პარასკევი, 2024-03-29, 8:09 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 28 » “სამოსანი” ისრაელი და საქართველო – ციფრებსა და რიცხვებში
11:09 PM
“სამოსანი” ისრაელი და საქართველო – ციფრებსა და რიცხვებში

თემურ ქეცბაია თუ ლუის ფერნანდესი? ვინ უფრო ამაყად გააგრძელებს ევრო-2012-ის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას? თელ-ავივის "ბლუმფილდზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება, ხოლო ისრაელმა თუ ვერ მოიგო, ცხრილიდანაც ჩანს, რომ მიზერულიღა გაუხდება ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი.
აქ საინტერესო სტატისტიკას გთავზობთ. ისრაელისა და საქართველოს ნაკრებების შესარჩევ ეტაპებზე ნაჩვენები შედეგები ბოლო 17 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო ჩაება ევრო თუ მსოფლიოს შესარჩევებზე. ასე უფრო იოლად აღსაქმელი ხდება გუნდების ძალათა თანაფარდობა, თორემ, ისე, ისრაელი ერთხელ ყოფილა ფინალურ ეტაპზე – 1970 წელს, მექსიკაში მუნდიალზე ითამაშა და ასეთი შედეგი აჩვენა ჯგუფში: ურუგვაისთან 0:2, შვედეთთან 1:1 და მომავალ ფინალისტ იტალიასთან 1:1.

შესარჩევები 1994 წლიდან
ისრაელი:
შინ:
 41 მატჩი - 21 მოგება, 14 ფრე, 6 წაგება, ბურთები 84:41, ქულა 83.
სტუმრად: 40 მატჩი – 12 მოგება, 10 ფრე, 18 წაგება, ბურთები 46:52, ქულა 46.
სულ: 81 მატჩი – 33 მოგება, 24 ფრე, 24 წაგება, ბურთები 130:93, ქულა 129.
საქართველო
შინ
: 42 მატჩი – 15 მოგება, 12 ფრე, 15 წაგება, ბურთები 50:48, ქულა 57.
სტუმრად: 41 მატჩი – 6 მოგება, 4 ფრე, 31 წაგება, ბურთები 41:83, ქულა 22.
სულ: 83 მატჩი – 21 მოგება, 16 ფრე, 46 წაგება, ბურთები 91:131, ქულა 79.  
თუ დავაკვირდებით, საქართველოს მსგავსად, ისრაელიც "სახლის გუნდია” და შინ ერთადერთხელ წაუგია ასე თუ ისე სუსტ გუნდთან – 2009 წელს ლატვიასთან 0:1 დამარცხდა. თუმცა, ისრაელს შინ ფრედ უთამაშია მალტასთან (2:2), მაკედონიასთან (1:1), ასე რომ...
შინ ჩატარებული 41 ოფიციალური შეხვედრიდან, მხოლოდ 5-ჯერ მოხდა, რომ ისრაელმა გოლი ვერ შეაგდო. და ასევე 5-ჯერ მოუგია დიდი ანგარიშით, თუმცა, სულ სან-მარინოს, ლიხტენშტაინისა და ასეთი დონის გუნდებთან.  
და საქართველო? სტუმრად გამართულ 41 შეხვედრაში მხოლოდ 10-ჯერ მოხდა, რომ არ წააგეს. საქართველოს სტუმრად დიდი ანგარიშით 2-ჯერ მოუგია (ლიტვასთან 4:0, ფარერებთან 6:0) და 7-ჯერ წაუგია.
და ერთიც, საქართველოს შესარჩევში ზედიზედ 3 წაუგებელი შეხვედრა არასოდეს ჰქონია – ეს თელ-ავივში შეიძლება მოხდეს და არწაგება რა მოსატანია, თაგუნა ვოლფს თუ ვენდობით, "ჯვაროსნები” თელ-ავივიდან 3 ქულითაც დაბრუნდებიან.   

ისრაელი
1996 – მე-4 (6 გუნდში), 1998 –მე-3 (5 გუნდში), 2000 – მე-2 (5 გუნდში), 2002 – მე-3 (5 გუნდში), 2004 – მე-3 (5 გუნდში), 2006 – მე-3 (6 გუნდში), 2008 – მე-4 (7 გუნდში), 2010 – მე-4 (6 გუნდში).
საშუალოდ: 3,4 ადგილი.
საქართველო
1996-ის შესარჩევი – მე-3 (5 გუნდში), 1998 – მე-4 (5 გუნდში), 2000 – მე-6 (6 გუნდში), 2002 – მე-3 (5 გუნდში),2004 – მე-5 (5 გუნდში), 2006 – მე-6 (7 გუნდში), 2008 – მე-6 (7 გუნდში), 2010 – მე-6 (6 გუნდში).
საშუალოდ: 4,8 ადგილი.
ბოლო 17 წლის განმავლობაში ისრაელი ტიპიური "სამოსანი” იყო, ხშირად მესამეზე გადიოდა და თანაც, საქართველოსგან განსხვავებით, ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს. ერთხელ, ევრო-2000-ის შესარჩევ ჯგუფში მეორეზეც გავიდა, მაგრამ ერჩივნა, არ გასულიყო... დანიასთან ფლეი ოფში 0:5 და 0:3 განადგურდა.
ურთიერთშეხვედრები
საქართველო-ისრაელი
5 მატჩი: 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბურთები 4:6

I მატჩი - აშდოდი. 23 თებერვალი, 1994. ცენტრალური სტადიონი.
15000 მაყურებელი.
ისრაელი - საქართველო 2:0 (1:0)
ისრაელი: 
რ. კოჰენი (გინზბურგი, 46), ა. ხარაზი (კეისი, 46), კლინგერი, შელახი, ბიტონი, რ. ლევი, ხაზანი (ბენ შიმონი, 69), ნიმნი (ატარი, 46, ტურჯმანი, 82), ბერკოვიჩი (ზოარი, 46), რ. ხარაზი (ტიკვა, 46), ოჰანა.
საქართველო: დევაძე, ბერაძე (დ. ჯანაშია, 73), ცხადაძე (კაპ), ნ. ლობჟანიძე, გ. ჯიშკარიანი, ზ. რევიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ტუღუში (გურული, 46), შ. არველაძე, ა. არველაძე (ყაველაშვილი, 46).
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
გაფრთხილებები: ცხადაძე, ჯამარაული.
გოლები: 1:0 ოჰანა (28), 2:0 ოჰანა (77).
გამოუყენებელი პენალტი: რევიშვილი (66).
მსაჯები: ჰაიმ ლიპკოვიჩი, ჰანან სონტაგი, იაკოვ ბენ ჰამო (ისრაელი).

II მატჩი - აშქელონი. 29 მარტი, 2000. "სილა”. 8500 მაყურებელი.
ისრაელი - საქართველო 1:1 (0:1)
ისრაელი:
 კოჰენი (კორფეინი, 46), ალონ ხარაზი (ჰალფონი, 85), ტალქარი, შელაჰი, ბენადო, კეისი, ტალი, რევივო, ბადირი, ბერკოვიჩი, კფირი (სივიდია, 24).  
საქართველო: გრიშიკაშვილი (გვარამაძე, 46), სილაგაძე, ნემსაძე (კაპ), ხიზანიშვილი, კალაძე, ჯამარაული (მენთეშაშვილი, 73), ქეცბაია, ქინქლაძე, კობიაშვილი, დემეტრაძე (სიჭინავა, 46), ა. არველაძე (ალექსიძე, 81).       
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი.
გაფრთხილება: ხარაზი.
გოლები: 0:1 ქინქლაძე (27), 1:1 ბერკოვიჩი (83).
მსაჯი: მ. თუქათი (თურქეთი).

III მატჩი - თბილისი. 24 აპრილი, 2001. "ბორის პაიჭაძე”. 10000 მაყურებელი.
საქართველო - ისრაელი 3:2 (2:1)
საქართველო:
 ლომაია, სილაგაძე, აბრამიძე, რეხვიაშვილი, ხიზანიშვილი (გ. ჭანკოტაძე, 64), ქემოკლიძე, გახოკიძე (ასათიანი, 68), ა. არველაძე (ლ. მელქაძე, 89), ქეცბაია (კაპ), ქინქლაძე (ალექსიძე, 46), შ. არველაძე.   
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი.
ისრაელი: ელიმელეხი, ალონ ხარაზი (შელახი, 80), ბრუმერი (ბენადო, 46), ზეიტუნი, გერშონი, კეისი, ბადირი, კატანი (ბენ დაიანი, 46), ბენაიუნი, რევივო, მიზრაჰი (ბენ ამი, 80).
გაფრთხილებები: ბადირი (28), ბენ ამი (86), სილაგაძე (90), რევივო (90).
გოლები: 1:0 ქეცბაია (9), 1:1 მიზრაჰი (16), 2:1 ქეცბაია (36), 2:2 მიზრაჰი (73), 3:2 ა. არველაძე (88).
მსაჯები: სერგო კვარაცხელია, ლევან მიქელაძე, კობა გაბრიაძე (საქართველო).

IV მატჩი - თბილისი. 27 მაისი, 2004. "ლოკომოტივი”. 23000 მაყურებელი.
საქართველო - ისრაელი 0:1 (0:1)
საქართველო:
 ლომაია, მჟავანაძე, ხიზანეიშვილი, კალაძე (კაპ), გ. კვარაცხელია, ასათიანი (მენთეშაშვილი, 89), ცქიტიშვილი, დ. მუჯირი (სირაძე, 66), კობიაშვილი (თ. აფციაური, 90), ალექსიძე, ა. იაშვილი.     
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი.
ისრაელი: დავიდოვიჩი, ბენ იოსიფი, ბენ ჰაიმი, გერშონი, გაზალი, ანტები, ტალი, აფეკი (ჰოლცმანი, 69), ბენაიუნი, ბადირი, გოლანი (ნიმნი, 46).   
გაფრთხილებები: აფეკი (12), გოლანი (30), ბენ იოსიფი (36), კალაძე (56), გერშონი (81).
გოლი: 0:1 ბადირი (34).
მსაჯები: ო. ორეხოვი, ი. სკორეიკო, ვ. ოლშანეცკი (უკრაინა).
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი   

V მატჩი - თბილისი, 7 სექტემბერი, 2010. "ბორის პაიჭაძე”. 52000 მაყურებელი.
საქართველო - ისრაელი 0:0
საქართველო:
 რევიშვილი, ლობჟანიძე, ასათიანი, კალაძე (კაპ), ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, გოგუა (აფციაური, 75), ანანიძე, იაშვილი (სირაძე, 46), კობიაშვილი, დვალიშვილი (მერებაშვილი, 63).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ისრაელი: ავატი, ბენჰაიმი, ბენდაიანი, კეინანი, საჰარი (არბეიტმანი, 53), რეფაელოვი (ვერმუტი, 75), ბენაიუნი (კაპ), ბონდარი, ალმოგ კოენი, კაიალი, ტამირ კოენი (ზეჰავი, 61).
მთავარი მწვრთნელი: ლუის ფერნანდესი.
გაფრთხილებები: ბენჰაიმი (21), ლობჟანიძე (29), კობიაშვილი (42), ბონდარი (69).
მსაჯები: საშა კევერი, მათიას რენე, დევის დეტამანტი, კარლო ბესტოლინი (ყველა შვეიცარია).
 

სატურნირო ცხრილი

1 საბერძნეთი53205-211
2ხორვატია53118-210
3საქართველო52304-29
4 ისრაელი52127-67
5ლატვია51134-74
6მალტა50051-100


29 მარტი. 20:00 საათი (თბილისის დროით). თელ-ავივი. "ბლუმფილდი” (ტევადობა 14 730)
საქართველო-ისრაელი
არბიტრი:
 ფრედი ფოტრელი (საფრანგეთი).
ისრაელის ბოლო 5 საშინაო მატჩი: მალტასთან 3:1, ხორვატიასთან 1:2, ისლანდიასთან 3:2, სერბეთთან 0:2, ლატვიასთან 2:1.
საქართველოს 5 გასვლითი მატჩი: ბულგარეთთან 2:6, მოლდოვასთან 0:0, საბერძნეთთან 1:1, ლატვიასთან 1:1, სლოვენიასთან 2:1.

ნანახია: 1018 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz