ლიონელ მესიმ მეორე "პიჩიჩი" მოიგო კარიერაში. მოგეხსენებათ, ჯილდოს აძლევენ ლა ლიგის საუკუეთესო გამტანს. არგენტინელს ფენომენალური შედეგი და ამასთანავე, რეკორდი აქვს. მან მოახერხა რა გაიტანა 37 შეხვედრაში 50 გოლი, უშუალო კონკურენტს, კრისტიანო რონალდოს 4 გოლით გადაუსწრო ბომბარდირთა დავაში. წინა რეკორდი სწორედ პორტუგალიელს ეკუთვნოდა - 41 გოლი (შეგახსენებთ, რომ "მარკა" გადასცემს გამარჯვებულს ჯილდოს და მათი აზრით გოლი, რომელიც პეპეს ზურგით გავიდა, რონალდომ გაიტანა), თუმცა არგენტინელმა ეს მაჩვენებლი ცხრით გააუმჯობესა.
მარიანო მარტინიდან მესიმდე
ლიონელ მესიმ მეორეადგილოსან რონალდოს 4 გოლით, ხოლო მესამეადგილოსან ფალკაოს 27 გოლით გაუსწრო. პირველად არგენტინელმა აღნიშნული ჯილდო 2009/2010 წლების სეზონში აიღო, სადაც 34 გოლით გამოირჩა 35 შეხვედრაში.
მესიმდე 9 "ბარსელონას" ფეხბურთელმა მოახერხა ისტორიის მანძილზე "პიჩიჩის" დასაკუთრება: მარიანო მარტინი(1942/43 - 32 გოლი), სეზარ როდრიგესი (1948/49 - 28 გოლი), კაეტანო რე (1964/65 - 25 გოლი), კარლეს რექსაჩი(1970/71 - 17 გოლი), იოჰან კრანკლი (1978/79 - 29 გოლი), ქუინი (1980/81 - 20 გოლი, 1981/82 - 26 გოლი), რომარიო(1993/94 - 30 გოლი), რონალდო (1996/97 - 34 გოლი).
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სამუელ ეტო'ოს შეეძლო აღნიშნული ჯილდოს მოგება 2004/05 წლების სეზონში, რომელიც დიეგო ფორლანთან ერთად 25 გოლს ინაწილებდა, მაგრამ მადრიდულმა გამოცემა "მარკამ" მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდს გადასცა პრიზი, რადგან კამერუნელის გოლი, რომელიც "მალიორკას" შეუგდო დეკოს ანგარიშზე ჩაწერეს.