შაბათი, 2024-12-21, 9:22 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 9 » ზედიზედ მეოთხედ მეოთხედ-ფინალში
7:47 PM
ზედიზედ მეოთხედ მეოთხედ-ფინალში

კატალონიის "ბარსელონა" "ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედ–ფინალში გაღწევას უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ახერხებს...

 

კიდევ ერთხელ საუკეთესო 8 გუნდს შორის! გუშინ კატალონიის "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე ლონდონის "არსენალი" არც ისე თბილად მიიღო და მისი ფეხბურთელები შინ "ჩემპიონთა ლიგაგამოთიშებულების" რანგში გაუშვა. მერვედ–ფინალიდან გაღწევას კატალონიელები უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ახერხებენ. ამით გვარდიოლას გუნდს მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" შეიძლება დუადგეს გვერდით, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ინგლისელებს 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი მატჩი აქვს გასამართი.

 

"სელტიკი", "ლიონი", "შტუტგარტი" და "არსენალი" – გუნდები, რომლებსაც არ გაუმართლათ და ბოლო 4 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოუწიათ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში "ბარსასთან" შერკინება. ამ შერკინებებიდან კი ბურთიც და მოედანიც ვის და როგორ დარჩა ყველას კარგად მოგეხსენებათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოველ მერვედ–ფინალში ლეო მესი მაყურებელს ახალ–ახალი გოლებით აოცებდა. მან "სელტიკ პარკზე" მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა ორჯერ მოახერხა. "შტუტგარტი" ლეოს სამიზნედ 2–ჯერ იქცა, ხოლო "ლიონი" მხოლოდ ერთხელ. ბოლო 1/8 ფინალურ ეტაპზე კი არგენტინელმა მეტოქე გუნდის კარის შტურმით აღება 2–ჯერ მოახერხა. საბოლოოდ ლეოს 7 გატანილი გოლი დაუგროვდა. კატალონიელებს ამ 4 მერვედ–ფინალურ ეტაპზე სულ 19 გოლი აქვთ გატანილი.

 

ფერგიუსონის გუნდი მეოთხედ–ფინალურ ეტაპზე გასვლას 2006/07 წლების სეზონიდან ახერხებს. მათ წელს შეუძლიათ თავიანთი მაჩვენებელი გაზარდონ და ზედიზედ მეხუთედ გავიდნენ "ჩემპიონთა ლიგის" ამ ეტაპზე. სერ ალექსის ფეხბურთელების მსხვერპლად ამ წლების განმავლობაში "ლილე", "ლიონი", "ინტერი" და "მილანი" იქცა. ახლა კი "მარსელ ოლიმპიკის" ჯერია.

 

ზედიზედ მეოთხედ მეოთხედ–ფინალში გასვლის შანსი არსენ ვენგერის "მეთოფეებსაც" ქონდათ, თუმცა მათთვის ბედს არ ეცალა და ამიტომაც მან ღიმილი მხოლოდ კატალონიის "ბარსეონასთვის" გაიმეტა. "ბარსა" კი ზედიზედ მეოთხე წელია, რაც "ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედ–ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას, ხოლო ჩვენ, უფრო მეტი სიამოვნების მიღების უფლებას ვღებულობთ...

ნანახია: 921 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz