანური გიგანტი ერთმანეთს 4–ჯერ შეხვდა 20 დღის განმავლობაში. 95 წლის მანძილზე ეს გუნდები არცერთხელ არ შეხვედრილან 4–ჯერ ერთმანეტს ასეთ მცირე დროში. ახლა კი, დაახლოებით 1 საუკუნის შემდეგ, 2011 წელს, ეს კვლავ განმეორდა. უბრალოდ "კლასიკოების" მიმდინარეობა 17 დღემდე შემცირდა.

 

16 აპრილს, გაიმერთება პირველ თამაში ოთხიდან. მატჩი ჩატარდება "სანტიაგო ბერნაბეუზე", მადრიდში. პირველი თამაში გადაწყვეტს ლა ლიგის გამარჯვებულის ვინაობას. 20 აპრილს კი, გუნდი ვალენსიაშ, "მესტალიაზე" გაემგზავრება, სადაც გაიმართება სამეფო თასის ფინალი, კვლავ "კლასიკო". ამ თამაშში კიდევ ერთი ტიტულის ბედი გადაწყდება. ეს პირველი ფინალია ამ ორ გუდნს შორის 21 წლის განმავლობაში. 7 დღის შემდეგ კი, ისინი გაემგზავრებიან "სანტიანგო ბერნაბეუზე" და გამართავენ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს, ხოლო 6 დღეში განმეორებითი მატჩი "კამპ ნოუზე" შედგება.

 

16 აპრილი – "რეალი"–"ბარსელონა" (ლა ლიგის 32–ე ტური)

20 აპრილი – "ბარსელონა–"რეალი" (სამეფო თასის ფინალი)

26 აპრილი – "რეალი"–"ბარსელონა" (ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა)

3 მაისი – "ბარსელონა"–"რეალი" (ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი შეხვედრა)

 

"ელ კლასიკო" არის საფეხბურთო დღესასწაული, რომელსაც კატალონია და არამარტო კატალონია ძალიან დიდი ინტერესით ელის. ამ თამაშში მონაწილეობას იღებს ორი ესპანური გრანდი: მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა". კატალონიელები თავს არ თვლიან ესპანელებად, ასე, რომ მათი აზრით, ეს თამაში არის "ესპანეთი"–"კატალონია". ამ თამაშის დროს, ესპანეთის ყველა მოქალაქე ტელევიზრებთან და სტადიონზე ზის, ადევნებს თამაშს თვალყურს და იღებს სიამოვნებას. ამ კლუბებს შორის დიდი სიტორიული დაიპირისპირებაა.

 

ჩვეულებრივ, როდესაც ახლოვდება "საფეხბურთო დღესასწაული", ხალხი ერთი კვირით ადრე იწყებს ამასთან დაკავშირებით საუბარს. ეს ყველაზე ყურებადი და მაღალრეიტინგული მატჩია მსოფლიოში. ფეხბურთელთათვის კი ამ თამაშის მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ისეთი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც პატარაობიდან ამ კლუბებში ასპარეზობს. "ელ კლასიკოს" დროს მნიშვნელობა არ აქვს რომელი კლუბი როგორ სეზონს ატარებს, რადგანაც ამ დღეს ყველაფერი ხდება მოედანზე. ამ თამაშს თითოეული მაყურებელი თამაშობს. მაგალითად ჩავი და პუოლი საკუთარ სიცოცხლესაც კი დათმობდნენ, რომ ამ თამაშში გამარჯვებისთვის მიეღწიათ.

 

წლევანდელი წელი ესპანეთში შერაცხეს, როგორც "კლასიკოების სეზონი". თუმცა უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ეს გუნდები შემდეგ სეზონში მინიმუმ 3–ჯერ შეხვდებიან, რადგანაც სუპერ თასის გათამაშებაში, სეზონის დასაწყისში ამ კლუბებს კიდევ ერთხელ მოუწევთ ერთმანეთთან შეხვედრა. წელს პირველი კლასიკო 29 ნოემბერს ჩატარდა, სადაც კატალონიელებმა დამაჯერებლად, 5:0 იმარჯვეს. მადრიდელებმა ეს დაივიწყეს, მაგრამ "ლურჯ–ბროწეულისფერებს" ეს დღე სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებათ. ახლა კი სულ რაღაც 17 დღეში ვნახავთ ამ ორი გიგანტი 4 დაპირისპირებას, რაც გადაწყვეტს ტიტულების ბედს. ბოლო 5 "კლასიკო", რომელიც გაიმართა ორნახევარი სეზონის გამარჯვებაში, დასრულდა კატალონიელების გამარჯვებით. ვალდესმა ერთხელ განაცხადა:"იყო ოდესმე მადრიდელთა გამარჯვება ლამაზ ფერებში, თუ უბრალოდ შავ–თეთრი იყო ეს ყველაფერი?" დიახ სწორედაც ასეა, ეს ესტორია, ხოლო ახლა აწმყოა... ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც უშუალო მეტოქეზე ბევრად ძლიერად გამოიყურები. მაგრამ ყოველთვის დაუმარცხებელია "ბლაუგრანა" "ელ კლასიკოს" წინ? ყოველ შემთხვევაში, რაც პეპ გვარდიოლა გუნდს სათავეში ჩაუდგა, ასეა. როდემდე გაგრძელდება ეს? შეძლებს მომდევნო ოთხ თამაშში "ბარსა" წარმატების მიღწევას? ამას სულ რაღაც 17 დღეში გავიგებთ.

 

"კულეები" იმედიანად არიან განწყობილნი. დღევანდელ "ბარსაზე" შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოა კლუბის არსებობის მანძილზე, მაგრამ ნუთუ ასეთ გუნდს ძალუძს 17 დღეში ოთხივე "კლასიკო" მოიგოს? ეს თუ მართლა შეძლეს და 9 "კლასიკო" ზედიზედ მოიგეს... უბრალოდ საოცრება იქნება. თუმცა ეს ყველაფერი ისეთ გუნდთან, როგორიც მადრიდია, ცოტა არ იყოს შეუძლებლად მიაჩნია ყველას, რაც ალბათ ლოგიკურიცაა.

 

კლუბს დააკლდა ორი დაცვის ბურჯი: პუიოლი და აბიდალი. ნუთუ "ბლაუგრანას" დაცვა ისეთივე გაუვალი იქნება, როგორც 29 ნოემბერს იყო? მალე ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ "ბარსელონამ" არ უნდა უღალატოს ჩვეულ სტილს და უნდა დააწესოს ბურთზე კონტროლი. პრინციპებს თუ არ ვუღალატებთ, მაშინ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. იმედი ვიქონიოთ, რომ კარლეს პუიოლი რომელიმე "კლასიკოზე" მაინც დაეხმარება გუნდს, რაც ერიკ აბიდალის შემთხვევაში გამორიცხულია, მან ურთულესი ოპერაცია გაიკეთა ღვიძლზე.

 

მოდით ერთად ვუგულშემატკივროთ "ბარსელონას", ეს ხომ "ოცნების გუნდია"? წინ დიდი გამარჯვებებისკენ.... !!!! 


ნანახია: 799 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz