სამშაბათი, 2024-05-14, 4:46 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 15 » იტალია ჩემპიონის იმედად
5:53 PM
იტალია ჩემპიონის იმედად
ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მატჩებში, როგორც სხვა ყველა 1/8-ფინალური წყვილის შემთხვევაში, ფავორიტებად ის გუნდები ითვლებიან, რომლებმაც ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილები დაიკავეს. საფრანგეთში დაფიქსირებული ნულოვანი ფრის შემდეგ, "მანჩესტერი” და "მარსელი” უკვე ინგლისში ითამაშებენ. გუნდებს შორის, კლასში არსებული სხვაობისა და საკუთარ მოედანზე თამაშის ფაქტორის გათვალისწინებით, წყვილის აშკარა ფავორიტად ფერგიუსონის გუნდი ითვლება. დღის მე-2 მატჩში, გასული გათამაშების ფინალისტები, მიუნხენის "ბაიერნი” და მილანის "ინტერი” ხვდებიან ერთმანეთს. სწორედ ეს დაპირისპირებაა 1/8-ფინალური ეტაპის უმთავრესი ინტრიგის მატარებელი.

ბაიერნი-ინტერი (პირველი მატჩი 1:0)
მილანში გამართულ შეხვედრაში დაფიქსირებულმა შედეგმა, ჩემპიონთა ლიგა გასული გათამაშების გამარჯვებულის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე დააყენა. პირველი შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად, "ინტერი” არათუ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ ევროტურნირებზე შემორჩენილი ერთადერთი იტალიური გუნდია და გამოდის, რომ აპენინელთა ინტერესებს მხოლოდ ქვეყნისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იცავს.
წყვილში "ბაიერნის” გამოკვეთილ ფავორიტობას არაერთი ფაქტორი უსვამს ხაზს. უპირველესად, მიუნხენელთა სასარგებლოდ მეტყველებს პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ლიგაზე, საშინაო შეხვედრებში, "ბაიერნი” ძალიან კარგად გამოიყურება. მიუნხენელებს უკანასკნელი 7 ასეთი თამაში აქვთ მოგებული. რაც შეეხება "ინტერს”, მას ლიგაზე, გასვლით მატჩებში, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 3 მატჩიდან არცერთში არ მოუგია, უკანასკნელი 2 მათგანი კი, ისე დათმო, რომ თითოში 3 გოლი გაუშვა.
ვან გაალის გუნდის სასარგებლოდ მეტყველებს ისტორიული მონაცემებიც. ევროტურნირებზე "ბაიერნს” პლეი ოფის პირველი მატჩი, გასვლაზე 20-ჯერ აქვს მოგებული და მიუნხენელები ყველა შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. რაც შეეხება "ინტერს”, უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირზე, პლეი ოფის პირველი მატჩი, საკუთარ კედლებში, მილანელებმა 6-ჯერ წააგეს და აქედან 4-ჯერ გამოეთიშნენ ასპარეზობას. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (1992 წლიდან დღემდე) ერთადერთხელ მოხდა, როდესაც გუნდმა პირველი თამაში საკუთარ კედლებში წააგო და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა. 1995-96 წლების სეზონში, "პანათინაიკოსთან” შინ 0:1 მარცხის შემდეგ, "აიაქსმა” საბერძნეთში 3:0 მოიგო.
იტალიურ გუნდს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა. ტრავმების გამო, დღევანდელ შეხვედრას ვალტერ სამუელი და დავიდ სუაზო დააკლდებიან. მიუნხენში, გუნდთან ერთად გაემგზავრნენ დიეგო მილიტო, ტიაგო მოტა და ლუსიო, მაგრამ მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "ბაიერნთან” გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ არ უთამაშია ესტებან კამბიასოს. რაც შეეხებათ მიუნხენელებს, მათ ტრავმირებული ივიცა ოლიჩის გარეშე მოუწევთ თამაში.
დღევანდელ მატჩში, მასპინძელთა მთავარი საფრთხე სამუელ ეტოო იქნება, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სულ, "ინტერს” 12 გოლი აქვს გატანილი.
ამ 12 გოლიდან, მილანელებმა 9 პირველ ტაიმში გაიტანეს. "ინტერი” განსაკუთრებით აქტიურობს პირველ 15 წუთში. დროის ამ მონაკვეთში, იტალიელებს 4-ჯერ აქვთ მეტოქეთა კარი აღებული. რაც შეეხება "ბაიერნს”, იგი ტაიმების მიწურულსაა ყველაზე სახიფათო. 31-45 და 75-90 წუთებს შორის, მიუნხენელებს 6-6 გოლი აქვთ გატანილი.
3 კვირის წინათ გამართული თამაშის ჩათვლით, გუნდები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან. 1988 წელს, უეფას თასის მე-3 ეტაპზე, "ინტერმა” მიუნხენში 2:0 კი მოიგო, მაგრამ საკუთარ კედლებში 1:3 წააგო. 2006 წელს, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, მილანში "ბაიერნმა” 2:0 იმარჯვა, გერმანიაში კი გუნდებმა 1:1 ითამაშეს. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სტუმრის სტატუსით მოთამაშე "ინტერმა” 2:0 მოიგო, ხოლო 3 კვირის წინათ, იტალიაში "ბაიერნმა” იმარჯვა. როგორც ხედავთ, გუნდებს შორის გამართული 6 თამაშიდან 5 სტუმრებმა მოიგეს და 1 ფრედ დასრულდა.
"ბაიერნს” იტალიურ გუნდებთან ჩატარებულ 32 მატჩში 11 მოგება, 7 ფრე და 14 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 40:42. საკუთარ კედლებში, მიუნხენელებმა 15-დან 6 თამაში მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს.
"ინტერი” გერმანულ გუნდებს ასევე 32-ჯერ შეხვედრია, საიდანაც მილანელებმა 15 მოიგეს, 8 ფრედ ითამაშეს და 9 წააგეს. ბურთების შეფარდება – 46:33. 14 გასვლითი თამაშიდან, მილანელებმა 4 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 3 დათმეს.
გუნდები მატჩს ერთმანეთისგან განსხვავებული განწყობით ხვდებიან. ბუნდესლიგის გასულ ტურში, "ბაიერნმა” "ჰამბურგი” 6:0 გაანადგურა და მე-3 ადგილზე მყოფ გუნდთან ჩამორჩენა 3 ქულით შეამცირა. რაც შეეხება "ინტერს”, იგი სერია A-ს აუტსაიდერ "ბრეშას” დაუზავდა და ლეონარდოს გუნდმა ლიდერთან მიახლოების შანსი გაუშვა ხელიდან.
შეხვედრას პორტუგალიელი არბიტრი, პერდო პროენსა განსჯის. მისი მონაწილეობით გამართულ მატჩში "ბაიერნმა” ერთხელ ითამაშა და გასულ სეზონში, საკუთარ კედლებში, მიუნხენელები "ბორდოსთან” 0:2 დამარცხდნენ. ასევე ერთხელ იმსაჯა პროენსამ "ინტერის” თამაშში. მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე მილანელები "ტვენტეს” დაუზავდნენ გასვლაზე, ანგარიშით 2:2.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი
: კრაფტი, ლამი, ვან ბუიტენი, ლუიზ გუსტავო, პრანიიჩი, კროოსი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი, გომესი
ინტერი: სეზარი, მაიკონი, ლუსიო, რანოკია, კივუ, კამბიასო, ძანეტი, სტანკოვიჩი, სნეიდერი, ეტოო, პანდევი

მანჩესტერი-მარსელი (პირველი მატჩი 0:0)
მანჩესტერში, ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები წარსდგებიან, რომლებიც მიმდინარე გათამაშებაში, დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევიან. ჩატარებულ შვიდ თამაშში, "მანჩესტერს” ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული, რაც საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება "მარსელს”, მან მეტოქეებს სულ 13-ჯერ (საუკეთესო შედეგი) მისცა ზუსტად დარტყმის საშუალება და აქედან გოლი 3-ჯერ გავიდა. უკანასკნელად ფრანგებმა გოლი მე-2 ტურში გაუშვეს "ჩელსისგან” და მას შემდეგ, 512 წუთის განმავლობაში მოახერხეს კარის მშრალად შენახვა.
განვლილ შვიდ თამაშში, "მანჩესტერმა” მეტოქეთა კარის აღება მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა, რაც გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ფერგიუსონის გუნდის არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია ერთ გოლზე მეტი. რა გასაკვირია, რომ 3 კვირის წინათ გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
გარდა დაცვაში კარგად თამაშისა, "მანჩესტერი” ყვითელი ბარათების იშვიათად მიღებითაც გამოირჩევა. "წითელი ეშმაკების” ფეხბურთელები, შვიდ მატჩში მხოლოდ 3-ჯერ გააფრთხილეს, რაც გათამაშების საუკეთესო შედეგია.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს "მანჩესტერმა” მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო, ინგლისურ გუნდს, ევროტურნირებზე 500 გოლი ექნება გატანილი. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, "წითელი ეშმაკები” ევროტურნირებზე თავიანთ 150-ე თამაშს მოიგებენ.
უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე, პლეი ოფის პირველი მატჩი ფრედ "მანჩესტერმა” აქამდე 12-ჯერ დაასრულა და აქედან 8 შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ინგლისელები გავიდნენ. ოთხივე შემთხვევაში, როდესაც "მანჩესტერი” ასპარეზობას გამოეთიშა, პირველი მატჩი 0:0 დასრულდა.
რაც შეეხება "მარსელს”, ევროტურნირების პლეი ოფის პირველი მატჩი, საკუთარ კედლებში, ფრედ ფრანგებმა 3-ჯერ დაასრულეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე ისინი 2-ჯერ გავიდნენ.
3 კვირის წინანდელი მატჩის გარდა, გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან. 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "მანჩესტერმა” შინ 2:1 მოიგო, გასვლაზე კი 0:1 წააგო.
ფრანგულ გუნდებთან "მანჩესტერს” სულ 23-ჯერ უთამაშია. აქედან, ინგლისელებმა 11-ჯერ მოიგეს, 10-ჯერ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ წააგეს. ბურთების შეფარდება – 29:14. საკუთარ კედლებში ჩატარებული 11 თამაშიდან, "მანჩესტერმა” 8 მოიგო და 3 ფრედ ითამაშა.
"მარსელს” ინგლისის წარმომადგენლებთან გამართულ ცხრამეტ თამაშში 8 მოგება, 4 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 15:20. გასვლით შეხვედრებში, ფრანგებმა მხოლოდ ერთხელ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს.
განვლილი 7 თამაშის შედეგების გათვალისწინებით, პირველ ტაიმში, "მანჩესტერი” მეტოქისთვის არცთუ სახიფათოა. შესვენებამდე, ინგლისელებს მხოლოდ 1 გოლი აქვთ გატანილი. რაც შეეხება "მარსელს”, 12 გოლიდან მან 5 პირველ ტაიმში გაიტანა და 7 მეორეში.
ტრავმების გამო, მასპინძლებს ფერდინანდი, ანდერსონი და პარკი დააკლდებიან. ბევრისთვის მოულოდნელად, ვარჯიში განაახლა ნანიმ, რომლის დაბრუნებასაც თვის ბოლოსთვის ელოდნენ. გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ასევე ოუენმა, ჰარგრივზმა და კერიკმა. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა დღეს ამ 4 ფეხბურთელიდან რომელიმე. მასპინძელთა რიგებში, კარგი ამბავი ისაა, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა ანტონიო ვალენსია.
რაც შეეხებათ სტუმრებს, ისინი მანჩესტერს უდანაკარგოდ ეწვივნენ.
მატჩს ესპანელი კარლოს ველასკო კარბალიო მოემსახურება, რომელიც "მანჩესტერის” მატჩში პირველად იმსაჯებს. რაც შეეხება "მარსელს”, მის შეხვედრაში კარბალიომ მონაწილეობა ერთხელ მიიღო. გასულ სეზონში, უეფას თასის 1/16-ფინალში, ფრანგებმა "კოპენჰაგენი” დააამრცხეს გასვლაზე, ანგარიშით 3:1.
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი
: ვან დერ სარი, ო’ში, ვიდიჩი, სმოლინგი, ევრა, კერიკი, ფლეტჩერი, სკოულზი, ნანი, რუნი, ბერბატოვი
მარსელი: მანდანდა, კაბორე, დიავარა, ჰაინცე, ტაივო, ლუჩო, სისე, რემი, ა. აიუ, შეირუ, ბრანდაო

მიშა ზაქარეიშვილი

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.
ნანახია: 742 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz