ოთხშაბათი, 2024-04-17, 2:38 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 22 » “რეალი” “ლიონისა” და 1/8-ფინალის “კომპლექსის” წინააღმდეგ
6:59 PM
“რეალი” “ლიონისა” და 1/8-ფინალის “კომპლექსის” წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ წყვილებში, უდავო ფავორიტებად მადრიდის "რეალი” და ლონდონის "ჩელსი” ითვლებიან, მაგრამ ორივე მატჩი, განსაკუთრებით კი "ლიონი”-"რეალის” დაპირისპირება, საინტერესო უნდა გამოვიდეს.

 სტატისტიკა:

ამ სტატიით მინდა "ლიონისა" და მადრიდის "რეალის" ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა გაგაცნოთ...

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრები გაიმართება. ყველაზე დიდ ყურადღებას "ლიონისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება იწვევს.

გავიხსენოთ ,ამ ორი კლუბის ურთიერთშეხვედრები.


14/09/2005 ლიონი – მადრიდის რეალი 3:0

24/11/2005 მადრიდის რეალი – ლიონი 1:1

14/09/2006 ლიონი – მადრიდის რეალი 2:0

22/11/2006 მადრიდის რეალი – ლიონი 2:2

17/02/2010 ლიონი – მადრიდის რეალი 1:0

11/03/2010 მადრიდის რეალი – ლიონი 1:1

ლიონი-რეალი
არავინ დავობს იმაზე, რომ დღესდღეობით, "რეალი” "ლიონზე” გაცილებით ძლიერი გუნდია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო წლებში, ეს გუნდები ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ და მადრიდელებს ფრანგებისთვის არასდროს მოუგიათ. გარდა "ლიონისა”, მოურინიოს მიერ დამოძღვრილ გუნდს 1/8-ფინალის "კომპლექსთანაც” მოუწევს ბრძოლა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო ექვს გათამაშებაში, მადრიდელები სწორედ ამ ეტაპიდან ეთიშებოდნენ ხოლმე გათამაშებას.
სულ, "ლიონსა” და "რეალს” შორის ჩატარებული 6 შეხვედრიდან, 3 ფრანგებმა მოიგეს, სამიც ფრედ დასრულდა. "ლიონის” სამივე მოგება "სტად ჟერლანზე” გამართულ შეხვედრებზე მოდის.
პირველად გუნდები ერთმანეთს 2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩში "ლიონმა” შინ კარეუს, ჟუნინიოსა და ვილტორის გოლებით 3:0 მოიგო, განმეორებითი კი 1:1 დასრულდა. მადრიდში გოლები გუტიმ და კარეუმ გაიტანეს.
მომდევნო სეზონში, კვლავ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდები ისევ გადაეყარნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი ამჯერადაც საფრანგთში გაიმართა და იგი ფრედისა და ტიაგოს გოლებით "ლიონმა” მოიგო. განმეორებით შეხვედრას სტუმრები კარეუსა და მალუდას გოლებით 2:0 კი იგებდნენ, მაგრამ მამადუ დიარამ და ვან ნისტელროიმ "რეალისთვის” ქულის მოპოვება მოახერხეს.
გასულ სეზონში, "ლიონი” და "რეალი” ერთმანეთს მადრიდელთათვის გადაულახავ ბარიერად ქცეულ 1/8-ფინალში დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა ფრანგებმა მაკუნის გოლის წყალობით მოიგეს, მადრიდში გამართულ განმეორებით მატჩში კი, კრიშტიანუ რონალდუს ზუსტ დარტყმას პიანიჩმა უპასუხა, რის შედეგადაც, 3-წლიანი შესვენების შემდეგ, "ლიონმა” ლიგის 1/4-ფინალში გააღწია.
როგორც ხედავთ, "რეალს” "ლიონისთვის”, გასვლაზე, ჯერ გოლიც კი არ გაუტანია, მაგრამ სახეზეა მადრიდელთა აშკარა პროგრესი – 0:3 წაგების შემდეგ, მადრიდელებმა - 0:2, ბოლოს კი 0:1 დათმეს. თუ ასევე გაგრძელდა, დღევანდელმა შეხვედრამ უგოლოდ უნდა ჩაიაროს.
"ლიონს” ესპანურ გუნდებთან სულ 16 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც ფრანგებმა 5 მოიგეს, ამდენივე ფრედ ითამაშეს და 6 დათმეს. ბურთების შეფარდება – 20:23. საკუთარ კედლებში, "ლიონმა” 8 თამაშიდან 4 მოიგო, 2-2 კი ფრედ ითამაშა და წააგო.
ფრანგულ კლუბებთან ჩატარებულ 24 თამაშში, "რეალს” 13 მოგება, 4 ფრე და 7 მარცხი დაუროვდა. ბურთების შეფარდება – 49:34. 11 გასვლითი შეხვედრიდან, მადრიდელებმა 4 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული იქნება სტუმართა ფრანგი თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემასთვის, რომელიც "ლიონის” სკოლის აღზრდილია და სწორედ ამ კლუბიდან გადავიდა ესპანეთში. გასულ სეზონში, მან მშობლიურ სტადიონზე, "ლიონის” წინააღმდეგ უკვე ითამაშა, მაგრამ ამჟამინდელი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება "ლიონი”, რომელსაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ლისანდრო ლოპესი არ ეყოლება. ასევე ვერ ითამაშებს ედერსონი. რაც შეეხებათ სტუმრებს, ისინი საფრანგეთში არგენტინელი ფეხბურთელების, გონსალო იგუაინისა და ფერნანდო გაგოს გარეშე ჩავიდნენ. პირველ მათგანს ტრავმა აწუხებს, მეორე კი, მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა მადრიდში.
მიმდინარე გათამაშებაში, "ლიონი” თამაშგარე მდგომარეობში ხშირად მოხვედრითა და კუთხურის ხშირად მოწოდებით გამოირჩევა. ფრანგული კლუბის ფეხბურთელებმა, კუთხური 45-ჯერ მოაწოდეს, თამაშგარეში კი ისინი 30-ჯერ მოხვდნენ. გათამაშებას შემორჩენილ გუნდებს შორის, ორივე ეს მაჩვენებელი უმაღლესია. რაც შეეხება "რეალს”, იგი ხშირად დარტყმებით გამოირჩევა. მადრიდელებმა ზუსტად 54-ჯერ და არაზუსტად 56-ჯერ დაარტყეს. აქედან 15 ზუსტი და 16 არაზუსტი დარტყმა კრიშტიანუ რონალდუზე მოდის. გარდა ძლიერი შეტევისა, მიმდინარე გათამაშებაში, "რეალის” ძლიერი მხარე კარგი დაცვაცაა. 6 მატჩში, მადრიდელებმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს, რაც "მანჩესტერის” შემდეგ, მე-2 შედეგია.
შეხვედრას გერმანელი არბიტრი, ვოლფგანგ შტარკი განსჯის. 2006 წელს, ლიონში, ამ გუდებს შორის ჩატარებული შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, სწორედ შტარკმა იმსაჯა. ამ მატჩის გარდა, "ლიონის” შეხვედრაში გერმანელ არბიტრს 3-ჯერ უმსაჯია. სამივე ეს თამაში საფრანგეთში გაიმართა და 2 ფრედ, ერთი კი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. "სტად ჟერლანზე” ჩატარებული შეხვედრის გარდა, "რეალმა” შტარკის მიერ განსჯილ შეხვედრაში მონაწილეობა 4-ჯერ მიიღო, საიდანაც მადრიდელებმა 3 მოიგეს და 1 დათმეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი
: ლორისი, რევეიერი, ლოვრენი, კრისი, ტულალანი, სისოკო, კელსტრომი, ბრიანი, გურკუფი, ბასტოსი, გომისი
რეალი: კასილიასი, რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო, ხედირა, ალონსო, დი მარია, იოზილი, რონალდუ, ადებაიორი

კოპენჰაგენი-ჩელსი
ეს წყვილი "ლიონი”-"რეალის” დაპირისპირების ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ სავარაუდოდ, მინიმუმ პირველ მატჩში, გულშემატკივარი საინტერესო თამაშს ნახავს. რა თქმა უნდა, წყვილის უდავო ფავორიტი "ჩელსია”, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონასთან” ჩატარებულ მატჩებში, "კოპენჰაგენმა” დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში, "ჩელსი” ჩვეულად მაღალ დონეზე ვეღარ თამაშობს.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 2-ჯერ შეხვედრიან. 1998 წელს, თასების მფლობელთა თასის მე-2 ეტაპზე, ლონდონში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა, კოპენჰაგენში კი სტუმრებმა 1:0 მოიგეს.
"ჩელსის” სხვა დანიურ გუნდთან არასდროს უთამაშია. რაც შეეხება "კოპენჰაგენს”, მას ინგლისურ კლუბებთან გამართულ 6 მატჩში 1 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 5:9. საკუთარ კედლებში ჩატარებულ სამ თამაშში დანიელებმა თითო მოიგეს, ფრედ ითამაშეს და წააგეს.
მასპინძელთაგან, "ჩელსის” ყველაზე კარგად ვეტერანი თავდამსხმელი, იესპერ გრონკიაერი იცნობს, რომელიც ლონდონური კლუბის რიგებში, 2000-04 წლებში თამაშობდა.
გათამაშებას შემორჩენილ გუნდთაგან, შეტევაში ყველაზე ნაკლები პოტენციალი "კოპენჰაგენს” აქვს. განვილილ 6 თამაშში, დანიელებმა კარში ზუსტად სულ 20-ჯერ დაარტყეს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. "მანჩესტერთან” და "მილანთან” ერთად, "კოპენჰაგენის” ფეხბურთელებმა ყველაზე ცოტა - 7 გოლი გაიტანეს.
დღევანდელი შეხვედრა საიუბილეო იქნება "ჩელსისთვის”. უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე, ლონდონელები 150-ე მატჩს გამართავენ. თუ მათ გამარჯვება მოახერხეს, მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 50-ე თამაშს მოიგებენ.
მასპინძელთა ერთადერთი დანაკლისი ტრავმირებული მარტინ ბერგვოლდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია. სტუმრებს კი, ასევე ტრავმების გამო, ალექსი და ბენაიუნი დააკლდებიან.
შეხვედრას ჰოლანდიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება ბიორნ კუიპერსის მეთაურობით. "კოპენჰაგენის” მატჩს კუიპერსი პირველად განსჯის, "ჩელსის” შეხვედრაში კი მას 2-ჯერ უმსაჯია. ლონდონელებმა ორივე თამაში გასვლაზე ჩაატარეს, მათგან ერთი მოიგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.
სავარაუდო შემადგენლობები
კოპენჰაგენი
: ვილანდი, პოსპეში, ანტონსონი, ზანკა, ვენდტი, ბოლანოში, კვისტი, კლაუდემირი, ვინგაარდი, გრონკიაერი, ნ’დოიე
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, კოული, ბოსინგვა, ტერი, რამირესი, ლემპარდი, მალუდა, ტორესი, დროგბა, ანელკა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.
ნანახია: 828 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz