amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » მკრტჩიანმა, ქართველებთან მზადყოფნის დონეს შევამოწმებთო
1:29 PM მკრტჩიანმა, ქართველებთან მზადყოფნის დონეს შევამოწმებთო |
სომხეთის ეროვნული ნაკრების და ერევნის "პიუნიკის” ნახევარმცველის, კარლენ მკრტჩიანის აზრით, საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრა, სომხეთის ნაკრებისთვის მომზადების დონის შემოწმების კარგი საშუალება იქნება. "საქართველოსთან თამაში სომხეთის ნაკრებს ფიზიკური ფორმისა და მზადების დონის შემოწმების საშუალებას მისცემს, რათა მომავალში შეცდომები არ დავუშვათ. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მომავალ თამაშში ჩვენს ნაკრებს ვერ დავეხმარები, მაგრამ მთავარია, კარგ სათამაშო ფორმაში რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის ვიყო” – იუწყება მკრტჩიანის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა armfootball-ი. 22 წლის ფეხბურთელმა გერმანიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ 9 თებერვალს ქართველებთან მატჩში თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება. იგი კვიპროსზე "პიუნიკთან” ერთად იმყოფება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
|
ნანახია: 861 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|