სამშაბათი, 2024-04-23, 5:04 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 16 » მთელი მსოფლიო აბიდალის მხარდასაჭერად
8:11 PM
მთელი მსოფლიო აბიდალის მხარდასაჭერად

სოციალური ქსელები სავსეა ფრანგი ფეხბურთელის, ერიკ აბიდალის გასამხნევებელი მესიჯებით. ყველა ცდილობს თავისებურად გამოხატოს თანადგომა და სიყვარული ერიკისადმი, იქნება ეს რომელიმე კლუბის პრეზიდენტი, მწვრთნელი, ფეხბურთელი, თუ უბრალო გულშემატკივარი...

 

ამ დროისთვის ფეხბურთში ფეხბურთელები ერთმანეთს ფორმის მიხედვით არ ანსხვავებენ, მსოფლიო ფეხბურთი ახლა ერთად, ერიკ აბიდალის მხარდასაჭერად დგას. გუშინ ღამით, კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ–საიტმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ გუნდის ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აქვს. რამდენიმე წუთში კი ეს ინფორმაცია მთელ მსოფლიოს მოედო. მრავალი ავტორიტეტული გამოცემა, თუ საფეხბურთო საიტი, მათ შორის "ბარსამანიაც" აბიდალზე საუბრობდა. ცნობილი ფეხბურთელები, თუ უბრალოდ ფეხბურთის გულშემატკივრები კი ამ ფაქტზე მწუხარებას სხვადასხვა ხერხით გამოთქვამდნენ.

 

ნიუსის გავრცელებისთანავე, აბიდალს მხარდაჭერა "თვითერის" საშუალებით უამრავმა ადამიანმა აღუთქვა. მათ შორის, საკუთარ გვერდებზე მხარდაჭერის პოსტები პუიოლმა, პიკემ, ინიესტამ, ჟეფრენმა და ადრიანომ გამოაქვეყნეს. კატალონიელების გარდა კი კიდევ მრავალი გუნდის მრავალი ფეხბურთელი დაუდგა ფრანგს გვერდით. მათ შორის ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა რიკარდო კაკა, სერხიო აგერო, სესკ ფაბრეგასი, დავიდ დე ხეა, კრიშტიანო რონალდო, ჯეკ ვილშირი და დიეგო ფორლანი.

 

კარლეს პუიოლი"ნუ დარდობ აბი, ჩვენ ყველანი შენთან ვართ. შენ ძლიერი ადამიანი ხარ და შენ უნდა დაძლიო ეს."

 

ხერარდ პიკე"ახლა მთელი მსოფლიო აბისთანაა. ჩვენ უმძიმესი დარტყმა მივიღეთ. მაგრად იდექი!"

 

ანდრეს ინიესტა"მე აქედან მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა აბიდალისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება."

 

ადრიანო კორეია"აბი! ჩვენ ყველა შენ გვერდით ვართ. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება."

 

ჟეფრენ სუარესი"აბი, ყოველთვის შენ გვერდით, ძმაო!"

 

ლუის ენრიკე"როგორი არასასიამოვნო ინფორმაციაა. მაგრად იდექი აბიდალ!"

 

კრიშტიანო რონალდო"ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება აბიდალთან მიმართებაში და იგი სულ მალე უკან დაგვიბრუნდება."

 

სერხიო აგერო"აბიდალ მაგრად იდექი! ჩვენ ყველა შენ გვერდით ვართ."

 

დიეგო ფორლანი"მინდა მხარდაჭერა აღვუთქვა აბიდალს და მის ოჯახს! დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება. იღბლიანად!"

 

ცესკ ფაბრეგასი"მინდა გავამხნევო აბიდალი. ეს არის ძალიან ცუდი ამბავი ფეხბურთისთვის. ყველა დღით უნდა ვისიამოვნოთ."

 

კაკა"ეს ძალიან ცუდი ამბავია. მოდით, ვილოცოთ მისთვის .. ღმერთი იყოს მისი მფარველი!!"

ნანახია: 690 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz