სამშაბათი, 2024-05-14, 8:41 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » ივნისი » 2 » ყენია აგვისტოში სრული დატვირთვით დაიწყებს
6:28 PM
ყენია აგვისტოში სრული დატვირთვით დაიწყებს
ყენია
 რეაბილიტაციის
 კურსს
 გადის 
და
 ამჯერად
 აღარავინ
 დააჩქარებს

კარგი ამბავია - გელზენკირხენის "შალკეს” ნახევარმცველ ლევან ყენიას რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის და აგვისტოს ბოლოს (ან სექტემბრის დასაწყისში) გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შეეძლება. ეს ინფორმაცია "მსოფლიო სპორტს” ლევანის ბიძამ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და თბილისის "ლოკომოტივის” აკადემიის ხელმძღვანელმა გიორგი კიკნაძემ მიაწოდა.
"ლევანი ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. ტრენაჟორებზე ვარჯიშობს, კოჭს უმუშავებენ, სხვადასხვა პროცედურებია და ივლისის ბოლოს უკვე ძუნძულს დაიწყებს. რაც შეეხება სრული დატვირთვით წვრთნას, ეს აგვისტოს მიწურულს ან სექტემბრის დასაწყისში შეეძლება. რაც მთავარია, ამჯერად ნაადრევად აღარავინ დააწყებინებს დატვირთვებს, ყველა პროცესი გაწერილია” – გვითხრა კიკნაძემ.
შეხსენებისთვის, ნიჭიერ ქართველ შემტევს 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია. კოჭმა ისე გააწვალა, რომ სამჯერ დასჭირდა ოპერაციის გაკეთება. წლეულს იანვარში, "შალკეს” მაშინდელმა თავკაცმა ფელიქს მაგათმა თურქულ შეკრებაზე წაიყვანა და დიდ დატვირთვებს აძლევდა, რაც ნაადრევი იყო და აკი, ტრავმაც გართულდა – ყენიამ ბოლო ოპერაცია მარტის დასაწყისში გაიკეთა.
ასე რომ, სიჩქარე არ ივარგებს და ჯერ ძნელია იმაზე საუბარი, როდის შეძლებს ლევანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს – სექტემბრის დასაწყისში ეს გამორიცხულია და ოქტომბრის ევროშესარჩევ შეხვედრებში, იმედია, "ჯვაროსნებში” ვიხილავთ.
ლევან ყენია ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წლის სექტემბერში ჰქონდა (უკრაინასთან 1:1), სულ კი 15 შეხვედრა ჩაუტარებია ნაკრებში და 3 გოლი გაუტანია.
ნანახია: 863 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz