ხუთშაბათი, 2024-05-16, 6:01 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » ვენგერი: ფავორიტი "ბარსელონაა", მაგრამ...ორთვიანი პაუზის შემდეგ, სამშაბათს ჩემპიონთა მერვედფინალური შეხვედრებით განახლდება. ამ ეტაპის ყველაზ
8:01 PM
ვენგერი: ფავორიტი "ბარსელონაა", მაგრამ...ორთვიანი პაუზის შემდეგ, სამშაბათს ჩემპიონთა მერვედფინალური შეხვედრებით განახლდება. ამ ეტაპის ყველაზ

ორთვიანი პაუზის შემდეგ, სამშაბათს ჩემპიონთა მერვედფინალური შეხვედრებით განახლდება. ამ ეტაპის ყველაზე საინტერესო "არსენალისა" და "ბარსელონას" წყვილია. მათი პირველი შეხვედრა 16 თებერვალს ლონდონში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 8 მარტს კატალონიაში ჩატარდება. მომავალ დაპირისპირებასთან დაკავშირებით თავისი აზრი "მეთოფეთა" თავკაცმა, არსენ ვენგერმა გამოთქვა. უმრავლესობის მსგავსად, წყვილში ფავორიტად ფრანგი სპეციალისტიც "ბარსას" მიიჩნევს.
"ნებისმიერი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან "ბარსელონას" გამოთიშვას მოახერხებს, თვითონვე იქცევა ტურნირის უმთავრეს ფავორიტად. ურთულესი შეხვედრები გველის. შესანიშნავი იქნება, თუკი კატალონიელთა ძლევას შევძლებთ. გვარდიოლას საოცარი გუნდი ჰყავს, რომელიც ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს. მომავალ დაპირისპირებაში ფავორიტად "ბარსა" მივიჩნევ. ასევე ფიქრობს სპეციალისტთა უმეტესობაც, რაც ჩვენ ფსიქოლოგიურ ტვირთს გვიხსნის. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემი ფეხბურთელები ძალიან ამბიციურები არიან, რომლებიც ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან. მათ ძალიან უნდათ "ბარსას" დამარცხება და საფეხბურთო სამყაროსთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება", - ციტირებს ვენგერს "მეთოფეთა" ოფიციალური ვებ-გვერდი.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების გათამაშების ფინალში შეხვდნენ. პარიზში გამართულ სატიტულო შეხვედრაში ლონდონელები სოლ კემპბელმა დააწინაურა, თუმცა, შემდეგ ეტოომ და ბელეტიმ ხუთ წუთში ორჯერ მოახერხეს "არსენალის" კარის აღება და "ბარსელონას" ლიგა მეორედ მოაგებინეს. მას შემდეგ კატალონიელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 2009 წელსაც იმარჯვეს.

ნანახია: 937 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz