პარასკევი, 2024-04-19, 1:38 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 4 » Real Madrid 7-0 Malaga [ლა ლიგა | 03.03.11 | მიმოხილვა]
11:32 AM
Real Madrid 7-0 Malaga [ლა ლიგა | 03.03.11 | მიმოხილვა]

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ძალიან საინტერესო დაპირისპირება, რომლითაც "ლა ლიგის" 26- ე ტურიც დასრულდა. ეს იყო მატჩი, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და შედგა მადრიდის "რეალსა" და "მალაგას" შორის. მანუელ პელეგრინის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში. მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები ფლობდნენ სრულ უპირატესობას და საბოლოოდ ეს შედეგზეც აისახა. მადრიდის "რეალმა" სძლია მეტოქეს ანგარიშით 7-0, სამი გოლი საკუთარ აქტივში კრიშტიანუ რონალდუმ ჩაიწერა, ორი ქარიმ ბენზემამ და თითო-თითო მარსელომ და ანხელ დი მარიამ ...

სტატისტიკა:

Real Madrid 7-0 Malaga [ლა ლიგა | 03.03.11 | მიმოხილვა]


Real Madrid 7-0 Malaga [ლა ლიგა | 03.03.11 | მიმოხილვა]





გოლები:

ქარიმ ბენზემა (1-0, წთ.27): მადრიდის "რეალი" მატჩის საწყისი წუთებიდანვე ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მათ გოლის გატანის რამოდენიმე რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. საბოლოოდ მატჩის 27- ე წუთისათვის, კრიშტიანუ რონალდუს მიერ კარგად მოწოდებულ ჯარიმას ქარიმ ბენზემამ კარგივე დარტყმით უპასუხა და მატჩში ანგარიში გახსნა.
ანხელ დი მარია (2-0, წთ.36): მეორე გოლიც მალევე გავიდა. მადრიდის "რეალის" საჯარიმოსთან სტანდარტი დაინიშნა, როდესაც "მალაგა" მთელი გუნდით მეტოქის ნახევარზე იყო გადასული. "ლოს ბლანკოსის" ფეხბურთელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა დი მარიამ ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს არ ააცილა.
მარსელო (3-0, წთ.46): მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების მიერ გათამაშებული შესანიშნავი კომბინაცია. ანხელ დი მარიას ძალიან კარგი გადაცემა გამოუვიდა, ამ დროს მარსელო შეტევაში იყო წასული და საჭირო დროს აღმოჩნდა საჭირო ადგილას. ამან კი მესამე გოლი გამოიწვია "მალაგას" კარში და ამით პირველი ნახევარიც დასრულდა.
კრიშტიანუ რონალდუ (4-0, წთ.52): პირველ ტაიმში არ გაუმართლა კრიშტიანუ რონალდუს, რომელსაც "პიჩიჩისათვის" საბრძოლველად დღევანდელ მატჩში სამი გოლის გატანა უწევდა. მატჩის 52-ე წუთზე მან ბურთი მიიღო და კარგი დარტყმით პირველი გოლი გაიტანა თამაშში.
ქარიმ ბენზემა (5-0, წთ.63): ამის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. კრიშტიანუ რონალდუმ ფლანგიდან მარსელო ჩართო შეტევაში, მისი გადაცემის შემდეგ კი ქარიმ ბენზემამ თავური დარტმით დღევანდელ დაპირისპირებაში დუბლი გაიფორმა.
კრიშტიანუ რონალდუ (6-0, წთ.69): კიდევ ცოტა ხანი გავიდა და საჯარიმოში ხელით თამაშის გამო "მალაგას" ფეხბურთელი, მანოლო გასპარი მოედანიდან გააძევეს, მას ერთი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა. ბურთთან რა თქმა უნდა კრიშტიანუ რონალდუ მივიდა და შესანიშნავი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
კრიშტიანუ რონალდუ (7-0, წთ.79): ამ გოლს კი კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება. კრიშტიანუ რონალდუმ სერხიო კანალესის კარგი გადაცემის შემდეგ, ჰეთ-ტრიკის შესრულება შეძლო და ამით "პიჩიჩისათვის" ბრძოლაში სიტუაცია ძალიან დაძაბა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გატანილი გოლის შემდეგ, მცირე ტრავმის გამო მისივე ნებით დატოვა მოედანი.


ვიდეო მიმოხილვა:

ნანახია: 772 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz