amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » “რომას” შეძენის სურვილი ხუთმა კომპანიამ გამოთქვა
6:27 PM “რომას” შეძენის სურვილი ხუთმა კომპანიამ გამოთქვა |
იტალიურ "რომას” რომ მალე ახალი მესაკუთრე ეყოლება, ეს საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს. "ჯალოროსის” გაყიდვასთან დაკავშირებით, კომპანია უნიკრედიტი უკვე კარგა ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, "რომას” შეძენაზე 5 განაცხადია მიღებული, რომლებსაც უნიკრედიტი შეისწავლის და გადაწყვეტს, თუ რომელი მათგანი უნდა გახდეს დედაქალაქური კლუბის მესაკუთრე. ბოლო დროს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "რომას” შეძენა არაბულ კომპანია Aarab-ს სურდა, მაგრამ უნიკრედიტის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ასეთი კომპანიის განაცხადი არ მიუღიათ. შეგახსენებთ, რომ "რომას” გაყიდვაზე ზრუნვა უნიკრედიტმა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში დაიწყო, მაგრამ აღნიშნული პროცესი სისრულეში ჯერაც არაა მოყვანილი. ივარაუდება, რომ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი, თუ ხუთიდან რომელი კომპანიის გზა წავა რომში.
|
ნანახია: 867 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|