ხუთშაბათი, 2024-04-25, 10:59 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 22 » სლავენ ბილიჩი: “საქართველოს ნაკრები პატივისცემას იმსახურებს”
2:12 PM
სლავენ ბილიჩი: “საქართველოს ნაკრები პატივისცემას იმსახურებს”
ხორვატიის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ სლავენ ბილიჩს, ახარებს ის ფაქტი, რომ 26 მარტს, თბილისში საქართველოს ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში, მასპინძლებს შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დააკლდეთ.
"ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციია. ის მოაზროვნე ფეხბურთელია. 19 წლისაა და ნიჭი საშუალებას აძლევს, რომ ევროპაში უდიდესი მოთამაშე გახდეს. მისი ტრავმის სიმძიმე არ ვიცი, მაგრამ არ ვმალავ, რომ გაგვეხარდება, თუ ანანიძე არ ითამაშებს” –განაცხადა ბილიჩმა ინტერნეტ-გამოცემა jutarnji.hr-თან საუბარში.
ხორვატთა თავკაცი არ მალავს, რომ თბილისში გამარჯვებისთვის მოდის, მაგრამ მისი აზრით, სასურველი შედეგის მიღწევა იოლი არ იქნება: "ჩვენ გამარჯვებისთვის მივდივართ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს, მოტივირებულია და ის მეტოქეა, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ქართველებს თამაში არ წაუგიათ და ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. თბილისში შანსი გვაქვს, რომ ჯგუფში სხვა გუნდების წინაშე არსებული უპირატესობა შევინარჩუნოთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფში ჩვენი ბრძოლა შესარჩევი ციკლის ბოლომდე გაგრძელდება”.
ხორვატიის ნაკრები, კვირას, ზაგრებში, სასტუმრო შერატონ-ში შეიკრიბა და საქართველოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო. გუნდთან ერთადაა დონეცკის "შახტარის” ფორვარდი ედუარდო, რომლის შესახებ, თავდაპირველად, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია იუწყებოდა, რომ თბილისში ვერ ჩამოვიდოდა. თუმცა, უახლოეს დღეებში ხორვატთა სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი დააკვირდება გამოჯანმრთელდება თუ არა საბოლოოდ ედუარდო, რის შემდეგაც, მისი საქართველოში წამოსვლა-არწამოსვლის საკითხს გადაწყვეტს. გუნდთან ერთად, შეკრებაზეა მარიო მანძუკიჩი, რომელიც ედუარდოს შემცვლელად მიიჩნევა. მუხლის მცირე ტრავმა აწუხებთ ლუკა მოდრიჩსა და ვედრან ჩორლუკას, მაგრამ ხორვატული მედიის ცნობით, ისინი სრულფასოვან ვარჯიშს დღეს-ხვალ განაახლებენ.
მოდრიჩის სათამაშო ფორმის შესახებ, ბილიჩმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ზოგიერთის ნათქვამმა გამაოცა, თითქოს ლუკა ისე არ თამაშობს, როგორც ადრე. მიუხედავად იმისა, რომ მან ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, მაინც სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. ამიტომ, ველით, რომ შაბათს ის მაქსიმალურად კარგ ფორმაში იქნება”.  
ხორვატიის ეროვნული ნაკრები თბილისში 25 მარტს, 15:00 საათზე ჩამოვა და სასტუმრო შერატონ-ში დაბინავდება, 18:30 საათზე კი, სლავენ ბილიჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ვარჯიშს გეგმავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, ეროვნულზე 21:00 საათზე დაიწყება.
ნანახია: 853 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz