ხუთშაბათი, 2024-03-28, 3:29 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2012 » მაისი » 14 » მშვიდობით სან სირო!
1:08 PM
მშვიდობით სან სირო!
"მილანის" ფეხბურთელებმა, რომლებმაც ისტორია შექმნეს და რომლებსაც არასდროს დაივიწყებენ "როსონერის" გულშემატკივრები დღეს ბოლო მატჩი ითამაშეს. საფინალო სასტვენი ნიშანი იყო დაუვიწყარი გაცილების დაწყებისა, რომელიც ფილიპო ინძაგის, ალესანდრო ნესტას, რინო გატუზოს, მარკ ვან ბომელს, ჯანლუკა ძამბროტას, კლარენს ზეედორფსა და ფლავიო რომას მიეძღვნათ.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანიც თმაშის დასრულებისთნავე მოედანზე ჩავიდა, რათა პერსონალურად გამომშვიდობებოდა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებული მადლობა კი ფილიპო ინძაგის გადაუხადა, რომელმაც თავისი მესამასე მატჩი ითამაშა მილანის მაისურით: 


"126 გოლი და დღეს მილანმა კვლავ ინძგის გოლით გაიმარჯვა. გმადლობ იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენთან იყავი." შემდეგ კი გალიანიმ ფანებს მიმართა: "ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა მომავალ წელს ტიტული არავის დავუთმოთ."

ცერემონია რინო გატუზოს სიტყვებით გაგრძელდა: "მილანი" სამუდამოდ, სიკვდილამდე!" და სიმღერები "კურვა სუდისგან" ყველა იმ დიდებული ფეხბურთელისთვის, რომელმაც დღეს გუნდი დატოვა. ემოციური იყო გამომშვიდობება ფეხბურთელებთან, რომლებმაც ამდენი გამარჯვება და დიდება მოუტანეს გუნდს.

გუნდის ყველა წევრი და პერსონალი მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე იყო, ისევე როგორც შესამჩნევად ემოციური მასიმო ამბროზინი, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა საკუთარი თანაგუნდელების მოედანზე უკანასკნელად ნახვისას.

შემდეგ კი ფეხბურთელები საბოლოოდ დაემშვიდობნენ "კურვა სუდს": რინო გატუზო და სანდრო ნესტა პირველები იყვნენ, შემდეგ ჯანლუკა ძამბროტა, რომელსაც მარკ ვან ბომელი და ფლავიო რომა მიყვნენ. უკანასკნელი კი ვინც ფანებს დაემშვიდობა იყო სუპერპიპო ინძაგი.
ნანახია: 1049 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz