პარასკევი, 2024-04-26, 9:59 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 28 » 14 ქართველი და ერთი თავი: ვინ როგორ, ხორვატიასთან...
0:43 AM
14 ქართველი და ერთი თავი: ვინ როგორ, ხორვატიასთან...
თემურ
 ქეცბაია 
– ზედიზედ 
10
 წაუგებელი
 მატჩი
საქართველო-ხორვატია 1:0. მგონი, ორი აზრი არაა - "ჯვაროსნებს” ასეთ ძლიერ გუნდთან პრინციპული მატჩი არასოდეს მოუგიათ. "პრინციპულში” სატურნირო ცხრილი იგულისხმება, თორემ შეგვიძლია გავიხსენოთ 1995 წელს ბულგარეთთან გამარჯვება... უბრალოდ, მაშინ, ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი გადაწურული იყო. როგორც წესი, საქართველოს ნაკრებს გაზაფხულზე უკვე არაფერი "ესაქმებოდა” ევროპასა თუ მუნდიალზე გასასვლელად მებრძოლთა სიაში და ეს პერიოდი მარცხით დამძიმებული გამოგვდიოდა.
აქვე, 14 ქართველი ფეხბურთელისა და ნაკრების გამარჯვების მთავარი შემოქმედის - თემურ ქეცბაიას მოკლე შეფასებები:
რევიშვილი - 5 "სეივი” გააკეთა და აქედან, 3 საკმაოდ რთული. პირველ ტაიმში პეტრიჩის შორიდან მოულოდელად გასროლილი მოიგერია, შესვენების შემდეგ კი კრანჩარსა და კალინიჩს აუღო. აუღელვებელი იყო, ბევრს კარნახობდა მცველებს და გამოსვლებზეც მშვენივრად ითამაშა. ერთადერთი მცირე წუნი – მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე პრანიჩის დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა ხელებში და ფეხით კუთხურზე გადააგდო.
სალუქვაძე – კრანჩარი შესაცვლელი გახადა, ხოლო მარცხენა მცველ სტრინიჩს მხოლოდ ერთხელ მისცა სახიფათოდ ჩაწოდების საშუალება. განსაკუთრებული დატვირთვა მე-2 ტაიმში ჰქონდა. ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო და პოზიციურადაც არ ცდებოდა. ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.   
ხუბუტია – პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში,  თან, ასეთ მეტოქესთან და თანაც, როგორ აუღელვებლად. დამაჯერებელი იყო, ბევრი ბურთი გამოიტანა თავით. ერთხელ, ბურთის ამოტანისას, ცუდ პასს თუ არ ჩავთვლით, შეცდომა საერთოდ არ დაუშვია. მეტწილად, კალინიჩის წინაამღდეგ უწევდა თამაში და კალინიჩის "ჰაილაითები” მეტყველებს აკაკის თამაშზე – კარისკენ დარტყმის გრაფაში ნოლი. ბევრი შიშობდა და ქეცბაიას არჩევანს ეჭვით უყურებდა, მაგრამ ხუბუტია თამაშით ამტკიცებს, რომ საიმედო მცველია.
ამისულაშვილი – "გლადიატორივით” იბრძოლა, საჰაერო ორთაბრძოლების დიდი უმრავლესობა მოიგო და საერთოდაც, ხუბუტია-ამისულაშვილის წყვილმა დიდწილად განაპირობა ქართველთა გამარჯვება. ტყუილუბრალოდ არ იყო მასზე ტაციაობა ზამთარში, ალეკო რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ნაკრებში უკვე შეუცვლელი ფეხბურთელია. პრინციპში, ამ ეტაპზე, იგივე ითქმის დანარჩენ სამ მცველზე, რომლებმაც გუშინ ითამაშეს.
კალაძე – კობიაშვილის გოლის შემდეგ, ვიდეოჩანაწერში ჩანს კალაძის სახე, რომელიც ყველაფერს გამოხატავს – დაღლილობასაც და გიჟურ სიხარულსაც. იყო მომენტები, როცა სრნასთან და პეტრიჩთან ჭიდილი უჭირდა (განსაკუთრებით, შესვენების შემდეგ) და რამდენჯერმე წააგო ბრძოლა. სავარაუდოდ, ბილიჩმა დაღლილობა შეატყო კახას და პრანიჩი იმიტომაც შეიყვანა მარჯვენა შემტევად, თუმცა კაპიტანმა ბოლომდე გაუძლო.
ხიზანიშვილი – საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. ჩანდა, რომ მოქნილ ხორვატებს სისწრაფეში ჩამორჩებოდა, რასაც რამდენიმე უზუსტო პასიც დაერთო, მაგრამ საერთო ჯამში, "ხიზანა” კარგად ავსებდა მებრძოლ დაუშვილს და ორჯერ მოახერხა სახიფათოდ "ჩხვლეტა” – ერთხელ თავით სცადა გატანა, მეორედ კი ფეხით კარს გადააცილა ბურთი.
დაუშვილი – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს, ხოლო მოდრიჩი "ტოტენჰემს” ლიდერობს, ხორვატთა გამთამაშებელს ბევრი არ გააბედინა. ბუბამ ჩვეულად ჯიგრიანად ითამაშა. შეტევებში წასვლის დრო არ ჰქონია - მოდრიჩისა და სხვა ხორვატი ნახევარმცველების მიტოვება არ შეიძლებოდა.
კანკავა – რა მატჩი ჩაატარა 3 ოპერაციის გადამტანმა ბიჭმა?! ხიზანიშვილ-დაუშვილის წინ, გამთამაშებლის პოზიციაზე ითამაშა. თუმცა, ეს სქემით ჩანდა ასე, თორემ ხორვატებს სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ და ჯაბასაც უფრო ხშირად საყრდენობა უწევდა. ყველაზე ბევრჯერ (5-ჯერ) დაარღვევინა წესი მეტოქეს, ხოლო 90-ე წუთზე გრძელი გამოზომილი პასით მოძებნა მარცვალაძე, რასაც ოთარის ტექნიკურად გარჯა და კობიაშვილის გოლი მოჰყვა. შეხსენებისთვის, კანკავას  ოფიციალურ სანაკრებო მატჩში 2007 წლის შემდეგ არ უთამაშია...
კობიაშვილი – ეროვნული ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და ამით ყელაფერი ნათქვამია. 33 წლისაა, მაგრამ ნაკრებისთვის შეუცვლელი კაცია. ბევრი იმუშავა, შეტევებში ლაღად წასვლის საშუალება მხოლოდ ორჯერ მიეცა, ერთხელ ბურთი დაკარგა, მეორედ კი გოლი შეაგდო. "კობის” ეს დღე და ეს გოლი არასოდეს დაავიწყდება – ალბათ, ჩემპიონთა ლიგაში შესრულებული ჰეთ-თრიქიც ("შალკე”-პსვ 3:0) გადაწონა.
იაშვილი – პირველ ტაიმში ხორვატი მცველები, მეტწილად, იაშვილის გამო ვერ მიდიოდნენ შეტევებში. მერე კი დაიღალა და ქეცბაიამაც დროულად შეცვალა. "აკუნასთვის” საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, საქართველოს ნაკრები დაცვიდან თამაშობდა და  იაშვილიც ამიტომ ვერ იყო ეფექტური.
დვალიშვილი – "მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო”, დვალიშვილი თავდამსხმაში ეულად იყო და ხორვატთა მცველების შეწუხებას ცდილობდა - ვერ გამოუვიდა. ხშირად ხვდებოდა თამაშგარეში. ლადო შემტევი ტაქტიკის დროსაა საშიში.
შეცვლაზე შესულები:
სირაძე – მარჯვნიდან შემტევად შეიყვანა ქეცბაიამ, სადაც ჯერ იაშვილს უნდა მიხმარებოდა გამწვავებაში და ამასთან, უკანაც უნდა ებრძოლა. ერთი-ორჯერ შეძლო ხორვატთა აფორიაქება და დაცვაში მიხმარებაც.  
მარცვალაძე – ხორვატებთან გამოჩნდა, როგორ აკლდა ოთარი წინა მატჩებში საქართველოს ნაკრებს. თამამად შეიძლება ითქვას - საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ფრეზე ფიქრს რომ თავი დაანება და ცოტა შეტევებისკენაც გაიხედა, მარცვალაძის დამსახურებაა. "ვოლგას” ბომბარდირმა ჯერ ეფექტური გრძელი გარღვევა განახორციელა, მაგრამ ვერც კარში დაარტყა და არც პასი გააკეთა. სამაგიეროდ, გოლის მომენტში, კანკავას გრძელი პასის შემდეგ, საჯარიმოში გაიჩერა ბურთი, სრნა ერთი მოძრაობით "გააბავშვა” და კობიაშვილს დაუგორა...  
გოგუა – ცოტა ხანს მოუწია თამაში, მაგრამ თავისი წილი სიმწვავე შეიტანა თამაშში. ერთხელ კონტრშეტევისას, კარს გადააცილა ბურთი. იბრძოლა (ან რისი გოგუაა, თუ არ იბრძოლა) და ამასთან, მაქსიმალურად ცდილობდა, შეტევებით არ გართულიყო.
ქეცბაია – ბედნიერებაა, როცა საქართველოს ასეთი მწრთნელი ჰყავს! პირწმინდად მოუგო დუელი ბილიჩს. აქ მარტო სწორ შეცვლებზე არაა საუბარი - ქეცბაიამ გათვალა, რომ ხორვატებთან მოედნის ცენტრში მოგების შანსი ნოლის ტოლი იყო. ძირითად თერთმეტეულში ოთხივე დაცვაზე ორიენტირებული ნახევარმცველი დააყენა, პლუს, ქეცბაია თუ მოიფიქრებდა გამთამაშებლად კანკავას დაყენებას.
ექტორ კუპერი - ზედიზედ 13 მოუგებელი მატჩი, თემურ ქეცბაია – ზედიზედ 10 წაუგებელი მატჩი. კომენტარი ზედმეტია.
ნანახია: 807 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz