კატალონიური "ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა მადრიდის "რეალის” წინააღმდეგ (2:0) კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა, ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს. Marca-ს ინფორმაციით, ითამაშებს თუ არა 26 წლის ინიესტა განმეორებით შეხვედრაში, უშუალოდ თამაშის დაწყების წინ გაირკვევა. თუმცა, კატალონიური კლუბის ექიმების პროგნოზით, ინიესტას მოედანზე გასვლის საკმაოდ დიდი შანსი აქვს.
|